საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიები ზარალზე არიან

საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიები ზარალზე არიან

access_time2020-11-18 15:00:47

საწვავის იმპორტიორები ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელები არიან. მიმდინარე წლის 9 თვეში ბენზინის, დიზელისა და სხვა ნავთობპროდუქტების გადასახადების სახით ბიუჯეტში 360 მლნ ლარზე მეტი შევიდა. კერძოდ, ბენზინის გადასახადიდან ბიუჯეტში 181.3 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 21.5 მლნ ლარით ჩამორჩება, დიზელიდან ბიუჯეტში 159.5 მლნ ლარი შევიდა, ხოლო სხვა ტიპის ნავთობპროდუქტებიდან 14.2 მლნ.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწვავის იმპორტიორების შემოსავლები მზარდია, გასული წელი უმსხვილესი იმპორტიორების ნაწილმა ზარალით დაასრულა. კერძოდ, ზარალზეა კომპანია სოკარი და ლუკოილი. კომპანიების 2019 წლის ფინანსური ანგარიშების შედეგი შემდეგია:

 

სოკარ ენერჯი ჯორჯიას შემოსავალმა 1 794 804 000 ლარი შეადგინა. ჯგუფს აკონტროლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია, რომელსაც კომპანიის საწესდებო კაპიტალის 75.505% ეკუთვნის. ჯგუფის არასაკონტროლო პაკეტს ფლობენ „Intersun Holding FZCO“ (8.165%) და „EVENTUS GENERAL TRADING FZE“ (16.33%).  ჯგუფმა 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლის განმავლობაში გასწია წმინდა ზარალი 91,130 ლარის ოდენობით და ამ თარიღის მდგომარეობით ჯგუფს ჰქონდა ნეგატიური წმინდა აქტივები 97,505 ლარის ოდენობით, ხოლო მისმა მიმდინარე ვალდებულებებმა მის მიმდინარე აქტივებს 574,935 ლარით (2018 წ.: 538,508 ლარი) გადააჭარბა.


 

ლუკოილს დაარსებიდან დღემდე მხოლოდ ერთი დამფუძნებელი ჰყავს -  კომპანია LUKOIL Europe Holdings B.V.,  რომელიც რეგისტრირებულია ამსტერდამის სავაჭრო-სამრეწველო პალატის კომერციულ რეესტრში.  2019 წელს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 248,112,000 ლარს შეადგენს, ხოლო საანგარიშო პერიოდის წმინდა ზარალი 3,237,000 ლარს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის გრძელვადიანი აქტივების ღირებულება შეადგენს 22,510,000 ლარს, ხოლო საკუთარი კაპიტალი - 7,113,000 ლარია.

 

gbc.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up