სავარაუდოდ, „ღორის გრიპის“ ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა

სავარაუდოდ, „ღორის გრიპის“ ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა

access_time2019-01-12 18:30:04

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. ღორის გრიპით არის გარდაცვლილი.

„სინჯი აღებული არ არის, როგორც ამბობენ, კლინიკურად იყო გრიპის ნიშნები, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ არის, რადგან სინჯი არ არის აღებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს რამდენიმე კვირის წინ სამშობიარო კლინიკაში „ბაიები“ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მან კვლავ მიმართა სამშობიაროს, საიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გაწერეს.


„ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა. მას ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა კლინიკა „ბაიებში“ ჩაუტარდა. გაწერილი პაციენტი შემდეგ მიბრუნდა დამძიმებულ მდგომარეობაში, დაბალი ჰემოგლობინით და გამოკვლევებზე გამოუშვეს ღუდუშაურში. თუმცა, ძალიან მძიმედ იყო და სამწუხაროდ, შემოყვანიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში არც იწვა, მიმღებში გარდაიცვალა“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

„ინტერპრესნიუსი“ სამშობიაროს კლინიკის „ბაიები“ დირექტორს, ნია ონიაშვილს დაუკავშირდა.

„მე, როგორც გავიგე, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, თუმცა ლაბორატორიულად არის თუ არა ეს დადასტურებული, არ ვიცი. ჩემი პაციენტი არ იყო და დაზუსტებით ვერ გეტყვით“, - განაცხადა ნია ონიაშვილმა.






"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up