სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

access_time2019-11-04 15:30:47

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.8 პროცენტი იქნებოდა, ახალი პროგნოზით კი, 4.3 პროცენტი იქნება.2019 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6 პროცენტს შეადგენს.


ამასთან, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, მიმდინარე წლისთვის ინფლაციის პროგნოზი 7.2 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, ფონდი ინფლაციის კლებას 2020 წელს პროგნოზირებს.


პროდუქტიული განხილვების შედეგად საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულებაზე და ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელებაზე. ეს შეთანხმება საჭიროებს დამტკიცებას სსფ-ს ხელმძღვანელობისა და სსფ-ს აღმასრულებელ დირექტოთა საბჭოს მიერ. სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოსაქართველოს საკითხს ამა წლის დეკემბერში განიხილავს. ამ მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 30 მილიონი ეს დე ერი (დაახლოებით 41.6 მილიონი აშშ დოლარი). ამით, მთლიანი ჩამორიცხვები საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში 180 მილიონ ეს დე ერ-ს (დაახლოებით 249.5 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.


სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი რეფორმების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა 2019 წლის პირველ ნახევარში დამაკმაყოფილებელია. მეხუთე მიმოხილვის დასასრულებლად საჭირო პირობების უმრავლესობა შესრულებულია.


საქართველოს ეკონომიკა მდგრადია გარეშე შოკების მიმართ. 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის წლიურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე (მშპ-ს 4.6 პროცენტი) შემცირდა. კორპორატიულმა სესხებმა და ლარის იპოთეკებმა ხელი შეუწყო დაკრედიტების ზრდის შენარჩუნებას. ლარის გაუფასურებამ გაზარდა წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტამდე ოქტომბრის მდგომარეობით.



ჩვენ ველით რომ 2019 წელს ეკონომიკა 4.6 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2020 წელს 4.3 პროცენტით. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედებს უარყოფითი რისკები, რომელიც ძირითადად საგარეო ვითარებით არის გამოწვეული.


ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მიმართ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2019 წლის სექტემბრიდან პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა და მართებულად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გეგმას, სანამ ინფლაციის მოლოდინი ინფლაციის თარგეთს არ მიუახლოვება.


ფისკალური პოლიტიკა მართებულად აბალანსებს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს, სოციალურ ხარჯებს და ფისკალურ დისციპლინას. ბიუჯეტის თანაბარმა შესრულებამ წლის განმავლობაში განაპირობა სახელმწიფო ინვესტიციების აჩქარება წლის პირველ ნახევარში. საგადასახადო შემოსავლები პროგნოზებს აღემატება, ნაწილობრივ ადმინისტრირების გაუმჯობესების გამო. დაუფასოებელ თამბაქოზე აქციზის გაზრდა გაათანაბრებს აქციზის განაკვეთებს თამბაქოს ნაწარმზე და დაიცავს გადასახადის ბაზას. სსფ-ს მისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება 2020 წლის ბიუჯტის ძირითად პარამეტრებზე, სადაც დეფიციტი მშპ-ს 2.7 პროცენტი იქნება. ბიუჯეტის ეს დონე შეესაბამება ფისკალურ დისციპლინას, თუმცა ტოვებს ადგილს სოციალური ხარჯების ზრდისთვის. სახელმწიფო საწარმოებიდან და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან მომდინარე ფისკალური რისკების მონიტორინგის გაგრძელება უზრუნველყოფს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას.


საბანკო სექტორი კვლავაც კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი, ლიკვიდური და მომგებიანია. მივესალმებით ხელისუფლების ძალისხმევას გააძლიეროს ფინანსური სტაბილურობა, მათ შორის არასაბანკო ინსტიტუტების ზედამხედველობის გაძლიერებით. ბანკების ახალი სარეზოლუციო ჩარჩოს დროული ამოქმედება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კიდევ უფრო გაძლიერებს ქვეყნის ფინანსურ მდგრადობას.


შემდგომი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და ხელისუფლების რეფორმის გეგმის განუხრელი განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ისეთ ზრდას, სადაც კერძო სექტორი შექმნის სამუშაო ადგილებს და უზრუნველყოფს ზრდის ინკლუზიურობას. განათლების რეფორმის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება გააუმჯობესებს სამუშაო ადგილების შექმნას, სამუშაო ძალის პროდუქტიულობას და ხელფასებს. მიმდინარე ინიციატივები გაკოტრების შესახებ და კაპიტალის ბაზრის რეფორმის, სრულად ამოქმედებულ საპენსიო რეფორმასთან ერთად ინვესტიციების მობილიზებას შეუწყობს ხელს.


სსფ-ს მისია მადლობას უხდის ქვეყნის ხელისუფლებას, განსაკუთრებით ტექნიკურ საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებს ეკონომიკური პროფილის სტუქტურებში, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის.-აცხადებს  მერსედეს ვერა-მარტინი.


როგორც ცნობილია,2019  წლის 23 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო საქართველოში სსფ-ს მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვა; ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელება; და ჩამოსარიცხი თანხის გადანაწილება ახალ ვადაზე.


„კომერსანტი“




როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი

როგორ გამდიდრდა დონალდ ტრამპი
access_time2019-12-15 20:00:40
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება Forbes’ Real Time Billionaire Rankings-ის მიხედვით, 3.1 მილიარდი დოლარია. სიმდიდრით ტრამპი მსოფლიოში 771-ე ადგილზეა. ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მდიდარი და ერთადერთი მილიარდერი პრეზიდენტია. გაპრეზიდენტებამდე ტარმპის ქონება 3-დან 4 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა. ეს საკმოდ დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ამერიკის უმდიდრეს 20 ადამიანს შორისაც კი. თუმცა, ის ყოველთვის...

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს

მილიარდერები, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებაში დახარჯეს
access_time2019-12-15 18:00:04
Forbes-ის მიხედვით დღეისათვის მსოფლიოში 2 600-ზე მეტი მილიარდერია. მათი ნაწილი ქველმოქმედებითაა ცნობილი და შემოსავლის დიდ ნაწილს საქმელმოქმედო ფონდებსა თუ პროექტებს ურიცხავს. Business Insider-ი წარმოგიდგენთ 10 მილიარდერს, რომლებმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი შემოწირულობებს დაუთმეს. ჯეკ მა - 0.33% ქონება: 39 მილიარდი აშშ დოლარი გადარიცხული თანხა: 129 მილიონი აშშ დოლარი Alibaba Group-ის...

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...


მსგავსი სიახლეები

up