საწარმოებისთვის წამზომი ჩართულია – მოესწრება თუ არა ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი?

საწარმოებისთვის წამზომი ჩართულია – მოესწრება თუ არა ფინანსური ანგარიშგებების აუდიტი?

access_time2020-08-19 11:31:53

საქართველოში რეგისტრირებული I და II კატეგორიის საწარმოები და საზოგადოებრივი დაინტერესების პირები ვალდებული არიან, 1-ელ ოქტომბრამდე სახელმწიფოს წარუდგინონ გასული წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები.


საქართველოს ეკონომიკის გამჭვირვალობა და მსხვილი კომპანიების საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ნაწილია. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებების გასაჯაროების მიზანია ბიზნესის კეთებისთვის სამართლიანი და ყველასთვის თანასწორი პირობების განსაზღვრა.


საერთაშორისო ქსელის Kudos International Network წევრ კომპანიაში Kudos Georgia, რომელიც სხვადასხვა სერვისს შორის საწარმოების აუდიტსაც ახორციელებს, მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით ევროინტეგრაციისკენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.


ვესაუბრებით Kudos Georgia-ს პარტნიორს და გენერალური დირექტორს ალექსანდრე მარგიშვილს.


– მოასწრებენ თუ არა ანგარიშის მომზადებას საწარმოები, ვისაც აუდიტორი ჯერ შერჩეული არ ჰყავთ?


– ზოგადად სასურველია, კომპანიებმა აუდიტორული ფირმა ჯერ კიდევ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებამდე შეარჩიონ. ეს აუდიტის პროცესს აადვილებს, რადგან აუდიტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ წლის ბოლოს ნაშთების დათვლის, ანგარიშების გასწორების და დამამთავრებელი ტრანსაქციების განხორციელებას. ამავდროულად, ეს აუდიტორულ ფირმებს მეტ დროს აძლევს შემოწმების ჩასატარებლად და ფინანსური ანგარიშგების დადასტურებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად.


აუდიტორული ფირმის 2020 წლის ზაფხულში შერჩევა 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების შემოწმებისთვის, თანაც როდესაც აუდიტირებული ანგარიშგების წარდგენის/გასაჯაროების ბოლო ვადა 1–ლი ოქტომბერია, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. რაც შეეხება ანგარიშგების მომზადებას და მის ვადებს - ეს თავად სუბიექტის (ანუ ანგარიშვალდებული კომპანიის) პასუხისმგებლობაა. ანგარიშგებას აუდიტორი ვერ მოუმზადებს დამკვეთს.


2019 წლის ფინანსური ანგარიშგება კომპანიებს 2020 წლის პირველ კვარტალში უკვე დასრულებული უნდა ჰქონოდათ, რის სიზუსტესაც მათ მიერ შერჩეული აუდიტორი შეამოწმებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Kudos Georgia-ში ვიყენებთ ინოვაციურ მეთოდოლოგიას ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად გვიმცირებს პროცედურების ხანგრძლივობას და გვაქცევს ძალიან მოქნილ აუდიტორებად.


– ტექნოლოგიები გადამწყვეტია აუდიტში?


– ჩვენს საქმეში გადამწყვეტია კადრები. კადრები მართლაც ყველაფერს წყვეტენ! Kudos Georgia ერთის მხრივ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ქართველი სპეციალისტებით ბუღალტერიის, გადასახადების, ფინანსებისა და აუდიტის სფეროებში, ხოლო მეორეს მხრივ - როგორც Kudos International Network-ის წევრი - სარგებლობს საერთაშორისო მხარდაჭერით პროფესიონალების ჩართულობის თვალსაზრისით. ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტების ერთობლივი მუშაობა განაპირობებს ჩვენი მომსახურების უმაღლეს ხარისხს. Kudos International Network გვამარაგებს ხარისხის მართვის სახელმძღვანელოებით და პროფესიული ტრენინგებით, ასევე გვეხმარება საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის საქართველოში დანერგვაში. Kudos Georgia საკმარისად ძლიერია როგორც კადრებით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით იმისათვის, რომ თავი გაართვას დიდი რაოდენობის რთულ ამოცანებს!.


