საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამო, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენა უფრო ნელა მოხდება.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში აცხადებენ, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 6%-ს შეადგენს.
„ვაქცინებზე წვდომა მთავარი გამყოფი ხაზი გახდა, რომელმაც გლობალური ეკონომიკური აღდგენა ორ ბლოკად გაყო“, - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ განვითარებული ეკონომიკების მოსახლეობის თითქმის 40% სრულად აცრილია, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 11%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, კორონავირუსის უაღრესად გადამდები ვარიანტების გაჩენა გლობალურ ეკონომიკას 2025 წლისთვის 4.5 ტრილიონი დოლარი შეიძლება დაუჯდეს.
IMEDINEWS.GE