მაკალათიას პასუხი ფინანსთა მინისტრს - 4,7%-იანი ეკონომიკური ზრდა მივიღეთ მშპ-ს 370 მლნ ლარის დამატებით - ეს არის ციფრებით მანიპულირება

მაკალათიას პასუხი ფინანსთა მინისტრს - 4,7%-იანი ეკონომიკური ზრდა მივიღეთ მშპ-ს 370 მლნ ლარის დამატებით - ეს არის ციფრებით მანიპულირება

access_time2019-04-30 10:00:47

„სავალუტო ფონდმა ბურკინა ფასოს 2018 წელს 8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაუწერა, რა გამოდის ბურკინა ფასა უფრო ძლიერია ვიდრე საქართველო? ეს ხომ სისულელეა“, - ასე აფასებს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ფინანსთა მინისტრის განცხადებას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.


როგორც ივანე მაჭავარიანმა საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ  განვითარებად ქვეყნებს მცირე ზრდით შეუძლიათ, მაქსიმალური ზრდა ჰქონდეთ.

 

„ეკონომიკური ზრდით რეგიონის ქვეყნებს კი არა განვითარებულ ქვეყნებსაც ვუსწრებთ. მომავალ წელსაც გავასწრებთ და შემდეგ წლებშიც. ეს არის ციფრებით მანიპულირება. 4,7- პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა მივიღეთ მთლიანი შიდა პროდუქტის 370 მლნ ლარის დამატებით , ანუ 370 მლნ-მა მოგცვა 4,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. გერმანიაში 1,2- პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გამოწვია მთლიანი შიდა პროდუქტის 11,5 მლრდ ევროს დამატებით. ანუ ეს არ არის შესადარებელი.



დღეს ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში, ეს უნდა გადავიდეს კერძო საკუთრებაში, ამით უფრო მეტი პროდუქტი შეიქმნება. რაც უფრო მეტად ერთვება ეკონომიკაში ახალი საწარმოები, მით უფრო მეტს აწარმოებს და წინა პერიოდთან შედარებით გაქვს ზრდა. მაგრამ გავა პერიოდი ეს აქტივები სახელმწიფოდან გადავა კერძო საკუთრებაში და ამის შემდეგ ჩვენც გვექნება დაბალი ეკონომიკური ზრდა. სამაგიეროდ, გვექნება მოცულობითი მთლიანი შიდა პროდუქტი და განვითარებული ეკონომიკა. შედარება თუ უნდათ უნდა შევადაროთ მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ მოსახლეზე, ამ მაჩვნეებლით ჩვენ ვართ ასეულს მიღმა. ამიტომ ეკონომიკური ზრდის ეფექტიანობაზე აქ საუბარი ზედმეტია. რეალური კეთილდღეობისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელია გვქონდეს ორ ნიშნა ეკონომიკური ზრდა“,   განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.



ბაჩო ადამია




საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები

ოცდაექვსს მინუს ერთი - ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა, რომელიც მხოლოდ „ევექსისთვისაა“ მისაღები
access_time2019-11-15 17:30:21
რამდენიმე დღის წინ კლინიკა „გულის“ დამფუძნებელმა ანზორ მელიამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები იმ რეფორმის გადავადებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდება. როგორც მელიამ განგვიცხადა, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის...

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს

მაჭავარიანი: ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალ მაჩვენებელს
access_time2019-11-15 14:30:45
„დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია“, – ეს განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა,პარლამენტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, საქართველოს მსგავსად ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს: „რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ვალის ნიშნული? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის...

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი მე-6 დღეა ტყვეობაშია

„არცერთ სტრუქტურას პასუხი არ აქვს“ -ცნობილი ექიმი  მე-6 დღეა  ტყვეობაშია
access_time2019-11-15 16:00:13
საოკუპაციო ხაზთან ცნობილი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან თითქმის ერთი კვირა გავიდა, თუმცა,ხელისუფლებამ ამ ფაქტის შესახებ  გატაცებიდან მხოლოდ, ოთხი დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და კონკრეტულად ვერც ის თქვა, რა კეთდება იმისათვის,რომ გაფრინდაშვილი  ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლდეს. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული  ახალგორის  სასამართლომ, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი...

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი
access_time2019-11-15 15:09:56
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება“-ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რამდეიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლა, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა...


მსგავსი სიახლეები

up