„სავალუტო ჯიხურები კურსზე ორიენტაციას Bloomberg-ის მიხედვით აკეთებენ, რომელიც სპეკულაციური ოპერაციების მიმართ ძალიან მგძნობიარეა“

„სავალუტო ჯიხურები კურსზე ორიენტაციას Bloomberg-ის მიხედვით აკეთებენ, რომელიც სპეკულაციური ოპერაციების მიმართ ძალიან მგძნობიარეა“

access_time2020-03-27 17:00:25

კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი  ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. მაშინ როდესაც Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი მკვეთრად უფასურდება, რეგიონში და მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.


ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 26 მარტის მონაცემების თანახმად, ქართული ლარის კურსი ისევ გაუფასურდა და ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4842 ლარი შეადგინა. ამის პარალელურად, ბოლო ორი დღის განმავლობაში Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი მკვეთრად მყარდება და თუ რამდენიმე დღის წინ, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.55 ლარს  გასცდა, ბოლო ორი დღეა  ლარის ფასი დოლართან მიმართებაში ა  3.40-3.30-იან ნიშნულს შორის მერყეობს. გამყარება შეინიშნებოდა სავალუტო ჯიხურებშიც.

 

კაპიტალის ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აღნიშნავს, რომ სავალუტო ჯიხურები და ბიზნესის წარმომადგენლები კურსზე ორიენტაციას Bloomberg -ის მიხედვით აკეთებენ, რადგან სხვა ალტერნატიული სისტემა არ არსებობს. მისივე თქმით, აღნიშნულ სისტემაში ძალიან ცოტა მონაწილეა და კურსი სპეკულაციური ოპერაციების მიმართ ძალიან მგძნობიარეა.


„სავალუტო ჯიხურები კურსზე ორიენტაციას Bloomberg -ის მიხედვით აკეთებენ, რადგან სხვა სისტემა არ გააჩნიათ. უშუალოდ Bloomberg -ის სისტემაში დაფიქსირებული კურსი ხშირად არ ასახავს სავალუტო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ეს განპირობებულია იმით, რომ ამ სისტემაში კურსის ჩამოყალიბების პრინციპები არაადეკვატურია. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ჩვენისთანა ქვეყნებისთვის სავალუტო კურსის ჩამოყალიბებისთვის არის სავალუტო ბირჟა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გააუქმა და ვაჭრობა Bloomberg -ზე გადმოიტანა, სადაც არის ძალიან ცოტა მონაწილე და კურსი სპეკულაციური ოპერაციების მიმართ ძალიან მგძნობიარეა. აქ ბევრი ნეგატიური მომენტია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მცირე რაოდენობის მონაწილეს შორის ვაჭრობა რეალურ კურსს ვერ ადგენს. თუმცა, სხვა ალტერნატივა რომ არ არსებობს, ბიზნესი და სავალუტო ჯიხურები მაინც მას უყურებენ და ჩნდება შიშები, არასასურველი მოლოდინები, შფოთვები და დოლარზე ზედმეტი მოთხოვნა, რაც არასწორი მექანიზმითაა გამოწვეული“, - აღნიშნავს ვახტანგ ხომიზურაშვილი.



ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ Bloomberg-ზე არსებული ვალუტის კურსი შესაძლოა განსხვავდებოდეს რეალური კურსისგან და იქ ლარის გამყარება ან გაუფასურება სულ რაღაც 1000 დოლარის ყიდვა-გაყიდვის შედეგად შეიცვალოს.


„Bloomberg-ზე დადგენილი კურსი შეიძლება რეალურ კურსს აცდეს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთმა მონოპოლიურმა კომერციულმა ბანკებმა ერთმანეთში წაითამაშეს, ალბათ ეროვნული ბანკის მითითებით და მოახდინეს Bloomberg-ის ტერმინალში ლარის კურსის გამყარება. შეიძლება Bloomberg-ის კურსი შეიცვალოს სულ რაღაც 1000 დოლარის ყიდვა-გაყიდვის განცხადების გაკეთებითაც, ამიტომ ეს რეალობას ვერ დაგვანახებს, რეალური გარიგებები აქ, ბანკთაშორის ბირჟაზე ხდება. Bloomberg-ის ტერმინალს უყურებს სავალუტო ჯიხურები, რადგან დღის განმავლობაში სხვა ალტერნატივა არ აქვთ, შესაბამისად, გუშინდელ ცვლილებასაც აყვნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ჯიხურებში უნდა ველოდოთ კურსის კიდევ უფრო სწრაფ გაუფასურებას. Bloomberg-ის გუშინდელი ცვლილება ნიშნავს, რომ ბანკებს ძალიან უნდათ აწეული კურსი ნახონ და დარჩენილი დოლარი იაფად იყიდონ, მაგრამ არამგონია, რომ მოსახლეობას დოლარი კიდევ ჰქონდეს და დახურდავება დაიწყონ. სანამ სავალუტო ფონდის დახმარება არ მოვა, კარგი იქნება თუ სახელმწიფო 3.50-იან ნიშნულს შეინარჩუნებს“, - აცხადებს ნიკა შენგელია.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up