საწვავის ფასებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საწვავის ფასებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

access_time2021-11-09 09:00:27

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებს. აქვე, პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ამოცანა არის და ყოველთვის იქნება დავიცვათ ბიზნესის სამართლიანი და ობიექტური ინტერესები, რაც იმთავითვე გულისხმობს საზოგადოების პროფესიულ და ობიექტურ ინფორმირებას ბიზნესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. 


რაც შეეხება საწვავზე ფასების ზრდას - ბუნებრივია, ეს პროცესი ნეგატიურად მოქმედებს როგორც მოსახლეობაზე, ასევე ეკონომიკურ აგენტებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიზნით უწევთ საწვავის მოხმარება. ამავდროულად, საწვავზე ფასების მატება, ასევე, უარყოფითად აისახება იმ ეკონომიკურ აგენტებზეც, რომლებიც ეწევიან საწვავის იმპორტს და მის შემდგომ რეალიზაციას - ამ კომპანიებს ეზრდებათ ხარჯები საბრუნავ სახსრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნის გამო და უმცირდებათ ეკონომიკური მოგება, რადგანაც ვერ ხერხდება ფასების მატების სრული მასშტაბით გადატანა საბოლოო მომხარებელზე.  


უფრო კონკრეტულად: ფართო საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასებს განსაზღვრას  საერთაშორისო ბაზარზე არსებული კონიუნქტურა.  ქვეყნის შიგნით კი საწვავის სარეალიზაციო ფასის დადგენაში  მონაწილეობას იღებს 3 (სამი) მთავარი პარამეტრი: საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, საწვავის იმპორტზე მიკუთვნებული გადასახადები და აშშ დოლარის მიმართ  ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. აღნიშნული არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის რაიმე ექსკლუზიურ გარემოებას და მსგავსი ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც სრულად არიან დამოკიდებული საწვავის იმპორტზე“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.


„კიდევ უფრო კონკრეტულად: 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში საერთაშორისო ფასები ბენზინზე (Platts Premium Unl 10 ppm) საშუალოდ შეადგენდა 378 აშშ დოლარს. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში საერთშორისო ფასები საშუალოდ შეადგენს 791 აშშ დოლარს. ანუ, საერთაშორისო ფასები გაიზარდა 2-ჯერ და უფრო მეტად (+109%).





ახლა კი შევადაროთ, როგორ გაიზარდა საქართველოში ყველაზე მეტად მოხმარებადი, „რეგულარის“ ტიპის საწვავის საცალო ფასი 2020-2021 წლებში:



შარშან, 2020 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, „რეგულარის“ საცალო ფასი საშუალოდ შეადგენდა 2,14 ლარს, ხოლო წელს ანალოგიურ პერიოდში საშუალოდ შეადგენს 3,07 ლარს (იხილეთ დიაგრამა).





ანუ, რეგულარის საცალო ფასის ზრდამ შეადგინა მხოლოდ +43%, რაც ახლოსაც კი ვერ მიდის საერთაშორისო ფასების ზრდის პროპორციასთან (+109%).  სწორედ ეს იყო ნათქვამი „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის მიერ ამ საკითხზე კომენტირებისას, უბრალოდ ვციტირებთ: “საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, ფასები ადგილობრივ ბაზარზე პირდაპირპროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, რომ კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს.


ამ ფონზე, გარკვეული ჯგუფების მიერ არასამართლიანი და არაობიექტური ქმედებები ზოგადად დამაზიანებელია მთლიანად ბიზნეს კლიმატისათვის. ვფიქრობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველანი უნდა შევჯერდეთ იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ სწორედ კერძო სექტორის სიძლიერეზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად - საზოგადოების კეთილდღეობა.  



ამასთან, საზოგადოებისათვის სრულიად ნათელია, რომ ბიზნესზე მსგავსი თავდასხმები ვერ იქონიებს ზეგავლენას მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტების ფასებზე და, როგორც უკვე აღინიშნა, ამ ტიპის ქმედებები ისევ და ისევ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას, მის ეკონომიკას და დასაქმებულ ადამიანებს.



ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ასეთ დროს, საზოგადოება იყოს სოლიდარული და ნებისმიერ საკითხზე სამსჯელოდ აუცილებელია შეირჩეს კომუნიკაციის სწორი ფორმა. ჩვენის მხრივ, სურვილის შემთხვევაში, რასაკვირველია, ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ავუხსნათ საქმის პროფესიული და ობიექტური მხარე.


და ბოლოს, ყველას გთხოვთ, ნუ დავივიწყებთ, რომ სწორედ ბიზნესი და შესაბამისად ეკონომიკური განვითარებაა ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი და თუნდაც ერთი სექტორის მიმართ ნებისმიერი ფორმით წარმოებული უსაფუძვლო და არასამართლიანი კამპანია, უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მთელ ბიზნესზე და დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“ - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up