„სავარაუდოდ, ზეთი ისევ გაძვირდება“ - მოსალოდნელია თუ არა პროდუქტის დეფიციტი ქართულ ბაზარზე

„სავარაუდოდ, ზეთი ისევ გაძვირდება“ - მოსალოდნელია თუ არა პროდუქტის დეფიციტი ქართულ ბაზარზე

access_time2022-05-06 14:20:00

საქართველოში მზესუმზირის ზეთი შესაძლოა, ისევ გაძვირდეს. მიზეზი კი 1-ლი ივნისიდან რუსეთში მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადის 372,3-დან 525 დოლარამდე გაძვირება გახდეს.


ქართულ ბაზარზე ზეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „მზიურის“ („ოლეინას“ იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ პროდუქტის გაძვირება მოსალოდნელია.


"მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ფასწარმოქმნის მექანიზმი, ერთი რამ ნათელია, გაიაფებას არ უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, ზეთი ისევ გაძვირდება, მაგრამ როდიდან, რამდენი პროცენტით და რა თანხებში აისახება დახლებზე, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, როგორც გითხარით, გაძვირების მოლოდინი არსებობს. მინიმუმ, საექსპორტო გადასახადის ზრდის კომპონენტი მოახდენს გავლენას. არ ვიცით ისიც, როგორი იქნება თვითღირებულება", - განაცხადა რამიშვილმა.


მისივე თქმით, ზეთის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის. ბაზრების დივერსიფიცირება კი, მხოლოდ გადაზღვევის გამო შეიძლება მოხდეს.



,,ომში ჩართული ორი ქვეყანა, მსოფლიო წარმოების თითქმის 60%-ს შეადგენს და ამ მოცულობით დივერსიფიცირებაზე საუბარი საკმაოდ რთულია. სხვა მწარმოებელ ქვეყნებში ჩვენს რეგიონში, მაგალითად, თურქეთში, ნედლეული სწორედ რუსეთიდან და უკრაინიდან გადიოდა. ამიტომ, ეს ლოჯისტიკური ჯაჭვიც ამ ეტაპზე დარღვეულია. თუ მაინც და მაინც დივერსიფცირებაზეა საუბარი, ალბათ, შეიძლება იყოს არგენტინა, ან სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, მაგრამ ეს საკითხიც ჯერ არ დგას დღის წესრიგში. ვგულისხმობ, რომ ამ ეტაპზე, წარმოებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის დღევანდელი ვითარება, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ჩვენ რაოდენობრივი დეფიციტი არ გვექნება.


კითხვის ნიშნის ქვეშ არის ფასი, რომელიც შესაძლოა, გაძვირდეს, მაგრამ ის, რომ ზეთი საერთოდ არ იქნება და თაროებზე აღნიშნული პროდუქცია გაქრება, მსგავს საფრთხეს მე პირადად ვერ ვხედავ. ამიტომ, ალტერნატიული ბაზრის მოძიება უკანა პლანზეა გადაწეული. თანაც, პირიქით, სხვა ბაზრების გაცილებით უფრო ძვირია და თუ მაინც ალტერნატიულ ბაზრებზე უნდა იყოს საუბარი, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ დეფიციტის გადაზღვევის მიზნით და არა ფასების კუთხით, რადგან აღნიშნული ფასები მაინც ოპტიმალურია მეზობელი და რეგიონის ქვეყნებიდან", - განაცხადა რამიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


შეგახსენებთ, აპრილში რუსეთიდან საექსპორტო გადასახადი ტონაზე 313 დოლარს შეადგენდა, მარტში 260 დოლარი იყო, თებერვალში - 251 დოლარი, იანვარში - 280,8 დოლარი, 2021 წლის დეკემბერში - 276,7 დოლარი, ნოემბერში - 194,5 დოლარი, ოქტომბერში - 227,2 დოლარი, სექტემბერში - 169,9 დოლარი ტონაზე.


bpn.ge 


თეგები:
ზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up