სავაჭრო მოლებში არსებული ყველა მაღაზია გაიხსნა

სავაჭრო მოლებში არსებული ყველა მაღაზია გაიხსნა

access_time2020-06-01 18:30:04

დღეიდან საქართველოში ყველა სახის მაღაზიამ, ბაზრობებმა და სავაჭრო მოლებმა მუშაობა განაახლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე 27 მაისს გამოაცხადა.


„სითი მოლის“ დირექტორმა ლევან მესხელმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიების უმეტესობა გაიხსნა, დანარჩენი ნაწილი კი უახლოეს პერიოდში გეგმავს მუშაობის დაწყებას.


„ძირითადი მაღაზიები დღეს გაიხსნა, ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ დაუტოვებია მოლი, თუმცა არის რაღაც ნაწილი რომელიც ახლა არ გახსნილა, თუმცა ემზადება და უახლოეს პერიოდში მიიღებს მომხმარებლებს. საკმაოდ მაღალი აქტივობა შეინიშნება ორივე მოლში საბურთალოზეც და გლდანშიც. რაც შეეხება წესების დაცვას, მოიჯარეები ძალიან ადეკვატურად შეხვდნენ ცვლილებებს და მათ ტერიტირიაზე დეზობარერების თუ სხვა საჭირო ინვენტარის განთავსების საჭიროებას. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან მთელი მოლის ტერიტორიაზე განვათავსეთ საჭირო ინვენტარი. ამ პერიოდში საკმაოდ დიდი  ზარალი მოგვადგა, თუმცა ზუსტ რიცხვს ვერ დავაკონკრეტებ. ბოლო პერიოდი კომპანიას არ აქვს შემოსავალი, ხარჯის ნაწილი კი ისევ უცვლელი დაგვრჩა და  რეზერვიდან ვაფინანსებდით“, - განმარტა ლევან მესხელმა.

 


„ისთ ფოინთის“ წარმომადგენელი თეაკო ლომინაძე აღნიშნავს, რომ სავაჭრო ცენტრში დილიდან მომხმარებლების დიდი ნაკადი შეინიშნებოდა.


„დილიდან ადამიანების დიდი ნაკადი შეინიშნება, 10 საათამდეც მომხმარებლები მაღაზიების გახსნას ელოდებოდნენ, ზოგადად ძალიან დიდი აქტივობაა. „ისთ ფოინთში“ ყველა მაღაზია გაიხსნა და რაც მთავარია არც ერთი ბრენდი არ გასულა. ყველა ის მაღაზია რომელიც Covid 19-მდე ჩვენთან ფუნქციონირებდა - დღეს გაიხსნა. რაც შეეხება სიახლეებს, ჯერჯერობით მხოლოდ გახსნაზე ვართ კონცენტრირებული და ველოდებით როგორ განვითარდება სიტუაცია, ამიტომ ამ ეტაპზე რომელიმე ახალი ბრენდის შემოყვანა არ იგეგმება“, - განაცხადა თეაკო ლომინაძემ.


აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ობიექტებს საკოორდინაციო საბჭოს დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა უწევთ. ობიექტები აღჭურვილი უნდა იყოს დეზობარიერითა და სადეზინფექციო ხსნარით. ასევე, უნდა უზრუნველყონ მომხმარებლის თერმორსკრინინგი. თავად  მომხმარებლისთვის კი სავალდებულოა სამედიცინო ნიღბის ქონა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ობიექტზე არ დაიშვებიან. საკოორდინაციო  საბჭოს დადგენილებით, მოლის საერთო სივრცეში 10 კვ.მ. ფართზე მხოლოდ ერთი ადამიანი დაიშვება, ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში კი ასევე ერთი პირი 5 კვ.მ. ფართზე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up