სავალუტო ჯიხურების დიდი ნაწილი სავარაუდოდ დაიხურება - საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაცია

სავალუტო ჯიხურების დიდი ნაწილი სავარაუდოდ დაიხურება - საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაცია

access_time2020-06-08 16:30:47

დღეიდან სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება განახლდა. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით აგრძელებენ მუშაობას.


„საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ქავთარაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სავალუტო ჯიხურების გახსნის დროში ასე გაწელვამ გამოიწვია ის, რომ ჯიხურების რაოდენობა ბაზარზე ნელ-ნელა შემცირდება და სავარაუდოდ, მათი დიდი ნაწილი დაიხურება.


„ძალიან ბევრი ფიქრობს სავალუტო პუნქტების დახურვას, ამ შეზღუდვებმა და გახსნის დროში ასე გაწელვამ გამოიწვია ის, რომ ჯიხურების რაოდენობა ბაზარზე ნელ-ნელა შემცირდება. სავარაუდოდ, მათი დიდი ნაწილი დაიხურება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, რამოდენიმე მათგანმა უკვე მიმართა მარეგულირებელს დახურვის მოთხოვნით, თუმცა ზუსტად რა რაოდენობაზეა სუბარი ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია. სექტორი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და არ ვიცით როგორ შეძლებს ბაზარზე ისე მყარად დაბრუნებას,  როგორც აქამდე იყო.  ჩვენი სექტორი გამოირჩევა მცირე კაპიტალით და დიდი ზარალის წინაშე აღმოვჩნდით, ხარჯვითი ვალდებულებები გვრჩებოდა, შემოსავალი კი განულებული იყო, რადგან ჩვენ კანონი დისტანციურად საქმიანობის უფლებას არ გვაძლევდა,  რამაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. აღსანიშნავია, რომ დახურვამდეც ცუდი მდგომარეობა იყო, რადგან კურსის ხშირმა ცვლილებმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა სავალუტო ჯიხურებს და ამიტომ საუბარია იმაზე, რომ ბევრმა მათგანმა მუშაობა ვეღარ გააგრძელოს და 800 ობიექტიდან, ნაწილი დაიხუროს“, - განმარტავს ნინო ქავთარაძე.



აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ვალუტის გადამცვლელი 800-მდე პუნქტი იყო დახურული. მთავრობის დადგენილებით, სავალუტო ჯიხურების საქმიანობა 31 მარტს შეჩერდა და მხოლოდ დღეს, 8 ივნისს აღდგა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up