სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია პირველ აპრილამდე იხურება

სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია პირველ აპრილამდე იხურება

access_time2020-03-19 23:00:28

2020 წლის 19 მარტიდან 2020 წლის პირველ აპრილამდე სავაჭრო ცენტრებში განთავსებული რიგი სავაჭრო ობიექტები დროებით დაიხურება.ამის შესახებ ქართული საცალო ბიზნესის ასოციაციის საგანგებო განცხადებაში არის აღნიშნული:


„გვინდა, მოგახსენოთ, რომ ჩვენი კომპანიები წარმოადგენენ და ოპერირებას უწევენ სავაჭრო ცენტრებში ან/და მოლებში განთავსებულ მაღაზიებს.


ვითვალისწინებთ რა, რომ დღეის მონაცემებით ქვეყანა კორონავირუსის შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე გადავიდა, გამოცხადებულია მსოფლიო პანდემია და მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი და კოორდინირებული ღონისძიების განხორციელება ვირუსთან საბრძოლველად. ვემორჩილებით რა საქართველოს მთავრობის სავალდებულოდ შესასრულებელ რეკომენდაციებს, თავი ავარიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, ამასთან, ვიჩენთ რა მაღალ საზოადოებრივ პასუხისმგებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ სავაჭრო ცენტრები და მოლები და მათში განთავსებული ჩვენი ობიექტები წარმოადგენენ კორონავირუსის პოტენციურად გავრცელების კერას, მივიღეთ გადაწყვეტილება, შექმნილი ფორსმაჟორული გარემოებიდან გამომდინარე, 2020 წლის 19 მარტიდან, 2020 წლის პირველ აპრილამდე დროებით დავხუროთ სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ჩვენი ყველა სავაჭრო ობიექტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.


ასოციაცია ასევე ამბობს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა ბიზნესსექტორზე საგრძნობლად უარყოფითი ცვლილებები მოახდინა გაყიდვების მიმართულებით, ვინაიდან ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები და გამოსცა რეკომენდაციები როგორც ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის, ისე საჯარო თავშეყრის ადგილების დროებითი დახურვის შესახებ.



„ამასთან, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რაც მოსალოდნელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და სავაჭრო ცენტრების დროებითი დახურვის წანაპირობას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ აუცილებელ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ სახელმწიფოს ორგანოებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით და მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ არსებული რთული ვითარებიდან.


ამავე დროს, მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფინანსური ინსტიტუტების (ბანკების), ასევე სავაჭრო ცენტრებისა და სახელმწიფო ორგანოების მხარდაჭერა და პროცესების ერთობლივი კოორდინირება“, – ნათქვამია განცხადებაში.


მაღაზიებს შორის, რომლებიც დროებით იხურება, არის: „ვაიკიკი“, „ოვსი“, „ტერანოვა“, „პენტი“, „მატალანი“, „კოლეზიონე“, „ბატა“, „ეკო“, „ჯეოქსი“, „კორსო იტალია“, „ოკაიდი“, „ჯაკადი“, „პარფოისი“, „ავ ლაბი“, „ლევისი“, „ლი“, „ლაკოსტი“, „გესი“, „მავი“, „ფექტორი“, „ატრიო“, „კიდს გალერი“, „ზარა“, „ბერშკა“, „პულ ენდ ბეარი“, „მასიმო დუტი“, „კოტონი“, „ნორს ფეისი“, „ტიმბერლენდი“, „დიზელი“, „მაგელანი“, „მინიო“, „ართ თაიმი“, „ვაბენე“, „ტრუსარდი“, „ბენე შუზი“, პულ ლავი“, „კელვინ კლაინი“, „ბოგი მილანო“.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up