საწვავის ძირითადი მომწოდებლები და ხარისხის სტანდარტთან  დაკავშირებული საკითხი

საწვავის ძირითადი მომწოდებლები და ხარისხის სტანდარტთან დაკავშირებული საკითხი

access_time2018-06-13 12:59:48

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებლები არიან: რუსეთი - 127 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 29,5%), რუმინეთი -109 ათასი ტონა (25,4%), თურქმენეთი - 70,7 ათასი ტონა (16,4%), აზერბაიჯანი - 67,4 ათასი ტონა (15,7%), ბულგარეთი - 33,2 ათასი ტონა (7,7%), საბერძნეთი - 22,3 ათასი ტონა (5,2%).



საქართველოში დღეს რეალიზაციაში არის მხოლოდ ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის ბენზინი. რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის არის ევროპიდან იმპორტირებული - ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის და აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან იმპორტირებული ევრო 4-ის შესაბამისი სტანდარტის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება.



საქართველოში დღეს ბენზინთან დაკავშირებით მოქმედებს საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც ბენზინის შემადგენლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს: ტყვიის შემცველობა - არაუმეტეს 0,005 გ/ლ; ბენზოლის მოცულობითი წილი - არაუმეტეს 1%, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არაუმეტეს 35%, გოგირდის შემცველობა - არაუმეტეს 10 მგ/კგ; ეს არის ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტი.



რაც შეეხება დიზელის საწვავს, მასთან მიმართებაში მოქმედი დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ მთავრობის დადგენილების მიხედვით დიზელის საწვავის შემადგენლობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მაჩვენებლებს: ცეტანის რიცხვი - არანაკლებ 48; გოგირდის შემცველობა - არაუმეტეს 100 მგ/კგ; სიმკვრივე 150C - არაუმეტეს 845 კგ/მ3; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არაუმეტეს 11%.



მთავრობის დადგენილებაშივე აღწერილია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი მოთხოვნები. კერძოდ, მცირდება გოგირდის დასაშვები ოდენობა დიზელის საწვავის შემადგენლობაში 50 მგ/კგ-მდე; ეს არის ევრო 4-ის სტანდარტის შესაბამისი.



აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ხარისხობრივი მოთხოვნები ჩვენს ქვეყანაში საწვავთან დაკავშირებით. მაგალითად, 2010 წელს მოქმედებდა შემდეგი ხარისხობრივი მოთხოვნები:




ბენზინზე: ტყვიის შემცველობა - არაუმეტეს 0,013გ/ლ, ბენზოლის მოცულობითი წილი - არაუმეტეს 5%, არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არაუმეტეს 45%, გოგირდის შემცველობა - არაუმეტეს 200 მგ/კგ; (მხოლოდ გოგირდის მაჩვენებელი შემცირდა 20-ჯერ).



დიზელის საწვავზე: ცეტანის რიცხვი - არანაკლებ 45; გოგირდის შემცველობა - არაუმეტეს 350 მგ/კგ; სიმკვრივე 150C - არაუმეტეს 845 კგ/მ3; პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არაუმეტეს 11% (გოგირდის შემცველობა შემცირდა 3,5-ჯერ).



აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბენზინის ხარისხობროვი მაჩვენებლის გაუმჯობესება მთავრობის დადგენილების მიხედვით დიზელის საწვავთან შედარებით სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია იმასთან, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ხდება ბენზინზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების (ესენი არიან ძირითადად მსუბუქი ავტომობილები) ავტოპარკის განახლება, მათ შორის სახელმწიფო უწყებების კუთვნილი ავტოპარკის განახლების ხარჯზე. განახლების პროცესი მიმდინარე ეტაპზეც აქტიურად ხორციელდება. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ასევე ჰიბრიდული და დაბალმოცულობიანი ტიპის ავტომობილების იმპორტი, რომელთა გამოყენება ხშირია ე.წ. „ტაქსებად“.



აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბენზინზე მოძრავი ავტომობილების საკმაო ნაწილი გადავიდა ბუნებრივი აირისა და თხევადი აირის მოხმარებაზე, რომლებიც საწვავთან შედარებით შედარებით ნაკლებად ვნებს ატმოსფერულ გარემოს.



