სავალუტო კურსის ზეგავლენა საკონვერსიო ოპერაციებზე და ინფლაციაზე, ექსტრემალურ სიტუაციებში

სავალუტო კურსის ზეგავლენა საკონვერსიო ოპერაციებზე და ინფლაციაზე, ექსტრემალურ სიტუაციებში

access_time2019-12-30 12:45:11

მიმდინარე წლის პირველ 11 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 821 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 მლნ ლარით მეტია, ანუ 3.2 %-ით. ქართული ბანკების მოგება რომ ყოველწლიურად იზრდება ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, ამჯერად არ შევჩერდებით საბანკო სისტემის მომგებიანობის დეტალურ ანალიზზე და მხოლოდ რამდენიმე ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება.


არასაპროცენტო შემოსავლების ნაწილში სარეკორდოდ არის გაზრდილი საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან მიღებული მოგება.


ნიშანდობლივია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული მოგება 200.8 მლნ ლარიდან 354.5 მლნ ლარამდე, ანუ მთელი 154 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო პროცენტულად სარეკორდო 77%-ით, ანუ თითქმის 2/3 არის გაზრდილი. მაგრამ, ყველაზე უფრო საინტერესოა, თუ რა პერიოდშია ეს ზრდა დაფიქსირებული? საკონვერსიო ოპერაციებიდან ყველაზე მაღალი წმინდა მოგება საბანკო სექტორმა მიიღო ივლისში-70.7 მლნ ლარი, რაც ბოლო წლების აბსოლუტური რეკორდის მაჩვენებელია. ასევე აგვისტოში-46.9 მლნ ლარი, სექტემბერში – 49მლნ. ლარი. რეალურად მხოლოდ 3 თვეში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ საკონვერსიო ოპერაციებიდან შეადგინა 167 მლნ ლარი, რაც აღემატება გასული წლის მოგების პირველი 9 თვის მაჩვენებელსაც კი (155 მლნ. ლარი).


აღსანიშნავია, რომ საკონვერციო ოპერაციებიდან მიღებული მოგების ხვედრითი წილი, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი წმინდა მოგების კონტრიბუციაშიც. თუ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული მოგება წმინდა მოგების (602მლნ. ლარი) მხოლოდ 26%-ს შეადგენდა, მიმდინარე წელს ეს თანაფარდობა 47 % გაიზარდა ანუ რეალურად წმინდა მოგების (650მლნ. ლარი) ნახევარი შეადგინა (302 მლნ. ლარი).


ამ სტატისტიკაში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს თვეები, განსაკუთრებით კი ივლისი-აგვისტო ხასიათდება ლარის ყველაზე მაღალი რყევებით, რაც დიდწილად დაკავშირებული იყო 20-21 ივნისის მოვლენებთან, რადგან ლარმა გაუფასურების მორიგი ტრენდი სწორედ ამ რევოლუციური მოვლენებიდან და წარმოქმნილი უარყოფითი მოლოდინებიდან გამომდინარე, სწორედ 25 ივნისიდან დაიწყო.


ნიშანდობლივია, რომ თვეების მიხედვით ივლისში არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი, არამედ მისი კონტრიბუციაც წმინდა მოგებაში, ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა და 86 % შეადგინა. მაშინ როდესაც, თუნდაც ივნისში მისი მაჩვენებელი ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო და 10%-ს არ აღემატებოდა.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ მოგების უდიდესი ნაწილი 75%, 2წამყვან სისტემფორმირებად ბანკებზე მოდის (თი ბი სი ბანკი,საქართველოს ბანკი).


აქედანაც ჩანს, რომ რევოლუციური სიტუაციისას იზრდება უარყოფითი მოლოდინები. სავალუტო რისკების დასაზღვევად, მნიშვნელოვნად მატულობს იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან მოთხონა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებზე და კონვერტაციების კუთხით , როგორც სავაჭრო ოპერაციების, ასევე უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების მომსახურების თვალსაზრისით.