– რომელ კომპანიებზე ვრცელდება აუდიტის ჩატარების ვალდებულება?


– I და II კატეგორიის კომპანიებზე. ზომითი კატეგორია დგინდება სამი კრიტერიუმის საშუალებით: 1. აქტივების ჯამური ღირებულება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, 2. შემოსავალი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში და 3. დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა.


მეოთხე კატეგორიის საწარმო - სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო – პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:



ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;


ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;


გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.


მესამე კატეგორიის საწარმო - სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:


ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;


ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;


გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.


მეორე კატეგორიის საწარმო - სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:


ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;


ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;


გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.


პირველი კატეგორიის საწარმო - სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:


ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;


ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;


გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.


– რა რწმუნება სჭირდებათ I და II კატეგორიის საწარმოებს?


– აუდიტორს მნიშვნელოვანი როლი აკისრია - შეამოწმოს და ან დაადასტუროს (გასცეს რწმუნება), ან განმარტოს, თუ რატომ არ ადასტურებს (საერთოდ არ გასცემს, ან მხოლოდ ნაწილობრივ გასცემს რწმუნებას) ფინანსური ანგარიშგების სისრულესა და ადეკვატურობაზე. აუდიტორი, როგორც დამოუკიდებელი მხარე, გამოთქვამს პროფესიულ, არგუმენტირებულ მოსაზრებას შემოწმებული კომპანიის აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლების, დანახარჯების, ფულის მოძრაობის, მოგებისა და კაპიტალის შესახებ. აუდიტორი ასევე ამოწმებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა აუდიტირებული კომპანიის მდგრადობა, შიდა კონტროლის მექანიზმები, სააღრიცხვო პოლიტიკა, ურთიერთობები დაკავშირებულ მხარეებთან და ბიზნესის მსგავსი აქტუალური ასპექტები.


Kudos Georgia მაღალკვალიფიციური აუდიტორებისგან და ფინანსისტებისგან შედგება, რაც საშუალებას აძლევს, ბაზარს უმაღლესი ხარისხით მოემსახუროს. როგორც წესი, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება, ისევე როგორც მმართველობითი სისტემები, მოწესრიგებული აქვთ, რაც აუდიტორს გვეხმარება, დაჩქარებულ ვადებში განახორციელოთ ფინანსური ანგარიშგების აუდიტიც და მმართველობითი მიმოხილვაც. ასეთ შემთხვევებში Kudos Georgia–ს მიერ გამოყენებული საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიები იძლევა შესაძლებლობას, რომ 2020 წლის ზაფხულში დაწყებული 2019 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი 2020 წლის 1 ოქტომბრამდე დასრულდეს.


– რა სჭირდებათ III და IV კატეგორიის საწარმოებს?


– მესამე კატეგორიის საწარმოებს Kudos Georgia ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში ეხმარება. ისევე როგორც აუდიტის ჩატარება, ფინანსური ანგარიშგების მომზადებაც ექვემდებარება საერთაშორისო სტანდარტს, რომლის ზედმიწევნით ზუსტად ცოდნა აუცილებელი წინაპირობაა ფინანსური ინფორმაციის კვალიფიციურად წარსადგენად. Kudos Georgia საკონსულტაციო და სატრენინგო მომსახურებას უწევს მესამე კატეგორიის საწარმოებს და ხშირად მათი დაკვეთით და შეთანხმებით ამზადებს მათსავე ფინანსურ ანგარიშგებებს.


– რატომ უნდა აირჩიონ საწარმოებმა "ქუდოს ჯორჯია" აღნიშნული მომსახურების შესასრულებლად?


– კომპანიები რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს ითვალისწინებენ აუდიტორის შერჩევისას: სამუშაოს მოსალოდნელი ხარისხი, ბრენდის აღქმადობა, ფასი, დროულობა, პერსონალური ინტერაქციის მიმზიდველობა. ვთვლით, რომ ყველა კრიტერიუმის შეჯერების შედეგად Kudos Georgia ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია საქართველოში პროფესიული მომსახურების მისაღებად.


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up