საწვავის გაძვირების გამო  ბიზნესის ვარაუდით  პროდუქციაზე ფასები 4-5 პროცენტით გაიზრდება

საწვავის გაძვირების გამო ბიზნესის ვარაუდით პროდუქციაზე ფასები 4-5 პროცენტით გაიზრდება

access_time2018-10-01 16:30:35

ბოლო  პერიოდის განმავლობაში, საწვავის ფასები  შეიძლება ითქვას, კატასტროფულად გაიზარდა.  როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთაკავშირის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართსადგურებზე 1 ლიტრი „სუპერი“ - 2.65 ლარი ღირს, „პრემიუმის“ ფასი - 2.55 ლარია, „რეგულარის“ ფასი- 2.45 ლარს შეადგენს, „ევრო დიზელი“ და დიზელი კი დღეის მდგომარეობით, 2.55 და 2.45 ლარად იყიდება.



„გალფის“ სადგურებზე ფასები ასე გამოიყურება: „სუპერის“ ტიპის საწვავის ფასი დღეს 2.61ლარია,„G-Fორცე პრემიუმის“-2.51 ლარი, „G-Fორცე ევრო რეგულარის- 2.45 ლარი. „ევროდიზელის“ ყიდვა – 2.54 ლარად არის შესაძლებელი; დიზელი 2.49 ლარი ღირს.



რაც შეეხება სხვა ავტოგასამართ სადგურებს, „ლუკოილის“ სადგურებზე სუპერი EctO 100-ისტიპის საწვავი -2.60 ლარი ღირს, „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავი 2.55 ლარი ღირს, „პრემიუმ ავანგარდი“ - 2.45 ლარი, „ევრო რეგულარი“- 2.32 ლარი, „ევრო დიზელის“ ფასი 2.45 ლარამდე გაიზარდა.


„ ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე “ეკოსუპერის“ ფასი -2.65 ლარს შეადგენს, „ეკოპრემიუმი“ -2.57 ლარი ღირს. „ევრო რეგულარი“ -2.49 ლარი,“ევრო დიზელის“ ფასი -2.55ლარს შეადგენს, „ეკო დიზელის“ -2.59 ლარი. „დიზელ ენერჯის“ ფასი 2.49 ლარამდე არის მომატებული.



„რომპეტროლის“ სადგურებზე „სუპერის“ ფასი -2.67 ლარს შეადგენს, „ ევრო პრემიუმის“ ფასი - 2.59 ლარამდეა გაზრდილი,„ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.49 ლარი ღირს.ამასთან, „efix ევრო დიზელი“ დღეის მდგომარეობით, 2.54 ლარი ღირს, ხოლო 1 ლიტრი „ევროდიზელი 2.49 ლარი ღირს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე,  შექმნილ სურათს რა გავლენა ექნება სამომხმარებლო პროდუქციაზე? მსხვილი იმპორტიორების ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდას მომავალი წლისთვის გეგმავს, მეორე ნაწილი კი სიტუაციის დასტაბილურებას აკვირდება. მიზეზად ლარის გაუფასურება და საწვავზე ფასის ზრდა სახელდება.


„კომერსანტთან“ იმპორტიორი კომპანია “შარმ ტრეიდინგის“ ხელმძღვანელი ვახტანგ საძაგლიშვილი განმარტავს, რომ 2019 წლის იანვრიდან სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ახალი ფასები იქნება. მისი განცხადებით, მიზეზი ბოლო პერიოდში გაუფასურებული ლარი და საწვავის გაზრდილი ფასებია.




როგორც საძაგლიშვილი აცხადებს,პროდუქტის თვითღირებულებაში საწვავის ხარჯი დაახლოებით 2%-ს შეადგენს, ლარის კურსის ცვალებადობისგან გამოწვეული ხარჯიც დაახლოებით ამდენივეა, შედეგად, ჯამში პროდქუციაზე ფასები დაახლოებით 4-5 პროცენტის ფარგლებში გაიზრდება.



„ფასში ლარის 2.45-2.50 პროცენტიანი კურსია ჩადებული. დღეს კი ინდექსი 2.6 ნიშნულს ასცდა. ახალი წლიდან ფასები აუცილებლად გაიზრდება“ -აცხადებს საძაგლიშვილი.



ქართული სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორი ზურა ხუციშვილი განმარტავს, რომ საწვავის ფასი და ლარის კურსიას დევალვაცია პროდუქტის თვითღირებულებაში განმსაზღვრელ როლს ასრულებს, თუმცა, ამ დროისთვის ფასის ზრდა არ იგეგმება. „საკმაოდ გაიზარდა ფასები, თუმცა, რას ვიზამთ არ ვიცი“-აცხადებს ხუციშვილი.



„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია საუბრობს, რომ ვალუტის დევალვაცია როგორც იმპორტიორს, ისე ადგილობრივ მწარმოებელსაც აზარალებს,იმიტომ, რომ ნედლეულის იმპორტი ხდება. მისი ინფორმაციით, ეს საკმაოდ მძიმედ აისახება დისტრიბუტორ კომპანიებზე. როგორც ჭყონია განმარტავს, დისტრბუციაზე საწვავის ფასის ზრდა საკმაოდ ნეგატიურად აისახება.



„ამ პრობლემების გათვალისწინებით, სადისტრიბუციო კომპანიები ისევ საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე ვცდილობთ ფასები არ გავზარდოთ. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მსყიდველობითუნარიანობა ისედაც დავარდნილია და ისევ და ისევ ეს ჩვენს რეალიზაციაზე აისახება.ამიტომ ვცდილობთ, რომ თუ რაღაც კრიტიკულ ზღვართან არ მივედით, ფასები არ გავზარდოთ“-აცხადებს ჭყონია.



კითვაზე, რა არის საწვავის ფასის და ლარის კურსის გაუფასურების კრიტიკული ნიშნული, ჭყონია განმარტავს, ლარი კრიტიკულ ნიშნულზე უკვე დიდი ხანია ავიდა, ანალოგიური ვითარებაა საწვავის მიმართულებით. „თუმცა, თუ ზევით წავიდა არასასურველ შედეგს მივიღებთ, თუმცა, ამ ეტაპზე გაძვირებას არ ვაპირებთ“-აცხადებს ჭყონია.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up