“საწვავს საქართველოში გააძვირებს არა აშშ-ირანის დაპირისპირება, არამედ გაუფასურებული ვალუტა“ - პაატა ბაირახტარი

“საწვავს საქართველოში გააძვირებს არა აშშ-ირანის დაპირისპირება, არამედ გაუფასურებული ვალუტა“ - პაატა ბაირახტარი

access_time2019-05-15 09:00:48


ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობები ბოლო ორ დღეში განსაკუთრებით დაიძაბა. მხარეებს შორის აქამდე მიღწეული შეთანხმებები ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ევროპის ქვეყნები ორივე მხარეს დაბალანსებული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს, თუმცა ნავთობის  ტანკერები, სამხედრო მობილიზაცია და მხარეთა ლიდერების მიერ გაკეთებული ხისტი მუქარები საპირისპიროზე მეტყველებს.


ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო ნავთობის ფასები იზრდება. ბარელის ფასმა ლობდონის ბირჟაზე 1.9%-ით უკვე მოიმატა.  რა გავლენას მოახდენს ეს დაპირისპირება საწვავის ფასებზე გლობალურად და, მათ შორის, საქართველოში?


 დარგის სპეციალისტები ერთ რამეზე თანხმდებიან - მნიშვნელოვანია ეს დაპირისპირება გრძელვადიანი არ გახდეს და ძალიან მალე დასრულდეს.


ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი უახლოეს მომავალში საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას გამორიცხავს:


„მთავარია, მხარეები კვლავ შეთანხმდნენ და ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს. რაც შეეხება დღეს მიმდინარე მოვლენებს, ნავთობის ფასთან მიმართებაში ურთიერთსაპირისპირო მოვლენები ხდება, რაც ჯერჯერობით მდგომარეობას აბალანსებს.   მაგალითად, ფასები გაზრდილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მაგრამ ბოლო ერთი თვეა რაც დაბალ იწევს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე. ფასების ბალანსი ამერიკის მხრიდან ნავთობის მოპოვების ზრდის შედეგია“.



რადგან ბოლო კვირებში აშშ-მ მეტი ნავთობი მოიპოვა და აწარმოა, ამ მიზეზით კი საერთაშორისო ბაზარზე საწავავის ფასები მკვეთრად არ გაზრდილა, ბაირახტარი დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ვითარებაზე ჯერჯერობით ვერ მოახდენს. ის, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავს გააძვირებს, ეს გაუფასურებული ეროვნული ვალუტაა.


„თუ გლობალურ ბაზარზე უფრო არ დაიძაბა ვითარება და ეს დაპირისპირება არ გაგრძელდა უფრო დიდხანს, მანამდე ჩვენთან გავლენას არ მოახდენს. აქ, დღეს სხვა რამეა უფრო პრობლემა - გაუფასურებული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში. ბოლო 7-8 წელში 4 პუნქტით გაუფასურდა ლარი, რაც სერიოზული პრობლემაა. ნავთობკომპანიები კი, როგორც წესი, მსგავს შანსებს არ უშვებენ ხელიდან და მასინვე აძვირებენ პროდუქტებს“, - ამბობს ბაირახტარი.


უახლოეს მომავალში „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი ადგილობრივ ბაზარზე საწვავის 3-დან 5 თეთრამდე გაძვირებას პროგნოზირებს:


„ყველამ ვიცით, რომ საქართველოში არაჯანსაღი კონკურენტული გარემოა და კომპანიები ისევ ოლიგოპოლიურ მდგომარეობაში არიან. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კარტელი ისევ არის... ამიტომ  ნავთობკომპანიები თავიანთი სურვილისამებრ მოქმედებენ და ახლაც, ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ. საწვავს 5 თეთრამდე გააძვირებენ, როგორც კი ინდივიდუალური მარაგები ამოეწურებათ. თუმცა, ამ უკანასკნელსაც, სათავისოდ იყენებენ. მალევე იტყვიან, რომ მარაგები ამოეწურათ და მორჩა“.




სალომე ლემონჯავა





„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“
access_time2020-01-27 14:53:58
საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა,...

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...


მსგავსი სიახლეები

up