სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ შეხვედრა გაიმართა

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ შეხვედრა გაიმართა

access_time2019-04-22 12:17:32

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატის ფარგლებში, პროფესიული განათლების მნიშვნელობის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.


შეხვედრას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები, კერძო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრაზე, განიხილეს საქართველოში ზრდასრულთა განათლების სისტემის დანერგვის საკითხი, ასევე ისაუბრეს პალატის როლზე, პროფესიული განათლების განვითარების კუთხით.


როგორც პალატის პრეზიდენტმა განაცხადა, პროფესიული განათლების განვითარება, ორგანიზაციის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. ,,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, როგორც შუამავალი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, სრულად ფლობს ინფორმაციას ბიზნესის საჭიროებების შესახებ. სწორედ პროფესიული კადრების ნაკლებობა წარმოადგენს, ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს. რიგ შემთხვევებში დასაქმების ბაზარზე არსებული რესურსი, ვერ აკმაყოფილებს ბიზნესის მხრიდან კვალიფიციურ კადრებზე მზარდ მოთხოვნას. შესაბამისად, პროფესიული კადრების მომზადების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინაციას სახელმწიფოს, კერძოს სექტორსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლი კი, ამ კოორდინაციის უზრუნველყოფაა, რათა გათვალისწინებული იქნას კერძო სექტორის ინტერესები. საჭიროა პროფესიული კადრები იმ მიმართულებით და ისეთი კვალიფიკაციით მომზადდნენ, როგორც ეს პოტენციურ დამსაქმებლებს სჭირდებათ.“-განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.


საინფორმაციო შეხვედრას, 100-მდე კომპანიისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში, მათ საშუალება ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ინფორმაცია, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ასევე გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები.




არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up