სავაჭრო პალატამ რებრენდინგის ფარგლებში ახალი ლოგო და ვებ-გვერდი წარადგინა

სავაჭრო პალატამ რებრენდინგის ფარგლებში ახალი ლოგო და ვებ-გვერდი წარადგინა

access_time2020-08-03 20:55:51

რებრენდინგის ფარგლებში შექმნილი ახალი ვებ-გვერდის მეშვეობით ბიზნესს საშუალება ეძლევა ელექტრონულ ფორმატში მიიღოს პალატის სერვისები, ასევე ინფორმაცია სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ბიზნესის მხარდამჭერი ყველა პროგრამის შესახებ.


პორტალის მეშვეობით მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ პალატის სერვისები და გადაიხადონ საფასური ონლაინ რეჟიმში, მათ შორის წარმოშობის სერტიფიკატი, პარტნიორის მოძიება საზღვარგარეთ და სხვა.ასევე, შექმნილია ბაზა, სადაც უკვე გაცემული სერტიფიკატების მოძიებაც იქნება შესაძლებელი.


ახალ პლატფორმას დაემატა ონლაინ გაწევრიანების ფუნქციაც. დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პალატის საწევრო პაკეტებს და გაწევრიანდნენ ონლაინ რეჟიმში.


ახალი ვებ-გვერდის მეშვეობით კერძო სექტორი მიიღებს მათ ინტერესებზე მორგებულ განახლებულ ინფორმაციას. პორტალზე უწყვეტ რეჟიმშიგანთავსდება ინფორმაცია დაგეგმილი ბიზნეს ფორუმების, სავაჭრო მისიების, გამოფენებისა და კონფერენციების შესახებ, როგორცსაქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.



ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, მეწარმეს შესაძლებლობა ექნება მართოს ინფორმაცია საკუთარი კომპანიის შესახებ, გამოიწეროს მისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები, გაზარდოს კომპანიის ცნობადობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამასთან,პორტალი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს პალატის დაგეგმილ ბიზნეს ფორუმებსა და ორმხრივ შეხვედრებზე დარეგისტრირდნენ ონლაინ რეჟიმში.


რებრენდინგი განხორციელდამიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო პალატისაკადემიასთან საპარტნიორო პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია სავაჭრო პალატის ინსტიტუციური გაძლიერება და ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების დანერგვა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up