სავაჭრო ცენტრებს შორის 2020 წელს მომგებიანი მხოლოდ „ლილო მოლი“ იყო

სავაჭრო ცენტრებს შორის 2020 წელს მომგებიანი მხოლოდ „ლილო მოლი“ იყო

access_time2022-01-20 13:00:28

შოპინგი, კვება, გართობა და სერვისი - ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში სავაჭრო ცენტრების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. მულტიფუნქციური სივრცეები, რომელიც სხვადასხვა, სრულიად განსხვავებულ საჭიროებებზეა მორგებული მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა,  2020 წელი ბიზნეს-ოპერატორებისთვის საკმაოდ რთული წელი იყო. პანდემიურ პერიოდში სავაჭრო ცენტრებს მომხმარებელთა რაოდენობა და შესაბამისად გაყიდვები, მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. ამის შესახებ ბიზნესი 2020 წლის განმავლობაში აქტიურად საუბრობდა, ისინი შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვდნენ და საქართველოს მთავრობას სამოქმედო გეგმასაც სთავაზობდნენ, რათა ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები ნაკლები დანაკარგით დაეძლია. თუმცა, დანაკარგი დიდია, რასაც მათ მიერ გასაჯაროებული ანგარიშგებაც ადასტურებს.

 


თბილისის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“ პანდემიური 2020 წელიც წინა წლების მსგავსად ზარალით დაასრულა.



სავაჭრო ცენტრის აქტივების მთლიანმა ღირებულებამ 2020 წელს148 740 000 ლარი შეადგინა. როგორც კომპანიის 2020 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, „ისთ ფოინთის “ შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 32% -ით შემცირდა. კომპანიის მთლიანი საიჯარო შემოსავალი 21 მილიონი ლარი, მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი კი 4,3  მილიონი ლარი იყო, სხვა საოპერაციო შემოსავალი კი 11 მილიონი ლარი იყო.

 


საკმაოდ მაღალი შემოსავლების მიუხედავად 2020  წელი “ისთ ფოინთმა” მაინც ზარალით დაასრულა. პანდემიურ წელს კომპანიის ზარალი 33 მილიონი ლარი იყო.  წლის წმინდა ზარალი უმეტესად ფინანსურ ხარჯებს ეხება, მათ შორის საპროცენტო ხარჯს და უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსით მიღებულ ზარალს.



დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის 22 მარტიდან მოლის დახურვამ, 2019 წელთან შედარებით შემოსავლების 81%-ით შემცირება გამოიწვია.



სავაჭრო ცენტრის „ისთ ფოინთის“ საინვესტიციო ქონების რეალური ღირებულება 2020 წლის 31 დეკემბრისათვის 219 456 000 ლარი იყო.



ცენტრის ყოველდღიური ნავაჭრი კვირის სამუშაო დღეებში არის 22,000 დღეში და 30,000 შაბათ-კვირას დღეში.

 


დოკუმენტში წერია, რომ სავაჭრო ცენტრის დატვირთვის მაჩვენებელი 95%-ს შეადგენს.

 


2020 წელს თანამშრომლების რაოდენობა 355-დან 279-მდე შემცირდა. ვიზიტორთა რაოდენობა კი 9 მლნ-დან 8,5-მდე შემცირდა.

 


„ისთ ფოინთი“ 2015 წელს გაიხსნა და მოიცავს 150-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ბავშვთა ტანსაცმლის და სათამაშოების, კოსმეტიკის და აქსესუარების მაღაზიებს. ბავშვთა გასართობ ცენტრს „ფოკუსმოკუს“, ბოულინგის კლუბს „ლებოვსკი“, კინოთეატრ „კავეას“ 10 თეატრით და პირველ IMAX კინოთეატრს. ცენტრის გარშემო 20-ზე მეტი კაფე და რესტორანი მდებარეობს.

