”სავალდებულო რეგისტრაცია ბევრი სალონის დახურვას გამოიწვევს”

”სავალდებულო რეგისტრაცია ბევრი სალონის დახურვას გამოიწვევს”

access_time2016-10-11 15:00:00

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია 1 ოქტომბრიდან დაიწყო.

 


იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 4 ოქტომბრისთვის რეგისტრაცია 2 405 სალონს ჰქონდა გავლილი.

 


რეგისტრაციის აუციბელობლობა, რომელიც საქმინობის იდენტიფიცირებას გულისხმობს, ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის ნაწილია. რეგისტრაციის სავალდებულობა ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული საქმინობის რეგულირებაში და ინფექციის გავრცელების გზების მაქსიმალურად შეზღუდვაში დაეხმარება. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ვალდებულების რეგლამენტი ძალაში 2016 წლის 27 ივლისიდან შევიდა.

 


ზოგიერთ სალონში რეგისტრაციის გავლას გაუგებას უწოდებენ და აცხადებენ, რომ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მანამდეც ჰქონდათ გავლილი. სალონების ნაწილში კი ამბობენ, რომ რეგისტრაციის შედეგად გაეზრდებათ ხარჯები, რაც მომსახურების გაძვირებას გამოიწვევს.

 



სალონ "Be beauty"-ის მენეჯერი შორენა გოგოხია „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სალონის მოვლა ძალიან ძვირი ჯდება.

 


"რეგისტრაცია გავიარეთ. რაც შეეხება სტერილიზიაციისა და საერთოდ სალონის მოვლა-დეზინფექციის საშუალებებს, ეს ძალიან ძვირი ჯდება. ავტოკლავი (სტერილიზატორი) 3 000 დოლარზე მეტი ღირს. 2-3 სტერილიზაციის შემდეგ ხელსაწყოები ბლაგვდება და გალესვა სჭირდება. ერთი იარაღის გალესვა კი 10 ლარი ღირს.

 



ერთეჯადი ინსტუმენტები ჯერ არ გამოსულა. კომპლექტის ფასი კი 150 ლარიდან იწყება. ეს ყველაფერი მომსახურების ფასებზეც, რა თქმა უნდა, მოქმედებს, მაგრამ ფასი რომ გავზარდო, კლიენტი აღარ მეყოლება. ვფიქრობ რეგისტრაციის შემდეგ კონტროლი უფრო გამკაცრდება და ბევრი სალონი დაიხურება. ალბათ ეს ქმედებები ბაზრის მონოპოლიზაციისკენაა მიმართული", - განაცხადა შორენა გოგოხიამ.

 


ნორმების დაცვის აუცილებლობაზე საუბროს G&L-ის მენეჯერი. მისი თქმით, აუციელებლია ფრჩხილისა და თმის მოვლის საშუალებების სტერილიზაცია. „მაგალითად, მანიკურის ხელსაწყოების წმენდისთვის სამი ტიპის აპარატი გვაქვს. ნარჩენების დანაწილებასაც ვახდენთ. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. რეგისტრაციის გავლა სიახლე იყო, თუმცა სავალდებულო რეგისტრაციის გავლის შემდეგ ალბათ ბევრი სალონი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და ბაზრიდან გასვლა მოუწევთ", - ამბობს G&L-ის მენეჯერი

 


ცვლილება, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შევიდა, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ ესთეტიკური ცენტრები და სილამაზის სალონები რეგისტრაციას არ გაივლიან, ისინი 50 ლარიდან 1 000 ლარამდე დაჯარიმდებიან.

 

"ბიზნესპრესნიუსი"




ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები „IRI-ს კვლავას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up