სავალუტო ბირჟის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: არცერთმა კლიენტმა არ იცის, რა კურსით დებს ბანკი გარიგებებს

სავალუტო ბირჟის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: არცერთმა კლიენტმა არ იცის, რა კურსით დებს ბანკი გარიგებებს

person access_time2016-03-31 09:25:00

თვის დასაწყისში მკვეთრი გამყარების შემდეგ ლარი შედარებით მცირე ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ვარდნას განიცდის. ეროვნული ბანკი საჯაროდ პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს, მთავრობა კი იმედოვნებს, რომ ეროვნული ვალუტის დიდი რყევები აღარ იქნება. თუმცა ანალიტიკოსები როგორც გამყარების ისე გაუფასურების განმსაზღვრელ მკაფიო მაკრო ეკონომიკურ ფაქტორებს ვერ ხედავენ და ზოგადად ქართულ ბაზარზე ფულის საბაზრო ფასის დადგენის გაუმჭვირვალე პოლიტიკას უჩივიან. 


გადაცემა „ეკონომეტრის“ ეთერში ამ თემაზე უფრო დეტალურად ფინანსისტმა, თბილისის სავალუტო ბირჟის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა ისაუბრა. 


- ეკონომიკაში აქსიომაა, რომ ეროვნული ვალუტის არც უცაბედი გამყარება და არც გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის მისასალმებელი არ არის. ლარს კი ბოლო დროს სწორედ ეს ემართება და პრაქტიკულად პროგნოზს ვერავინ აკეთებს. რამდენად ექვემდებარება ბოლო დროს ლარის ქცევა პროგნოზს და როგორ უნდა მოახდინოს ადამიანმა ორიენტაცია? 


- პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ლარის გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ეს არის უცხოური ინვესტიციები, ინვესტიციების შემოდინება და გადინება, ფულადი გზავნილები, ტურიზმთან დაკავშირებული პრობლემები, მეზობელ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა და მათი ეკონომიკური მდგომარეობა და ა.შ. ჩემი აზრით, ლარი გადამეტებულად იყო გაუფასურებული, ამას ცხადყოფდა მაკრო ეკონომიკური პარამეტრები. ლარის ასეთი გადამეტებული გაუფასურება დამსახურებაა იმ გაუმჭვირვალე პრინციპების, რა პრინციპებითაც ფორმირდება სავალუტო კურსი. დღეს ლარი უკვე კორექციას განიცდის, ანუ ხდება გამყარება და ეს ბუნებრივიც არის. გაუმჭვირვალობაში ვგულისხმობ იმას, რომ თვითონ ბიზნეს წრეები, ბიზნეს სუბიექტები, მოსახლეობა არ არის გათვითცნობიერებული თუ რა პროცესები მიმდინარეობს. 


- ლარის კურსის პროგნოზის პრობლემასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მხრიდან ტრადიციული კომენტარი აქამდე იყო, რომ კურსი მცურავია და შესაბამისად პროგნოზირება არის რთული. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და რამდენად აუცილებელია ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალური პროგნოზის გაკეთება? 


- ყოველთვის ვიქნებით მკითხაობის რეჟიმში მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ინვესტიციების სტაბილური ნაკადი ეკონომიკის სექტორში, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ კურსის ფორმირების მექანიზმი იყოს შეცვლილი და სანამ არ იქნება ლარის მიმართ გაზრდილი ნდობის ფაქტორი. დღეს პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ მე მაგალითად არ ვიცი რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი და რა პოლიტიკას გაატარებს ახალი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. პროგნოზი ერთია, ყოველთვის არის დევალვაციის მოლოდინი. ეს მოლოდინი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უკვე ირთვება დომინოს პრინციპი- დავუშვათ მაკრო ეკონომიკურმა ფაქტორებმა განაპირობა დოზირებული ლარის გაუფასურება, მაგრამ ამას შემდეგ მოყვება ზედმეტი წნეხი ლარზე, იმიტომ რომ ყველა ცდილობს შეიძინოს ლარი. 1992 წელს ამის კარგი მაგალითი იყო, როდესაც სოროსმა განახორციელა შეტევა ფუნტ სტერლინგზე. ეს იყო სოროსის მიერ ბიძგი, რამაც შემდგომში ფუნტ სტერლინგი სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა. 



- რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს ახლა, როდესაც მოულოდნელად გამყარებული ლარი თითქმის ყოველდღიურად ისევ უფასურდება? 


- ლარი უბრუნდება იმ რეალურ მდგომარეობას, რომელიც შესაბამისობაშია მაკრო ეკონომიკურ პარამეტრებთან. მინდა აღვნიშნო, რომ კურსის ფორმირების მექანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. 


- ბიზნესი ჩივის, რომ საქართველოში ფულის საბაზრო ღირებულების დადგენა რეალურად არ ხდება. ბლუმბერგის ვაჭრობის სისტემაში მხოლოდ ბანკები მონაწილეობენ და ვაჭრობის მიმდინარეობაზე წვდომა მათ და ეროვნულ ბანკს აქვს. ეროვნული ბანკი თვლის, რომ ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაში გადატანით პროცესი უფრო პროგრესული და გამჭვირვალე გახდა, რადგან სწორედ ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. რამდენად მართებულია ჩვენთვის ბლუმბერგის სისტემა?


- როდესაც ჩვენ ვეხებით საერთაშორისო პრაქტიკას, არ შეიძლება განვითარებული ბაზრების საფინანსო მოდელის გადმოღება პირდაპირ საქართველოში. იქ არის მილიარდობით ბრუნვა, ტრანზაქციები და არის უამრავი მონაწილე. საქართველოში არის შეზღუდული მონაწილეების რაოდენობა და ძალიან მცირე სავალუტო ტრანზაქციები. აქ საქმე ტექნოლოგიებში არ არის, არამედ პრინციპებშია. მაგალითად ადრე სავალუტო ბირჟაზე ბანკები ასრულებდნენ ფინანსური აგენტების როლს ანუ დილერების როლს. ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველამ იცოდა რა პრინციპით ყალიბდება ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე სავალუტო კურსი. შესაბამისად მაქსიმალური მოთხოვნა-მიწოდების კონცენტრაციის პირობებში ხდებოდა კურსის დაფიქსირება, ამიტომ აბსოლუტურად ყველა კლიენტმა იცოდა რა იყო საბირჟო კურსი. ამ შემთხვევაში ბანკების კლიენტურა დავალებებს აძლევდნენ კომერციულ ბანკებს, რომ შეეძინათ საბირჟო კურსით, იმიტომ რომ ყველაზე ობიექტური კურსი ბირჟაზე ყალიბდებოდა და ბანკები ასრულებდნენ ამას. დღესდღეობით არცერთმა კლიენტმა არ იცის ბანკმა რა კურსით დადო გარიგება. 


- კანონი არ კრძალავს სავალუტო ბირჟის არსებობას, რატომ არ ხდება მისი დაარსება თუ კი ასეთი მოთხოვნა არსებობს? 


- კანონი ბევრ რამეს არ კრძალავს, მაგრამ ეს ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული. თუ მაგალითად ეროვნული ბანკი არ მიიღებს მონაწილეობას სავალუტო ბირჟაზე კომერციული ბანკების ჩართვას აზრი არ აქვს. მაშინ როდესაც დააყენეს ბლუმბერგზე გადართვის საკითხი, იყო ეროვნული ბანკის ინიციატივა და მან ძალიან მკაფიოდ შესთავაზა ბანკებს ბლუმბერგის სისტემა, იმიტომ რომ მაშინ სავალუტო ბირჟაზე ეროვნული ბანკი არ იღებდა მონაწილეობას. ანუ ბანკები ამ შემთხვევაში სავალუტო ინტერვენციების გარეშე დარჩნენ. 


- ანუ თქვენ თვლით, რომ ერთადერთი გამოსავალი არის სავალუტო ბირჟის არსებობა? 


- რა საკვირველია და ასევე პრინციპების შეცვლა.



ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...


მსგავსი სიახლეები

up