 


2020 წელი ზარალით დაასრულა „გალერია თბილისმაც“. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით ირკვევა, რომ სავაჭრო ცენტრის შემოსავალმა 19,4  მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა ამის მიუხედავად კომპანიამ პანდემიური წელი 49 მლნ. ზარალით დაასრულა. მაშინ როცა ეს რიცხვი 2019 წელს 5 მლნ ლარი იყო.  შემცირებულია კომპანიის საოპერაციო მოგებაც თუ ეს რიცხვი 2019 წელს 16,6 ლარი იყო, პანდემიურ წელს საოპერაციო მოგება 3,9 მლნ ლარამდე შემცირდა.



ანგარიშგებაში წერია, რომ კომპანიის შემოსავლების შემცირება განპირობებული იყო COVID-19–თან დაკავშირებული მოვლენებით, რომელიც 2020 წლის პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყო.




სავაჭრო ცენტრი 2017 წლის დეკემბერში 60%-იანი დატვირთულობით გაიხსნა. მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ გახსნილი ბრენდები განიცდიდნენ შემოსავლების მაღალი ზრდის ტემპს, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო ცენტრის მაღალ საოპერაციო მოგებაზე გასვლას. ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2019 წელი, რომელიც იყო კომპანიის მეორე საოპერაციო წელი, 100%-იანი დატვირთულობით დასრულდა.

 


2020 წლის 31 დეკემბერს კომპანიას სრულად ფლობდა შპს „გალერია ჰოლდინგი“, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბერს კომპანიას სრულად ფლობდა შპს „მოვატ საქართველო“. 2020 წლის 29 ივლისს შპს „მოვატ საქართველომ“ მისი 100% წილი „გალერია თბილისში“ გადასცა მის მშობელ კომპანიას - შპს „გალერია ჰოლდინგს“.

 


სავაჭრო ცენტრმა „თბილისი მოლმა“, რომელიც 2012 წელს გაიხსნა, 2020 წელი 3,5 მლნ. ლარის ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული.

 


აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს „თბილისი მოლის“  შემოსავალმა  2,4  მლნ ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით  200 000 ლარით ნაკლებია. მთლიანობაში თბილისი მოლის სრული შემოსავალი 2020 წელს 3,5 მილიონი ლარი იყო.

 


საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში  84 მლნ ლარის აქტივები იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო ცენტრს 101 მლნ ლარი ვალდებულებები აქვს. რაც წინა წელთან შედარებით 14 მლნ ლარით არის გაზრდილი.

 


ანგარიშგებაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საინვესტიციო ქონება მოიცავს 3,6 მლნ ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს, რომლებიც დიღმის ტერიტორიაზე მდებარეობს.

 


დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრისთვის, შპს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტის“ მთლიანი უარყოფითი კაპიტალი 147,1 მლნ ლარი იყო. მაჩვენებელი უარყოფითი იყო 2019 წელსაც  83,1 მლნ ლარი.

 


შეგახსენებთ, რომ კომპანია 2008 წელს დაფუძნდა, ძირითადი საქმიანობაა საცალო ვაჭრობის და დასასვენებელი კომერციული ფართების უზრუნველყოფა თბილისი მოლის სავაჭრო და გასართობ კომპლექსში, რომელიც თბილისში, დიღმის ტერიტორიაზეა განთავსებული. კომპანიის მესაკუთრეები არიან შემდეგი საწარმოები: შპს „რაკიინ დეველოპმენტი“ (84.7%) და ღია სააქციო საზოგადოება „რაკიინ დეველოპმენტი“ (15.3%). კომპანია ძირითადად საბოლოო მშობელი კომპანიის ღია სააქციო საზოგადოება „რაკიინ დეველოპმენტის“ (არაბთა გაერთიანებული საამიროები) მართვის ქვეშ მყოფ ჯგუფში შემავალი საწარმოებიდან ფინანსდება.



რამდენადაც გასაკვირიც არ უნდა იყოს თანამედროვე მოლების ფინანსური მაჩვენებლებისგან რადიკალურად განსხვავებულია საქართველოში პირველი სავაჭრო ცენტრის მაჩვენებელი.

