სავალდებულო დაზღვევის ტარიფები შესაძლოა ავტომობილის ძრავის მიხედვით განისაზღვროს

სავალდებულო დაზღვევის ტარიფები შესაძლოა ავტომობილის ძრავის მიხედვით განისაზღვროს

access_time2019-02-19 18:45:24

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, მძღოლებისთვის მესამე პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტი დარგის წარმომადგენლებს შეხვდა და ამჟამად კონსულტაციებს გადიან. მისი თქმით, მთავრობა 15 წელი ამ კანონს იგნორს უკეთებდა და ახლა მისი მიღება მნიშვნელოვანი საკითხია.


„გუშინ დავესწარით სექტორის წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენას, სადაც ვთქვით ჩვენი განსხვავებული ხედვა სხვადასხვა საკითხზე. 15 წლის თავზე ამ კანონის შემოღებით უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა. 15 წელი მთავრობა ამ კანონს იგნორს უკეთებდა. ეს უდიდესი მნიშვნელობის საკითხია, არაა მხოლოდ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, ესეცაა ცხადია, მაგრამ სოციალურად მნიშვნელოვანი თემაა. არის ბევრი დეტალი, რომელიც ჩვენც გვინდა, რომ გავაჟღეროთ, მათ შორის კონცეპტუალურიც“ - განმარტავს ხეჩინაშვილი.


მისივე თქმით, არის გარკვეული დეტალები, რის ცვლილებასაც დარგის წარმომადგენლები მოითხოვენ, მათ შორისა ტარიფების დადგენის სპეციფიკაც.


„ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თავისუფალი კონკურენცია და მასში მძღოლების მაქსიმალური ჩართულობა, უნდა იყოს კანონში გაწერილი, რაც დღეს არ წერია. ასევე ვფიქრობთ, რომ განსხვავებული უნდა იყოს სატარიფო ბადე, არა უბრალოდ დერეფანი 100-დან 150 ლარამდე, არამედ დასაწყისისთვის მიბმული რომ იყოს ძრავის მოცულობასთან. მცირე ძრავიანი ავტომობილებისთვის ნაკლები ტარიფი რომ იყოს, მაღალძრავიანისთვის კი მეტი"- აცხადებს ხეჩინაშვილი.


მისი თქმით, სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ტექდათვალიერების მსგავსად პერიოდულად შეიძლება მოხდეს.


„შეიძლება ამ კანონის ამოქმედება არა ერთჯერადად, არამედ როგორც ტექდათვალიერებაა, ჯერ ერთი კლასის მანქანა, შემდეგ მეორე და ა.შ.



კომიტეტმა მოისმინა ეს ყველაფერი და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ეყარა კენჭი პირველი მოსმენით, არამედ გადაედო, კონსულტაციები გაევლო როგორც გუნდის შიგნით, ასევე სექტორთან“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.


მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის 1 ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა სავალდებულო ხდება.


კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით:


კერძოდ, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 - 110.00 ლარი;


მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი;


ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი;


სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი;


მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი;


სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 - 90.00 ლარი.


bm.ge






თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up