საწვავის იმპორტი გაორმაგდა

საწვავის იმპორტი გაორმაგდა

access_time2022-02-21 16:00:02

იანვარში იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.7%-ით $779 მლნ-მდე გაიზარდა. საიმპორტო პარტნიორებში პირველი ადგილი ტრადიციულად თურქეთმა დაიკავა, საიმპორტო პროდუქციაში მსუბუქმა ავტომობილებმა, მაგრამ ზრდის უფრო მაღალი - 97.7%-იანი ტემპი ნავთობ-პროდუქტების მიმართულებით დაფიქსირდა.

 

მიმდინარე წლის იანვარში ნავთობპროდუქტების იმპორტმა $72.7 მლნ-ს მიაღწია. რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება. დრამატული ზრდის უმთავრესი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის გაძვირებაა. თუ გასული წლის იანვარში ბარელი ნავთობის ფასი $65-ს შეადგენდა, წელს $90-ს მიაღწია. უკვე გადამუშავებული ნავთობპროდუქტის ფასი პლატსზე დგინდება, მაგრამ პლატსის ფასს დიდწილად ნედლი ნავთობის ღირებულება განსაზღვრავს.

 

საწვავი განსაკუთრებული პროდუქტია და მისი ფასის ცვლილება ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. არსებული 13.9%-იან ინფლაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ საწვავის გაძვირება გახდა.


 

საწვავი აქციზით იბეგრება ტონა ბენზინი (1300 ლიტრი) 500 ლარით და ტონა დიზელი 400 ლარით რაც 1 ლიტრ ბენზინს 38 თეთრით და 1 ლიტრ დიზელს 31 თეთრით აძვირებს. ბოლო პერიოდში აქციზის გაუქმების ან როგორც მინიმუმ განახევრების აზრი პოპულარული გახდა, რასაც მთავრობა შემოსავლების დაკარგვის მოტივით არ ეთანხმება. საწვავის აქციზიდან 2021 წელს ბიუჯეტი 518 მლნ ლარით შეივსო. 0.5 მლრდ ლარი ცოტა არ არის, მაგრამ მეორე მხარეს ორნიშნა ინფლაციაა, რომელიც პირველ დარტყმას სოციალურად მოწყვლად ფენას აყენებს. ბოლო 1 წელიწადში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 116 ათასით 648 ათასამდე გაიზარდა.

 

საქართველოში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინის შეძენა 3.10-3.23 ლარადაა შესაძლებელი, პრემიუმი 3.20-3.27 ლარი ღირს, სუპერი - 3.30-3.37 ლარი, დიზელის ფასი 3.09 ლარიდან იწყება და 3.25-ზე ადის. იმპორტიორები უახლოეს მომავალში ფასების მოსალოდნელ ზრდას ადასტურებენ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up