საწვავის აქციზით ბიუჯეტმა 2021 წელს 518 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო

საწვავის აქციზით ბიუჯეტმა 2021 წელს 518 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო

access_time2022-01-17 15:00:18

2021 წელს საქართველოს ბიუჯეტმა ბენზინზე დაწესებული აქციზის გადასახადით 293.5 მლნ, დიზელის იმპორტიდან 226.8 მლნ ლარი, ჯამურად კი 518.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ბენზინის იმპორტი 8.7%-ით 587 ათას ტონამდე გაიზარდა, დიზელის კი 0.7%-ით 567 ათას ტონამდე შემცირდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, აქციზის გადასახადი 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინზე 500 ლარს შეადგენს, ხოლო დიზელზე 400 ლარს. შესაბამისად, საწვავის აქციზიდან მიღებულმა შემოსავალმა 0.5 მლრდ-ს გადააჭარბა.

 

აქციზის გადასახადი 2017 წელს გაორმაგდა. იქამდე 1 ტონა ბენზინი 250 ლარით და 1 ტონა დიზელი 150 ლარით იბეგრებოდა. 2017 წელს ქვეყანა მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადავიდა, რაც რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. აქციზი ბიუჯეტში შემცირებული შემოსავლების კომპენსირების მიზნით გაიზარდა.

 

2016 წელს ინვესტიციებში რეინვესტირების წილი 19%-ს შეადგენდა, 2017 წელს 31%-ს, 2018 წელს 33%, 2019 წელს 48%-ს და პანდემიურ 2020 წელს 87.5%. რეინვესტირების წილი 84%-ს აჭარბებს 2021 წლის პირველ სამ კვარტალშიც, მესამე კვარტალში კი 98%-ს. ქვეყანაში ინვესტიციები ისედაც 15-16 წლიან მინიმუმზეა და თუ მაინც რეინვესტირების წილი 80%, რიგ შემთხვევაში კი 98%-ს აჭარბებს, გამოდის რომ ახალი ინვესტიცია პრაქტიკულად აღარ ხორციელდება. ასეთ ვითარებაში 2017 წლის რეფორმა გამართლებულად ჩანს, სხვა საქმეა რა შედეგი მოიტანა აქციზის გადასახადის ზრდამ.

 


2016 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.1% იყო, 2017 წელს 6%. თუ მხოლოდ დეკემბრის მონაცემებს დავითვლით, შესაბამისად 1.8% და 6.7%. 2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 9.6%-მდე გაიზარდა, დეკემბრის კი 13.6%-მდე. ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა საწვავის ფასმაც იქონია.

 

საწვავზე აქციზის თუნდაც დროებით საერთოდ გაუქმების, ან როგორც მინიმუმ განახევრების მოთხოვნა რამდენჯერმე დადგა, თუმცა ყოველთვის უშედეგოდ. 1 ლიტრს ბენზინის ფასში დღეს აქციზის წილი 38 თეთრს, 1 ლიტრ დიზელში კი 31 თეთრს შეადგენს, სხვა თანაბარ პირობებში აქციზის ფასის განახევრებით საწვავი 15-20 თეთრით, ხოლო გაუქმებით 30-40 თეთრით უნდა შემცირდეს, ეს ბიუჯეტის შემოსულობებს 260-520 მლნ ლარით შეამცირებს, მაგრამ ასევე შეამცირებს ინფლაციის ზრდის ტემპს.

 

სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 1 წელიწადში 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდე 22.5%-ით 525 ათასიდან 643 ათასამდე გაიზარდა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ორნიშნა ინფლაცია გახდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up