რაც შეეხება დიზელის საწვავზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებების ავტოპარკს, ის შედარებით ნაკლებად არის განახლებული, ვინაიდან მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის სატვირთო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სპეც. ტექნიკა. ეს სატრანსპორტო საშუალებები უმეტესად საკმაოდ დიდი წლოვანებისაა, რომელთაც მწარმოებლის მიერ ევრო 4-ზე დაბალი სტანდარტის დიზელის საწვავის გამოყენება აქვთ რეკომენდირებული. გარდა ამისა, ისინი ჩაბმულნი არიან ეკონომიკურ საქმიანობაში (კერძოდ, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო და სხვ) და ამიტომ მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შედარებით დაბალი ფასის დიზელის საწვავის არსებობას, რისგან გამომდინარეც დიზელის საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება არ მოხდა ბენზინის საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების პარალელურად.



აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში დიზელის საწვავის ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი გახლავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომელიც ითვლება ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულ პოლიტიკურ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად, რომელიც ამავე დროს არის ენერგორესურსების და მათ შორის ნავთობპროდუქტების ტრადიციული სტაბილური მომწოდებელი. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგია ის, რომ საქართველოში 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც, არ ყოფილა საწვავის დეფიციტი. აზერბაიჯანი აწარმოებს ევრო 4-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავს და მომავალში მზადაა გადავიდეს ევრო 5-ის სტანდარტზე.



ეკოლოგიური ეფექტის გაუმჯობესებისათვის საჭიროა, რომ საწვავის ხარისხი გაუმჯობესების პარალელურად ხდებოდეს საავტომობილო პარკის განახლებაც, რაც სამწუხაროდ სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ხორციელდება. თუმცა სასურველია, რომ მომავალში შემუშავდეს გარკვეული რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე, ვინაიდან სხვა შემთხვევაში გარემოს გაუმჯობესების კუთხით ვითარება არ შეიცვლება. შემოღებულ უნდა იქნეს ავტომობილებზე ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც დააარეგულირებს გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას. ასევე მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს განბაჟების სისტემა და წახალისდეს ახალი ავტომობილების იმპორტი.



იმისათვის, რომ გაირკვეს, რეალურად რა ხარისხის საწვავი იყიდება ქვეყანაში და როგორ სრულდება მთავრობის დადგენილება, სასურველია, რომ უშუალოდ საწვავის ხარისხის კონტროლი ავტოგასამართ სადგურებზე, ბაზებში, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში სახელმწიფოს მხრიდან უფრო ხშირი ინტენსივობით ხდებოდეს და მოხდეს ამასთან დაკავშირებით საზოგადოების მეტად ინფორმირება.






მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ
person access_time2018-06-22 19:40:13
 მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი.  დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, კონკრეტული დარგის...

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)
person access_time2018-06-22 18:33:02
დეველოპერული კომპანია სვეტის დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერთან  შეხვედრას მოითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ კახი კალაძეს სამშენებლო კომპანიებთან შუამდგომლობა სთხოვეს რადგან, აქციის მონაწილეები სვეტის მენეჯმენტს უნდობლობას უცხადებენ. „მივმართავთ ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, შეხვდეს სვეტის მიერ დაზარალებული მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს. ერთად განვიხილოთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის და მოგვარების გზები. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ცენტრ პოინტის...

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი
person access_time2018-06-22 17:08:00
„ბიზნესის განვითარების მიმართულებით 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას  7-ს დავუწერდი“, - ამის შესახებ...

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში
person access_time2018-06-22 20:25:00
როგორც ACT-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას. აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას, აქედან ყველაზე მეტი (46%) არის 65 წელს ზევით რესპოდენტები. საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა (63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით. დროის უქონლობა ამის განმაპირობებელი ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხულთათვის აღმოჩნდა 73%, ხოლო...

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია
person access_time2018-06-22 17:00:58
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 38,470 ადამიანი შტატგარეშედ არის გაფორმებული. ეს პირები იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად შტატში არ ზიან, ანაზღაურებას მაინც იღებენ. ამ საჯარო უწყებებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 150,305-ია.   შედარებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ზომაც დაახლოებით 40 ათასია, ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბიუროკრატიულ აპარატში შტატგარეშეთა არმიაა....


მსგავსი სიახლეები

up