საწვავის ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა  საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება-BAG

საწვავის ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება-BAG

access_time2020-06-15 11:35:49

საწვავის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები წლების განმავლობაში კვლავ რჩება ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის აქილევსის ქუსლად- აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე.


„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მუდმივად საუბრობს საწვავის ხარისხთან დაკავშირებულ მასშტაბურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.


კონკრეტულად ამ ინდუსტრიის შემთხვევაში, საქმე გვაქვს უპრეცენდენტო ფაქტთან: ბაზრის კეთილსინდისიერი მოთამაშეები, ანუ კეთილსინდისიერი ბიზნესი, ითხოვს რეგულაციების არათუ შერბილებას, არამედ გამკაცრებას და შემდგომში მათ აღსრულებას. აქვე ხაზგასასმელია ბოლო პერიოდში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევა - ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის მონიტორინგის კუთხით. თუმცაღა შედეგი ცხადყოფს, რომ არსებული რეგულაციები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროცედურები აბსოლუტურად მოძველებულია და ისინი ვერ უძლებენ ვერანაირ კრიტიკას. აუცილებელია, ევროპული გამოცდილების გაზიარების გზით, იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების საწვავის ხარისხის კონტროლის ძირეულად განსხვავებული მექანიზმების შემოღება და მათი განუხრელი აღსრულება.



2019 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღებული საწვავის სინჯების ანალიზის შედეგები ჩვენ უკვე გავუზიარეთ საზოგადოებას. როგორც ველოდით, სამწუხაროდ, დიზელის საწვავში ყოველი მე-4 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პარამეტრებს და გოგირდის შემცველობის ზღვრული მნიშვნელობა (ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური მახასიათებელი) საქართველოს კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს თითქმის 30-ჯერ აღემატებოდა. ამ მაჩვენებელს თუ ევროპაში მოქმედ დიზელის საწვავის სტანდარტს შევადარებთ, ვნახავთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღებულ დიზელის საწვავის სინჯში გოგირდის შემცველობა 150-ჯერ აღემატება ვეროპულ ქვეყნებში დაშვებულ სტანდარტს. ხაზგასასმელია, რომ ამ ოდენობით გოგირდის შემცველობის საწვავს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ აწარმოებს და ის რომ ამ ხარისხის საწვავის რეალიზაცია საქართველოში ხდება ეს ფაქტი უდაოდ ითხოვს შესაბამის მოკვლევას და სწრაფ რეაგირებას.


2020 წლის აპრილსა და მაისში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღებული დიზელისა და ბენზინის საავტომობილო საწვავის სინჯების შედეგებითაც საგანგაშო ვითარებაა: ორივე ტიპის საწვავში, ყოველი მესამე სინჯი შეუსაბამოა ქვეყნის კანონმდებლობის დადგენილ ხარისხობრივ სტანდარტებთან, ანუ, მომხმარებელი იღებს უხარისხო საწვავს, გამოუსწორებლად ზარალდება ქვეყნის ეკოსისტემა, შესაბამისად მნიშვნელოვნად ზიანდება თითოეული ჩვენთაგანისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობა და სხვა.


ამას გარდა, ბუნებრივია, რომ უხარისხო საწვავის არსებობა ძირს უთხრის კონკურენტული გარემოს არსებობას და მნიშვნელოვნად აფერხებს სამართლიანი ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს. იგი ყოველდღიურად ზიანს აყენებს სახელმწიფო ბიუჯეტს და საფრთხეს უქმნის ამ ინდუსტრიაში შექმნილ ათასობით სამუშაო ადგილს.


საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საკუთარი მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს ბენზინისა და დიზელის საავტომობილო საწვავის ხარისხთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა-მონიტორინგს და მაქსიმალურად შეეცდება ხელი შეუწყოს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში გადაუდებლად აუცილებელი რეფორმების განხორციელებას“-აცხადებს მიშველაძე. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up