სავაჭრო ცენტრებში გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებლებს უბრუნდება

სავაჭრო ცენტრებში გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებლებს უბრუნდება

access_time2021-10-13 13:00:10

თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრების უმეტესობამ რეალიზაცია თითქმის სრულად აღიდგინა.  პანდემიისას მთავარ გამოწვევად ამ ეტაპზე მიწოდების უზრუნველყოფაა. ამიტომ ბიზნესისთვის  მთავარი შეუზღუდავი მუშაობის შესაძლებლობაა, რასაც კოვიდინფიცირების ბოლო მონაცემები კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს.



როგორც ,,გალერეა თბილისის“ ხელმძღვანელი ნიკა ცინცაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, დაანონსებული მეხუთე ტალღა და ლოკდაუნის შესაძლო გამოცხადება მდგომარეობას საპირისპიროდ შეცვლის  და უკიდურესად დაამძიმებს სიტუაციას, რასაც კომპანიების ნაწილმა შეიძლება ვერც გაუძლოს.



,,მძიმე პერიოდი გადავიტანეთ. თუკი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და ისევ ლოკდაუნს გამოაცხადებენ, სერიოზულ დანაკარგს მივიღებთ, ბიზნესისთვის რთულად გადასატანი გახდება. 2020 წლიდან მოყოლებული, 2 ლოკდაუნი გადავიტანეთ, თუ ისევ მოგვიწევს გაჩერება, წარმოდგენაც არ მაქვს, რა შეიძლება ამ პროცესს მოჰყვეს. ჯერჯერობით კი სტაბილური სიტუაციაა. გაყიდვები თითქმის დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს, წინა წელთან შედარებით, რეალიზაციაში 90%-იანი ზრდაა.  ვიზიტორების რაოდენობა კი  70%-ით არის აღდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქის ცენტრში ვმუშაობთ, ამან პოზიტიური გავლენა მოახდინა“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ნიკა ცინცაძე.



მისი თქმით, ,,გალერეა თბილისი“  დაახლოებით 100 მაღაზიას აერთიანებს.  აქედან  5-მდე ობიექტი პანდემიისას დაიკეტა, თუმცა ამის მიზეზი უშუალოდ კორონავირუსი არ გამხდარა.



,,პრობლემა მხოლოდ პანდემიას არ უკავშირდება.  მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება. ამიტომ ვარჩევთ, ახალი ბრენდები შემოვიყვანოთ, რამდენიმე შევარჩიეთ კიდეც, ჯერჯერობით ვერ დავაკონკრეტებთ, თუმცა ვცდილობთ, ის ბრენდები შევთავაზოთ მომხმარებელს, რომელიც ქვეყანაში არ არის. დეტალები რამდენიმე თვეში გაირკვევა და უკვე 2022 წლიდან დაანონსებას შევძლებთ“, - ამბობს ნიკა ცინცაძე.



მისი ინფორმაციით, ,,გალერეა თბილისში“ დასაქმებულების რაოდენობა, მაღაზიების თანამშრომელთა ჩათვლით, დაახლოებით 1300-მდეა.




მდგომარეობა სტაბილურად ფასდება ,,თბილისი მოლშიც“. სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნატა გოგოლაძე  ამბობს, რომ პანდემიის გამო მაღაზიები არ დახურულა, თუმცა გეგმიური ჩანაცვლებები მიმდინარეობს.



,,თბილისი მოლში“  200-მდე ობიექტი ფუნქციონირებს. უშუალოდ პანდემიის გამო გამო დაკეტილიყო, ასეთი შემთხვევა არ არის, თუმცა ხდება ხოლმე, როცა გეგმიური ჩანაცვლებებია.  მომხმარებელი საგრძნობლად გააქტიურდა. ამას ხელი შეუწყო სწავლის პროცესის დაწყებამაც.  ნოემბერში ,,შავი პარასკევია“, შემდეგ უკვე საახალწლო სეზონი, რაზეც დიდ იმედს ვამყარებთ“,  - ამბობს გოგოლაძე ,,კომერსანტთან“.



მისივე თქმით, თბილისი მოლში 200-მდე იურიდიული პირი ოპერირებს. ჯამში კი სავაჭრო ცენტრი 2700 ადამიანს ასაქმებს.



ანალოგიური მდგომარეობაა ,,ისთ ფოინთშიც“. სავაჭრო ცენტრის მარკეტინგის სამსახურის უფროსი თეიკო ლომინაძე აღნიშნავს, რომ გაყიდვების პროცენტული მაჩვენებლის გაჟღერება ამ ეტაპზე არ შეუძლიათ, თუმცა დინამიკა აშკარად დადებითია.



,,ამ ეტაპზე ,,ისთ ფოინთში“ 250-მდე ბრენდია წარმოდგენილი. პანდემიის გამო არ გასულა არავინ,  აღდგენის პროცესი მიმდინარეობს სტაბილურად, როგორც გვქონდა დაგეგმილი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წინასწარ საუბარი გვიჭირს. ეს ერთ-ერთია, რაც  კოვიდმა გვასწავლა, რომ გრძელვადიანი გეგმები არ დავსახოთ, ამიტომ მიჭირს ამაზე პროგნოზის გაკეთება“, - ამბობს თეიკო ლომინაძე.



მისი ინფორმაციით, ამჟამად მთლიანად სავაჭრო ცენტრში 3000-მდე ადამიანია დასაქმებული.



ჯანდაცვის სპეციალისტები მოსალოდნელ მეხუთე ტალღასა და საფრთხის აცილების გზებზე საუბრობენ. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების 4775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადებითობის მაჩვენებელმა 10%-ს მიაღწია.



არსებულ სიტუაციაში, როცა იმუნიზაციის ტემპი ზრდის ნაცვლად, იკლებს,  ეპიდემიოლოგები კოვიდ-19-ის შესაჩერებლად სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდება, შეზღუდვების გამკაცრების საკითხს დააყენებენ.

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up