სავაჭრო-სამრეწველო პალატის მედიაციის განვითარების კომიტეტს ირაკლი ყანდაშვილი უხელმძღვანელებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატის მედიაციის განვითარების კომიტეტს ირაკლი ყანდაშვილი უხელმძღვანელებს

access_time2020-05-18 14:00:08

,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, პალატის ბაზაზე მედიაციის განვითარების კომიტეტი ფუძნდება, რომელსაც ირაკლი ყანდაშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.



სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის, გიორგი პერტაიას განცხადებით, პალატა აქტიურ როლს ითამაშებს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებისთვის პოპულარიზაციის და დანერგვის პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციით დავების შეთანხმებით დასრულების მხარდაჭერას.



„დღეს პალატის ბაზეზე კომიტეტის შექმნის საჭიროება აქტუალურად დგას. პალატაში 900-მდე მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტია გაერთიანებული, ბოლო პერიოდში კი მსხვილი ბიზნესის წევრებიც ერთიანდება. ჩვენი მთავარი ფუნქცია ის არის, რომ დავაორგანიზოთ ბიზნესის იდეები და წარვუდგინოთ მთავრობას, პალატაში არსებული სხვადასხვა კომიტეტის მეშვეობით. კომპანიები ერთიანდებიან მაშინ, როცა შეუძლიათ საერთო პრობლემის გადალახვა. დღეს კი ნამდვილად დგას საჭიროება ბიზნესმა იფიქროს და ერთიანი ხედვა ჩამოაყალიბოს თუ როგორ გადაწყვიტოს ნაკლები დროის და ფინანსების დანახარჯით მათ წინაშე არსებული სამართლებრივი დავები, რაც მიზნის მიღწევის საქმეში მედიაციამ ბიზნესს უნდა დაანახოს ახალი პერსპექტივა და შესაძლებლობები“ - განაცხადა გიორგი პერტაიამ.




ირაკლი ყანდაშვილის თქმით, მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმს, მისი გამოყენებით მხარეებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ხელით მიიღონ ორმხრივად სასარგებლო და მათ ინტერესზე მორგებული გადაწყვეტილებები.



,,მედიაციით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ექმნებათ საშუალება არა მხოლოდ ნაკლები ფინანსების, დროის ხარჯზე აღმოფხვრან მიმდინარე სამართლებრივი დავები, არამედ მოახდინონ კონფლიქტის წარმოშობის ეფექტური პრევენცია. სწორედ ამ მიმართულებით ბიზნესის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლების და ბიზნესის ყოველდღიურ გამოყენებაში მედიაციის დანერგვის ამბიცია ექნება კომიტეტს“ - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up