სავაჭრო პალატის ბიზნეს კვლევების სახლმა  საზღვაო სფეროს შესაძლებლობებზე  პირველი მასშტაბური კვლევა ჩაატარა

სავაჭრო პალატის ბიზნეს კვლევების სახლმა საზღვაო სფეროს შესაძლებლობებზე პირველი მასშტაბური კვლევა ჩაატარა

access_time2020-10-27 13:44:09

საქართველოს სავაჭრო პალატის ბიზნეს კვლევების სახლმა საზღვაო სფეროს შესაძლებლობებზე პირველი მასშტაბური კვლევა დაასრულა. ამის შესახებ „კომერსანტს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს.


კვლევის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, ბიზნეს კვლევების სახლის დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა გახსნეს, რომელსაც 80-მდე მონაწილე დაესწრო.


,,ყველა ინიცირებული კანონპროექტის სწრაფად მიღება, სანაოსნო კომპანიებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და ამ მხრივ ისეთი სახელმწიფოების გამოცდილება, როგორებიცაა მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი და დანია იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს რეგისტრირებული და დასაქმებული მეზღვაურების რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა, აუცილებელია სააგენტოსა და შესაბამისი პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ გატარდეს ღონისძიებები ყველა აქტიური მეზღვაურის სააგენტოს ერთიან რეესტრში აღრიცხვის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეიქმნას მეზღვაურთა დასაქმების ერთიანი პორტალი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო სფეროს აქტორებისა და ბიზნეს სუბიექტების გაერთიანება ორგანიზაციული ქოლგის ქვეშ, რომელიც ასევე იქნება დარგის თემატური პლატფორმა და განახორციელებს ინდუსტრიისა და მისი მონაწილეების ინტერესთა ლობირებას, აამაღლებს დარგის კონკურენტუნარიანობას, ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგს და დააკავშირებს ყველა ინტერესთა ჯგუფს“ - განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.


,,კვლევა გაკეთდა, ძირითადად, სფეროს პრობლემების შესწავლაზე და შესაბამისად, მომზადდა რეკომენდაციები. რეკომენდაციების დროს აქცენტი გაკეთდა ისეთი ტიპის მიგნებებზე, რომლებიც გაზრდის საზღვაო სფეროდან შემოსავლებს ქვეყნისათვის და სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის, ასევე გაზრდის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობას“ - აღნიშნა ბიზნეს კვლევების სახლის დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა.


მისივე თქმით რეკომენდაციებში აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კანონმდებლობის მოწესრიგება და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით შესაბამისობაში მოყვანა.



,,ყველა ძირითადი რეკომენდაცია გაზიარებული იქნება სააგენტოს მხრიდან და ამ მხრივ გაგრძელდება სააგენტოსთან თანამშრომლობა“ - აღნიშნა აბაშიშვილმა.


კვლევაში მონაწილებდნენ ადგილობრივი და ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები.



თეგები:
კვლევა



30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

30 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-11-30 18:05:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3253 ლარი...

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს
access_time2020-11-30 17:00:57
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“   ბატონო...

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...


მსგავსი სიახლეები

up