„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ

access_time2020-10-26 18:00:06

ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა პანდემიის პირობებში, როგორია რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ და რა მოლოდინები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს. „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ მეოთხე კატეგორიის კომპანიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, ჯერჯერობით, მზად არ არიან.


„მეოთხე კატეგორიის კომპანიებისთვის გადავადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწორი იყო. თუმცა, საინტერესოა, მომავალი წლისთვის თუ იქნებიან მზად? მგონია, რომ დიდი ნაწილი ამ მოთხოვნების შესასრულებლად მზად მაინც არ იქნება. მეოთხე კატეგორიის კომპანიების რიცხვი 83 ათასზე მეტია, ისინი რაოდენობით ყველაზე მეტი არიან, თუმცა, მასშტაბით მცირეები. დიდ ნაწილს თავიდან აუდიტორის დახმარების გარეშე გაუჭირდება მოთხოვნების შესრულება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მათთვის განსაზღვრული სტანდარტები არ არის ისეთი რთული, როგორიც ეს მსხვილი კომპანიების შემთხვევაში გვაქვს. ბუნებრივია, თავიდან გაჭირდება, მაგრამ 2-3 წლის მერე იმედი ვიქონიოთ, რომ დამოუკიდებლად შეძლებენ რეპორტინგის შესრულებას.


კანონი ძალაში 2016 წლის ზაფხულში შევიდა და 4 წელიწადზე მეტია, რაც მოქმედებს. ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება ზედამხედველობის სამსახურის შექმნას და ეს სამსახური ბევრ საინტერესო და სასარგებლო საქმეს აკეთებს. მათ აქვთ საკუთარი ანგარიში წარდგენილი და ამ ანგარიშის თანახმად, სახეზეა გამჭვირვალეობის ზრდა, ამასთანავე, პირველიდან მესამე კატეგორიების საწარმოების დიდმა რაოდენობამ უკვე წარადგინა ანგარიში,“- აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე.


მისი თქმით, ტერმინების ონლაინ ლექსიკონის შექმნა და სტანდარტებისა და პროფესიული ლიტერატურის თარგმნა რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგია.


„ეს ყოველივე ტერმინების უნიფიცირების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბაზარი გაიზარდა, ანგარიშგების წარდგენის პროცენტული მაჩვენებელი წინა წლის 90%-დან 96%-მდე ზრდაშიც ჩანს. ასევე გაიზარდა მოთხოვნა არამარტო აუდიტზე, არამედ ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზეც, კომპილაციურ გარიგებებზე, ასევე გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობაც, ჩვენი კომპანიის თუ კონკურენტი კოლეგების მაგალითზე,“- აღნიშნავს ცაბაძე.



მისი განმარტებით, ბაზარზე კომპანიების ზრდას რისკებიც ახლავს, რაც გამოიხატება აუდიტის ხარისხის შემცირებასა და ბაზარზე არასამართლიანი პირობების შექმნაში.


„აუცილებელია გამოინახოს ყველა გზა, რომ კომპანიები მაქსიმალურად იყვნენ შემოწმებულები, წინააღმდეგ შემთხვევაში არასამართლიანი პირობები შეიქმნება ბაზარზე. არის ბევრი კლიენტი კომპანია, რომელიც ითხოვს აუდიტს მხოლოდ იმისთვის, რომ სარასის მოთხოვნები შეასრულოს. ამიტომ, მათთვის ერთადერთი კრიტერიუმი ფასია და ვინც დაბალ ფასს ეტყვის, იმ კომპანიასთან იწყებენ თანამშრომლობას. ამ ყოველივემ შესაძლოა ხარისხზე იქონიოს გავლენა. ჩვენი კომპანია რამდენიმე წელია სახელმწიფო ტენდერების აუდიტზე აღარ მონაწილეობს. ამის მიზეზი სტანდარტებთან შეუსაბამო დავალებებია, როცა აქტივების შეფასება და აუდიტი ერთდროულად მოგვეთხოვებოდა. რაც ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის,“- აცხადებს ვახტანგ ცაბაძე და ამბობს, რომ მისთვის ბუნდოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებაში რეფორმის წვლილი.


„რეფორმას დადებითი ეფექტი ჰქონდა აუდიტის ბაზრის განვითარებაზე, თუმცა, საფონდო ბირჟის განვითარებასთან დაკავშირებით ეფექტები, ჯერჯერობით, არ შეიმჩნევა. ყველა ვხედავთ, რომ კაპიტალის ბაზარი არ გამოცოცხლებულა და მეორე საკითხია, რამდენად რეალისტური მოლოდინები გვაქვს ზოგადად რეფორმასთან დაკავშირებით. აუდიტს ვაკეთებინებთ კომპანიას, რომელიც თავად არ აპირებს ბირჟაზე გასვლას და კაპიტალის ინსტრუმენტებით ვაჭრობის დაწყებას. ეს ყოველივე რამდენად გამოიწვევს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ვერ ვხვდები“,- ამბობს ცაბაძე და აღნიშნავს, რომ რეფორმის შედეგებმა ასევე შეიძლება ირიბად იმოქმედოს ინვესტიციების ზრდაზეც.


რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ ვახტანგ ცაბაძემ აუდიტის ბაზარზე პანდემიის გავლენის მასშტაბებზეც ისაუბრა.


„ჩვენი საქმიანობისთვის ტექნიკურად კორონა პრობლემას არ წარმოადგენს, შეგვიძლია დისტანციურადაც ვაკეთოთ აუდიტი და საბუღალტრო საქმე. მთავარია რომ კომპიუტერული ტექნიკა გვქონდეს. ვმუშაობთ ინოვაციებზე და გვინდა, რომ ახალი პროდუქტები შევთავაზოთ ბაზარს. როგორც აღვნიშნე, ტექნიკური თვალსაზრისით, პრობლემა არ შეგვქმნია, თუმცა კოვიდს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ეკონომიკაზე, რაც თავის მხრივ, პირდაპირ აისახება ჩვენზეც. იყო შემთხვევები, როდესაც კლიენტები გვთხოვნდნე ფასის მნიშვნელოვან ან უმნიშვნელო შემცირებას. ჩვენს კოლეგებს აქტიურად ვესაუბრებით, სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა, აუდიტის ბაზრები იქაც ნაკლებად არის დაზარალებული ჯერჯერობით,“- აღნიშნავს ვახტანგ ცაბაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up