საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

საწვავი 2 ლარი ეღირება, მანქანები მკვეთრად გაძვირდება

access_time2016-12-02 15:22:19

მთავრობის ეკონომიკური გუნდი შოკური სიტუაციიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს. პირველ ეტაპზე აქციზის გადასახადი ტოტალურად იზრდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 2017 წლიდან მთავრობა გადასახადის მკვეთრად მატებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს გადასახადი, ხოლო მოსახლეობას ხარჯი გაუძვირდება. 1 ლიტრი საწვავის ფასი იანვრიდან 2 ლარს მიუახლოვდება.

 

 

 

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ თამბაქო მინიმუმ 60 თეთრით გაძვირდება, ბენზინი და დიზელის საცალო ღირებულება დაახლოებით 20-25 თეთრით გაიზრდება. გაძვირდება ავტოგაზის ფასი და შეიძლება კომუნალური ტარიფის მატების საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

 

 

 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა კიდეც, რომ სხვაობა არ იქნება მცირე და მოსალოდნელია სხვადასხვა მიმართულებით ფასის ზრდა, მათ შორის, მუნიციპალურ ტრანსპორტზეც (ავტობუსებზე), თუმცა ამ სხვაობის დაფარვას მთავრობა სუბსიდიის გამოყენებით შეეცდება, რაც ირიბი მინიშნებაა, რომ მგზავრობა დროთა განმავლობაში მაინც გაძვირდება.

 

 

 

ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ბენზინის შემთხვევაში აქციზის ღირებულება ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, დიზელზე - 150-დან 400 ლარამდე; 1000 კბ/მ გაზზე - 80-დან 200 ლარამდე. ქუმსიშვილის თქმით, აქ გათვალისწინებულია მოხმარების შემცირება 10%-ით.

 

 

 

"გარკვეული ნაწილი ამ ღონისძიებისა ერთმნიშვნელოვნად დადებითად აისახება საგადასახდელო ბალანსზე. ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით შემდეგ წლებში მნიშვნელოვანი კლება გვექნება. წელს 100 მილიონ ლარზე მეტით ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯს და შემდგომ წლებშიც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები არ გაიზრდება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

სამთავრობო გუნდი თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით ამართლებს. ამის დაჯერება შესაძლებელია კიდეც, რასაც სხვა შემთხვევებზე ვერ ვიტყვით: ნავთობპროდუქტების შემთხვევაში ასეთ "არგუმენტად" ეკოლოგიის გაჯანსაღება დასახელდა, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების აქციზზე დაგეგმილი ცვლილება საავტომობილო ბაზრის წახალისებით ახსნეს. არავინ საუბრობს რეალურ პრობლემაზე, რის გამოც უკიდურესი ზომების მიღება აუცილებელი გახდა.

 

 

 

"აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზე, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება. აქციზის ზრდა შეეხება ნავთობპროდუქტებსაც. მოგეხსენებათ, საწვავის მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე - ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ამძიმებს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

რას მოიტანს ავტომფლობელებისთვის აქციზის გაორმაგება. ამ ეტაპზე 1 ტონა ბენზინზე გადასახადი 250 ლარია, დიზელზე - 150 ლარი. ახალი წლიდან კი აქციზი, შესაბამისად 500 და 400 ლარს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ორივე ტიპის საწვავზე ფასი სავარაუდოდ, 20-25 თეთრით გაიზრდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ბაზარზე ამჟამინდელი დაბალი ფასი შენარჩუნდება.

 

 

 

დღევანდელი ვითარებით თუ ვიმსჯელებთ, აქციზის გადასახადი საწვავის თვითღირებულებაში 15%-ს შეადგენს და 1 ლიტრი ბენზინის საწვავის თვითღირებულება დაახლოებით 1,32 ლარია. სარეალიზაციო ფასი კი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში "რეგულარის" ტიპის საწვავზე 1,60-1,70 ლარის ფარგლებში მერყეობს. აქციზის მატების შემდეგ, 1 ლიტრი ბენზინი 2-ლარიან ნიშნულს მიაღწევს.

 

 

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ მთავრობა უკიდურესი საჭიროების გამო იღებს გადაწყვეტილებას, რაც არაპოპულარული ნაბიჯია და უარყოფით გავლენას საბოლოოდ მომხმარებლის ფინანსურ კეთილდღეობაზე მოახდენს.