გარდა ამისა, ბანკების მოგების ზრდა გამოწვეულია იმ გარემოებითაც, რომ თუ სტაბილურ სიტუაციებში საპროცენტო მარჟა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ფასს შორის 1-3 თეთრს არ აღემატება, მაღალი სავალუტო რყევებისას, სავალუტო ოპერაციების მოცულობის ზრდასთან ერთად, მარჟაც იზრდება 5-7 თეთრამდეც კი. ეს ფაქტი თანხვედრაშია იმ საექსპერტო შეფასებებთან, რომლის თანახმადაც, ლარის გაუფასურება და რყვევები სწორედ მსხვილ ბანკებს აწყობთ და ისინი არიან დიდწილად ამით დაინტერესებული და ნაკლებად ცალკეული კომპანიები, მით უმეტეს ბაზარზე ორი ბანკის დომინირების და `ბლუმბერგის~ სავაჭრო სისტემის ნაკლებ გამჭვირვალობის პირობებში, არც სავალუტო სპეკულაციებია გამორიცხული.


აქედან გამომდინარე, ეს ხდება კიდეც ინფლაციაზე ნეგატიური ზეგავლენის ერთ-ერთი დამატებითი ფაქტორი.


როდესაც საუბარია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის ადეკვატურობაზე და ეკონომიკაზე გაცვლითი კურსის ზეგავლენაზე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს ფაქტორია, რაზეც აქცენტები ნაკლებად კეთდება.


გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და არაპროგნოზირებულობა, პირველ რიგში ქართულ ბიზნესზე მოქმედებს ნეგატიურად, რადგან წამყვანი ქართული ბანკების მადიდან გამომდინარე, ბიზნეს ეზრდება საოპერაციო ხარჯები, რაც ამცირებს რა მათ კონკურენტუნარიანობას, ისევ მომხმარებელზე აისახება ნეგატიურად ფასების ზრდით.


ამიტომაც არის ეროვნული ბანკი, გარდა სავალუტო ინფლაციის თარგეიტირებისა, ამ ფაქტორზეც რომ უნდა იყოს ორიენტირებული.მართალია, სებ-ის კრიტიკა ხშირად სუბიექტურ ხასიათს უფრო ატარებს, მაგრამ განსაკუთრებით ოლგოპოლიური ბაზრის პირობებში, სადაც ორი ბანკის აქტივები მთლიანი საბანკო აქტივების 75 %-მდეა, სებ-ი ვალდებულია მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, უფრო აქტიურად ჩაერიოს ბაზარზე და მოთოკოს ბანკების ზე-მოგება, როგორც რეფინანსირების განაკვეთის ზრდის, ასევე საპროცენტომარჟისდა ბაზარზე ინტერვენციების მიმართულებითაც.


გიორგი ცუცქირიძე
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს

EMC მოუწოდებს სახელმწიფოს, დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება დაავალოს
access_time2020-04-02 15:15:32
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)  ეხმიანება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით საჯარო ტრანსპორტის შეზღუდვას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად. „დღეს, საქართველოში...

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“

Gepherrini: „ასე თუ გაგრძელდა სიტუაცია, ფაქტობრივად ნულზე ვრჩებით“
access_time2020-04-02 14:15:17
ჩანთების ქართული  ბრენდი   Gepherrin, რომლის შემოსავლის  მნიშვნელოვანი ნაწილი პროდუქციის ონლაინ მიწოდებას ეყრდნობოდა, მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით საქმიანობას დროებით სრულად აჩერებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, ხდება აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან, რომ მიწოდების სერვისი არ იყოს შეზღუდული ამ ბიზნესისთვის, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ. „ჩვენი მოხმარებლის დიდი ნაწილი დისტანციურად ყიდულობდა ჩვენს...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1862 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2300 ლარი ღირს
access_time2020-04-02 13:15:02
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1994-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი იგივე 3.1862-ის ნიშნულზეა. საქართველოს...

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს  კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-04-02 11:40:24
ერთი კვირის წინ ეროვნული ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონა ვირუსის (COVID-19) დამახასიათებელი სიმპტომები. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეცნობათ შესაბამის სამსახურებს. ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო კონკრეტული თანამშრომლისა და მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფ თანამშრომელთა თვითიზოლაციაში გადასვლა, ხოლო იმ სამუშაო გარემოს, სადაც მას უწევდა დღის განმავლობაში საქმიანობა, დეზინფექცია ჩაუტარდა. ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7...

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება
access_time2020-04-02 11:00:19
გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად, ამ საქმიანობებს შორისაა: შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ...


მსგავსი სიახლეები

up