სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

access_time2018-07-11 16:38:54

2018 წლის 11 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4405 შეადგინა.



ეს სებ-ის პირველი ინტერვენიცაა მიმდინარე თვეში სავალუტო ბაზარზე. ივნისში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 20 მილიონი დოლარიტ შეივსო. 



2018 წლის 25 ივნისს სავალუტო აუქციონზე 10 მლნ ამერიკული დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4545 შეადგინა.



24 ივნისს მოქმედი ოფიციალური კურსი 2.4578-ს შეადგენდა. ბლუმბერგის პლატფორმაზე კი 2.4600-ით დაიწყო, თუმცა 2 საათზე ნაკლებ დროში 2.4500-მდე გამყარდა. მოგვიანებით კი 2.4545-მდე გაუფასურდა.



2018 წლის 22 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4579 შეადგინა.




პირველი ტრანზაქცია სებ-მა მიმდინარე წელს 3  აპრილს განახორციელა და სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი იყოდა საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3941 შეადგინა.





მიმდინარე წლის მარტში  ლარის გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა. ერონული ვალუტა 2018 წლის მარტში დაახლოებით 5 თეთრით გამყარდა. თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან 2.41 ლარი შეადგინა.


მარტის ტრანზაქციამდე  სებ-მა 2017 წლის აგვისტოში შეავსო სავალუტო რეზერვი, როდესაც სავალუტო ბაზარზე, ჯამში, 40 მლნ აშშ დოლარი იყოდა. 


ნინო ნატროშვილი






ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
access_time2018-11-14 18:55:47
ევროპარლამენტმა პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით მიიღო. წინააღმდეგ 97 ევროპარლამენტარი წავიდა, ხოლო 34-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს განაგრძოს სტაბილურობის, შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური და სოციალური გაუმჯობესების...

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია

ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშს აფასებს: სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გასაღები კონკურენციის სააგენტოა, ნოდარ ხადური კი ღრმა ძილშია
access_time2018-11-14 19:11:19
იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი ანა დოლიძე ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს ეხმიანება და სრულად ეთანხმება დოკუმენტში ხაზგასმულ ყველა პრობლემასა თუ რეკომედანციას. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება და ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად არ პასუხობს. ქვეყანაში არსებული მწვავე მდგომარეობის ერთ-ერთ სათავეს კი ანა დოლიძე კონკურენციის სააგენტოში ხედავს. მეტიც, იუსტიციის საბჭოს არა მოსამართლე წევრი...

რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს

 რუსული ნავთობის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციები ამოქმედდეს
access_time2018-11-14 20:00:00
„აშშ-მ შესაძლებელია რუსულ ნავთობზე სანქციები დააწესოს“ — ბრიტანული კომპანია  Facts Global Energy (FGE), რომელიც ნავთობისა და გაზის ბაზარს შეისწავლის, თავის მომხმარებელს აფრთხილებს. ექსპერტები რუსული ნავთობის წინაამღდეგ  სანქციების ამოქმედებას პროგნოზირებენ. უფრო ზუსტად,  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ  შეზღუდვების ახალი პაკეტი შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშშ-ში ნებისმიერი რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, მათ შორის...

ლაშა ქორიძე: საქართველო გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა

ლაშა ქორიძე: საქართველო  გახდება ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა
access_time2018-11-14 18:00:04
 ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ხელს შეუშლის სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის სრულფასოვან მუშაობას, - ასეთია ვარლეი პარსონს/ადვიზიანის და არგუს მედია ლიმითედის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2050 წლამდე სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის პროდუქციაზე უწყვეტი მოთხოვნა იქნება. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის საფუძველზე კომპანია „ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი პეტროქიმიური კომპლექსი” (SRPC) 3 მილიარდიანი...

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში

ნავთობის ფასი 7%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი ვარდნა გასული 3 წლის განმავლობაში
access_time2018-11-14 15:46:18
ნავთობის ღირებულება 7%-ით, $55.69-მდე შემცირდა, რაც 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ 1983 წლის შემდეგ პირველად, როდესაც შავი ოქროს ფასი ზედიზედ 12 დღის განმავლობაში უფასურდება. ოქტომბრის დასაწყისში 1 ბარელი ნავთობის ფასმა $76-ს მიაღწია, რასაც ვარდნა მოჰყვა. ანალიტიკოსების შეფასებით, ვარდნის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მიზეზი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია, რომელიც 4 ნოემბრიდან...


მსგავსი სიახლეები

up