 

 

 

"ბოლო პერიოდში ნავთობპროდუქტების იმპორტი ძალიან არის გაზრდილი და ეს ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება. აქციზის მატება გამოიწვევს გადასახადის ზრდას ბიუჯეტში, რამდენადაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიები ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელები არიან. ამდენად, გადასახადი საქართველოს ბიუჯეტში გაცილებით მეტი შევა. მეტ პოზიტივს მიიღებს სახელმწიფო, ბიუჯეტი, მაგრამ მომხმარებელი დაზარალდება, რადგან პროდუქტის ფასი გაიზრდება. ეს პროცესი გარდაუვალია.

 

 

ბიუჯეტის ფორმირებაში აქციზის გადასახადი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვფიქრობ, ფასი 20-25 თეთრით მოიმატებს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა. მესმის, რომ სახელმწიფოს ეს სჭირდება და იმიტომ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებას. დრო გვაჩვენებს, რამდენად სწორად მოიქცა იგი", - აცხადებს მთვრალაშვილი.

 

 

აქციზის გადასახადის ზრდა იმპორტირებულ მანქანებზე საავტომობილო სერვისის აბსოლუტურად ყველა მიმართულებას გააძვირებს - სატრანსპორტო საშუალებების შეძენიდან დაწყებული, მგზავრობის საფასურით დამთავრებული.

 

 

 

ამდენად, მთლად დამაჯერებლად არ გვეჩვენაბა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ აქციზის ზრდა მუნიციპალურ-საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ავტობუსების - ფასზე არ აისახება. ის, რომ მან აქცენტი სუბსიდიის მექანიზმის გამოყენებაზე გააკეთა, ცალსახა აღიარებაა, რომ მგზავრობის ღირებულება დროთა განმავლობაში მოიმატებს.

 

 

 

საწვავის გაძვირების პარალელურად მოიმატებს ტაქსებისა და მიკროავტობუსების მომსახურების ტარიფიც. მართალია, აქამდე მთავრობა ირწმუნებოდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს მიმართულება არ გაძვირდებოდა, მაგრამ ეს დაპირება ისეთივე ფუჭი აღმოჩნდება, როგორც დანარჩენი სხვა.

 

 

 

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ დაბეგვრის სისტემასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა, რაზეც პასუხის გაცემა მოუწევთ.

 

 

 

"ამბობენ, რომ ცვლილება ემსახურება ავტოპარკის განახლებას და ახალი ავტომობილების შეძენის წახალისებას. პროექტის მიხედვით კი, რაც ჯერჯერობით ცნობილია, 1 წლამდე ავტომობილი იბეგრება 1,5 ლარით ძრავის 1 კბ/სმ-ზე, ხოლო 1 წლის - 1 ლარით. შემდეგ არის კლება. საბოლოო ჯამში, 1 წლის და ასევე 9 წლის მანქანის განბაჟებაც ჯდება 1 ლარი. თუ ვსაუბრობთ, რომ ახალი ავტომობილები წავახალისოთ, მაშინ რატომ არ იწყება ეს პროცესი 0 წლიდან? ახალი ავტომობილები საერთოდ უნდა გათავისუფლდეს აქციზის გადასახადისგან, თუკი ბაზრის წახალისებაზე ვსაუბრობთ.

 

 

 

ჩვენი მოთხოვნაა ასევე, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე საერთოდ გაუქმდეს აქციზის გადასახადი. მაგალითად, თუ 15 წლის მანქანას შეიძენთ, რომელსაც ძრავი აქვს 2000 კბ/სმ, მისი განბაჟების დროს ღირებულებას დაახლოებით 5000 ლარი ემატება. გამოდის, რომ ასეთი მანქანის შეძენა აზრს კარგავს. ძველი მანქანები, როგორც ვიცით, იყიდება "ტაქსაობის"მიზნით, ზოგიც დღეში 4-5 კმ-ის გასავლელად, რომ ადამიანი სამსახურში მივიდეს. ეს ხდება მისი გამო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადატვირთულია და საკმარისი სამგზავრო ადგილი არ არის.

 

 

 

ახალი მეთოდოლოგიით, ცხადია, გაძვირდება მანქანების ღირებულება და ხელმისაწვდომობა კრედიტის დახმარებითაც შეიძლება გართულდეს", - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ სისტემის შეცვლაში წახალისების მექანიზმი არ დევს, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების საკითხი ცალსახად გადასახედია.

 

 

 



მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up