სავალუტო კურსის „აჯანყება“ – რატომ არის სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი უფრო ნაკლები ვიდრე Bloomberg-ის სისტემაში?

სავალუტო კურსის „აჯანყება“ – რატომ არის სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი უფრო ნაკლები ვიდრე Bloomberg-ის სისტემაში?

access_time2018-10-18 18:43:41

რატომ ხდება ისე, რომ სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი უფრო ნაკლებია, დაახლოებით 34 – 41 პუნქტით,  ვიდრე Bloomberg-ის სისტემაში დაფიქსირებული კურსი?   ამის შესახებ „ბანკები და ფინანსები“ წერს. იხილეთ  ეკონომისტის, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი პრეზიდენტის ვახტანგ ხომიზურაშვილის პასუხი აღნიშნულ შეკითხვაზე. 

„აქ შეიძლება ლოგიკური იყოს – აშშ დოლარზე მოთხოვნის შემცირება, რაც ცოტა ძნელად წარმოსადგენია…

ამგვარი „ასიმეტრია“ ოფიციალურ და საბაზრო კურსებს შორის შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ ერთი ფაქტორით – როდესაც ოფიციალური სავალუტო კურსი არ ასახავს სავალუტო ბაზარზე შექმნილ ვითარებას (და რეალურ მდგომარეობას), ანუ არაადექვატურია ვალუტაზე მოთხოვნა – მიწოდების ბალანსის მიმართ.

თეორიულად (და პრაქტიკულადაც) ეს შესაძლებელია, Bloomberg-ის სისტემაში კურსის ფორმირების პრინციპებიდან გამომდინარე. კონკრეტულად კი, Bloomberg-ის სისტემაში ოფიციალური კურსის ცვლილება შესაძლებელია შედარებით პატარა თანხებით და ეს უკვე ქმნის კურსის მანიპულირების შესაძლებლობას.

წესით და რიგით, ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსი უნდა ასახავდეს ეკონომიკურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების თვალსაზრისით.

 

ამიტომაც იყო, რომ სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის მიერ ეროვნულ ბანკს და ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას მიეცა მკაფიო რეკომენდაციები, რომლების პირდაპირ ეხებოდა სავალუტო კურსის ფორმირების პრინციპებს და წესებს.

 


კერძოდ კი რეკომენდაციები გულისხმობდა – ოფიციალური სავალუტო კურსის ცვლილება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ სავალუტო სავაჭრო სესიის, ვაჭრობის მინიმალური მოცულობის 5 მილიონი აშშ დოლარის შემთხვევაში – და ეს იყო 1998 წელს!

შემდგომში ეს მინიმალური ვაჭრობის მოცულობის ნორმა გაიზარდა – 10 მილიონ აშშ დოლარამდე – 2000 წელს და 20 მილიონ აშშ დოლარამდე – 2004 წელს!

 დღეს კი შესაძლებელია Bloomberg-ის სისტემაში „აბურთაო“ სავალუტო კურსი შედარებით პატარა მოცულობის თანხებით ($ 1 მილიონით) და ეს რეალობაა!

 

ამასთან ერთად, არ მოწმდება ბანკებს შორის დადებული გარიგებების შესრულება, რაც კიდევ დამატებით იძლევა სავალუტო კურსით მანიპულირების შესაძლებლობას!

 

ეროვნულ ბანკს (და არც კომერციულ ბანკებს) „ცოცხალი თავით“ არ უნდა სამართლიანი და გამჭვირვალე საბირჟო პრინციპებზე აგებული სავაჭრო სისტემის დანერგვა და ალბათ ამის სერიოზული მიზეზიც არსებობს.

ალბათ დასაფიქრებელია – ხომ არ ვზივართ „საბანკო – Bloomberg-ის“ ნაღმზე?“ ვახტანგ ხომიზურაშვილი, ეკონომისტი, თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი.


bfm.ge




„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი

„ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი პასუხისმგებელია არსებულ დესტაბილიზაციაზე და ასევე ერთადერთია, ვისაც ყველაფრის შეჩერება შეუძლია“ - ფადი ასლი
access_time2019-11-18 20:00:53
„დღეს ეს დემონსტრანტები თუ გაიყვანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხვალ ისევ დადგებიან და ეს პროცესი არასდროს დასრულდება, შესაბამისად, გაგრძელდება ქვეყნის არასტაბილური მდგომარეობაც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და აზრი შეიცვალა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ის ერთადერთია ვისაც უნდა ვადანაშაულებდეთ. ივანიშვილი ამბობს,  რომ მისმა პარლამენტარებმა უღალატეს, მაგრამ ამას ორი წლის ბავშვიც კი არ დაიჯერებს.  ჩვენ...

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება, ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ
access_time2019-11-18 18:00:59
საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის ჩასატარებლად ემზადება. როგორც ცნობილია, სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა.არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში შეკრებას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს პარლამენტში არ უშვებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში განუცხადეს, დღეს ბიუროს სხდომა მედიის გარეშე ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას სხდომის მიმდინარეობის ნახვა...


მსგავსი სიახლეები

up