სავაჭრო პალატამ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში - „ევროკავშირი ბიზნესისთვის- კომპანიების დაკავშირება“  გაიმარჯვა

სავაჭრო პალატამ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში - „ევროკავშირი ბიზნესისთვის- კომპანიების დაკავშირება“ გაიმარჯვა

access_time2020-09-23 20:50:01

საქართველოს სავაჭრო პალატამ ევროკავშირის დაფინანსებით გამოცხადებულ პროექტში - „ევროკავშირი ბიზნესისთვის-კომპანიების დაკავშირება“ გაიმარჯვა. ამის შესახებ ამის შესახებ ინფორმაციას პალატა ავრცელებს.



სავაჭრო პალატის ცნობით, პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით 20 თვის განმავლობაში გაგრძელდება.



,,პროექტი ორი ეტაპისგან შედგება - პირველ ეტაპზე ხუთი სექტორული კონსორციუმი შეირჩა. ხოლო, მეორე ეტაპზე, გამარჯვებული კონსორციუმები შეარჩევენ პროექტის საბოლოო ბენეფიციარებს, რომლებიც თითოეულ სექტორში განახორციელებენ 12 აქტივობას. საქართველოს სავაჭრო პალატა გახდა შემოქმედებითი ინდუსტრიის მმართველი კონსორციუმის წევრი ვილნიუსის, ესტონეთისა და სომხეთის პალატებთან ერთად. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, შემოქმედებით ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ COVID-19-ის პანდემიის შედეგად, პროექტის მეშვეობით შესაძლებლობა ეძლევათ მოიზიდონ ინვესტიციები, დაამყარონ საქმიანი კავშირები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი’’- აცხადებს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია.




მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, ინვესტიციების მოზიდვისა და კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარებას.



პროექტი, „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 6 500 000 ევროა.







„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up