საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გახსნა ახალი ანგარიში, უკრაინის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის.
ანგარიში მიიღებს სესხებს ან საგრანტო რესურსებს დონორებისგან სარეზერვო ვალუტაში ან სპეციალური გატანის უფლებით, IMF-ის სარეზერვო აქტივებით.
“დონორები ისარგებლებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დადასტურებული ინფრასტრუქტურით დამოწმებული გადახდების სწრაფი მიწოდებით”, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ე.წ. “მართული ანგარიში” შექმნილია იმისთვის, რომ დაინტერესებულ ქვეყნებს საშუალება მიეცეთ, გააერთიანონ რესურსები უკრაინის დასახმარებლად ომის შედეგად წარმოქმნილი გადახდის ბალანსისა და საბიუჯეტო საჭიროებების დაკმაყოფილებაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებით.
კანადის მთავრობამ უკვე გამოთქვა მზაობა ამ ანგარიშის მეშვეობით გადარიცხოს 1 მილიარდი კანადური დოლარი, იგივე, $795 მილიონი. ეს თანხა ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის სხვა წევრებისთვის ან სამთავრობათაშორისო უწყებებისა და ორგანიზაციებისთვის.
შეგახსენებთ, მარტში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაამტკიცა $1,4 მილიარდის გადაუდებელი სესხი უკრაინის დასახმარებლად.
უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ დაახლოებით $1,2 მილიარდი შეაგროვა შიდა ომის ობლიგაციების გაყიდვით, ასევე მიიღო ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მთავრობებისგან, მათ შორის, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკისგან.