საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა რეცესიის ფაზაში გადავა. „ამჯერად ვარდნა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 2008-2009 წლების კრიზისის დროს“, - აცხადებს სსფ-ის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა.
მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი, კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზეა დამოკიდებული. ყველაზე მეტი სირთულე კორონავირუსის გამო, განვითარებად ქვეყნებს შეექმნებათ.
2009 წელს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 0,6%-ით შემცირდა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს გლობალური მშპ-ს ზრდა 3,3%-ს მიაღწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge