სავაჭრო ცენტრებში შემოსავლებით პირველ ადგილზე „ისთ ფოინთია“

სავაჭრო ცენტრებში შემოსავლებით პირველ ადგილზე „ისთ ფოინთია“

access_time2021-05-17 17:00:16

თბილისში 4 დიდი და რამდენიმე პატარა სავაჭრო ცენტრია, რომლებმაც ბოლო წლებში ბაზრობებს მომხმარებელთა სერიოზული რაოდენობა წაართვეს. შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად უკეთესი სერვისის სანაცვლოდ რაიმეს შესაძენად მოლებს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს. პორტალ bihub-ის ინფორმაციით 2018 წელს შემოსავლებით პირველ ადგილზე „ისთ ფოინთი“ იმყოფებოდა.


კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ისთ ფოინთი,“ რომლის ოფიციალური დასახელებაც „CBD DEVELOPMENT”-ა 2015 წელს გაიხსნა. თბილისი მოლისგან, ის იმით განსხვავდებოდა, რომ ერთი მონოლითური შენობის ნაცვლად რამდენიე კორპუსი კომპლექსი იყო, რაც მომხმარებელთა ნაწილიმა უპირატრესობად, ნაწილმა კი ნაკლად მიიჩნია. გასაქირავებელი ფართი 70 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სტუმრებს მოლში ყოფნის პერიოდში ელექტრომობილების უფასოდ დამუხტვაც შეუძლიათ. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ $90 მლნ შეადგინა.


შემოსავლებით მეორე ადგილზე „გალერია თბილისი“ იმყოფება, რომელიც ყველაზე გვიან, 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა და მისი გასაქირავებელი ფართიც სხვებთან შედარებით ბევრად ნაკლები - 22 000 კვადრატული მეტრია, პატარაა ავტოფარეხიც, თუმცა მას სხვა უპირატესობა გააჩნია და ეს უპირატესობა ქალაქის ცენტრში ყოფნაა. ავტომობილით 5 წუთის სავალზე 160 000 ადამიანი ცხოვრობს, პლუს ტურისტული ზონაც. წლების განმავლობაში ფარდჩამოფარებული ყოფილი „უნივერმაღი თბილისი“ თანაინვესტირების ფონდმა პრაქტიკულად თავიდან ააშენა, რაც ფონდს $100 მლნ დაუჯდა. რამდენიმე ბრენდი საქართველოში პირველად სწორედ გალერია თბილისში გამოჩნდა.


თბილისი მოლი“ 2011 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა პომპეზურად გახსნა. ოთხსართულიან შენობაში კომერციული ფართი 74 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, 15 000 კვადრატულ მეტრზე ჰიპერმარკეტია განთავსებული, 1000 კვადრატულ მეტრს გასართობი ცენტრი იკავებს. მოლში 250-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს. უფასო ავტოსადგომი 2000 ავტომობილზეა გათვლილი. მოლის ოფიციალურ სახელოწოდებაა „რაკიინ აფთაუნ დეველომნეტი.“



შედარებით მომცრო ზომისაა „სითი მოლი“ რომელიც საბურთალოსა და გლდანში 2 ობიექტითაა წარმოდგენილი. მისი ოფიციალური დასახელება „აი ჯი დეველოფპმენდია.“


თითოეულ სავაჭრო ცენტრში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა განთავსებულია ასევე: სუპერ და ჰიპერმარკეტები, ტექნიკის მაღაზიები, კინო-თეატრები, გასართობი ცენტრები, კვების ოფიექტები, აფთიაქები და ბანკის ფილიალები.


2018 წელს 4 დიდი მოლის ჯამურმა შემოსავალმა 100 მლნ ლარს გადააჭარბა, იგულისხმება თავად მოლების შემოსავალი და არა ბრუნვა რომელიც თითქმის 100-ჯერ მეტია და 10 მლრდ-ს აღწევს.


2020 და 2021 წლები სხვა სექტორების მსგავსად სავაჭრო ცენტრებისთვისაც ძალზედ მძიმე აღმოჩნდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე 2 დღით ადრე, 2020 წლის 19 მარტს სავაჭრო ცენტრები დაიხურა. 74 დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოლები 1-ელ ივნისს გაიხსნა. კომენდანტის საათი მეორედ 2020 წლის 9 ნოემბერს გამოცხადდა, და თუ იქამდე სავაჭრო ცენტრები 22:00 სთ-მდე მუშაობდნენ ეს დრო 2-3 საათით შეუმცირდათ. 28 ნოემბრიდან კი მუშაობა ისევ აეკრძალათ. 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭო ცენტრებს უმკაცრესი რეგულაციების მოთხოვნით გახსნის უფლება მისცეს. 20 კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 1 მომხმარებელი დაიშვებოდა. 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები გაიხსნა, ოღონდ მათ შაბათ-კვირა მუშაობის უფლება მხოლოდ 13 მარტიდან მოიპოვეს. კვების ობიექტები კი შაბათ-კვირას დღემდე დახურულია. გარდა ამისა დღემდე ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რის გამოც მოლები კოვიდრეგულაციებამდე პერიოდთან შედარებით 3 სთ-ით ადრე 19:00 სთ-ზე იკეტებიან, მათში განთავსებული ზოგიერთი სასურსათო სუპერმარკეტი 1-1.5 სთ-ით გვიან. 3 სთ მხოლოდ სამუშაო დროის 25% არ არის. მომხამრებელი მოლებს ხშირად სამსახურის მერე სტუმრობდა, რაც ამ მომენტისთვის საშვის მქონე პირებისთვისაც კი შეუძლებელია. იმის გამო, რომ მოლებში მდებარე კვების ობიექტები შაბათ-კვირას დახურულია საყიდლებზე თუ გასართობად შედარებით ნაკლები ადამიანი დადის, შედეგად შემოსავალი სხვა სექტორის წარმომადგენლებსაც აკლდებათ. 2020 წლის 19 მარტიდან 2021 წლის 17 მაისამდე, 423 დღიან პერიოდში, 129 დღე ანუ 30%-ზე მეტი მოლები სრულად დაკეტილი იყო, დამატებით 134 დღე კი შეზღუდვებით მუშაობდა, ანუ მთელი 263 დღე, საანგარიშო პერიოდის 62%-ზე მეტი მოლები ან სრულად დაკეტილი იყო, ან საგანგებო რეჟიმში შემცირებული სამუშაო საათებით, რეგულაციების მკაცრი დაცვით მუშაობდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up