 


კონსოლიდირებული ანგარიშგების თანახმად, „ლილო მოლის“ შემოსავალი, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 30,735,507 ლარი, ხოლო 2019 წელს - 37,681,376 ლარი იყო. რაც შეეხება მოგებას, კომპანიის წლიური წმინდა მოგება 2020 წელს - 15,759,450  ლარი; ხოლო 2019 წელს - 21,146,017 ლარი იყო.

 


საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში  32,4 მლნ ლარის აქტივები იყო.

 


კომპანიის კაპიტალი 2020 წლის 31 დეკემბრისათვის შედგება 1 აქციისგან ღირებულებით 1,797,580 ლარი. 2019 წლის განმავლობაში კომპანიის მიერ გამოცხადებულმა და გადახდილმა დივიდენდებმა შეადგენს 14,644,698 ლარი.

 


2020 წლის 31 დეკემბერს დასრულებული წლისთვის კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობამ შეადგინა 381 ადამიანი (2019 წელს - 408).

 


დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის მონაცემებით, სავაჭრო ცენტრი „ლილო მოლის“ მიერ საქართველოს ბიუჯეტში შეტანილი თანხა ქვეყნის ჯამური ბიუჯეტის 2%-ს შეადგენს.

 


ანგარიშგებაში წერია, რომ 2020 წელს „ლილო მოლის“ საქმიანობაზე კორონავირუსის მნიშვნელოვანი ზეგავლენის მიუხედავად, კომპანიამ მაინც შეძლო წინა წელს დაგეგმილი ციფრული არხების განვითარება და განახლებული საიმიჯო საიტი www.lilomall.ge და მობილური აპლიკაცია გამოუშვა. მათი თქმით, აპლიკაციამ კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა პანდემიის პერიოდში, რადგან მომხმარებელს მისცა შესაძლებლობა, სახლიდანვე დაეგეგმა შოპინგი „ლილო მოლში“. როგორც ირკვევა, აპლიკაციის მთავარი ფუნქცია არის ნავიგაცია, რომელიც მნიშვნელოვნად უმცირებს მომხმარებელს “ლილო მოლში“ ყოფნის დროს.



მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ვაჭრობის დარგი 7%-იანი კლებით დაფიქსირდა. აღნიშნული სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა ,,ლილო მოლი“, რომელსაც 2020 წელს 2-ჯერ შეეზღუდა ფუნქციონირება, ისე რომ 12 თვიდან ფაქტობრივად 4 თვე მოლი დახურული იყო.

 


2020 წელს შპს „ანოვას“ მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის მიხედვით, „ლილო მოლის“ წილი საცალო და საბითუმო ვაჭრობაში 2019 წლის მონაცემებით შეადგენს 2.1%.

 


“ლილო მოლში“ მიიჩნევენ, რომ მათ პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავთ, რეალური არაპირდაპირი კონკურენტები კი მათი აზრით „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ და „ისთ ფოინთია“. კვლევაში ვკითხულობთ, რომ კონკურენტუნარიანობა გულისხმობს ამ მოლების ადგილმდებარეობას.

 


„ლილო მოლს“ რეალურად პირდაპირი კონკურენტი არ გააჩნია, რადგან თბილისში არსებული სხვა ბაზრობები ბევრ პროდუქტს ბითუმად სწორედ ,,ლილო მოლში“ ყიდულობენ და შემდგომ თავიანთ ლოკაციებზე ახორციელებენ მათ რეალიზებას. ლილო მოლის“ რეალური არაპირდაპირი კონკურენტებია „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ და „ისთ ფოინთი.“ კონკურენტუნარიანობა გულისხმობს ამ მოლების ადგილმდებარეობას. რაც შეეხება „თბილისი მოლს“ და „გალერია თბილისს“ ეს მოლები ,,იბირებენ“ იმ საშუალო შემოსავლიან სეგმენტს, რომლის წარმომადგენლებიც უპირატესობას ბრენდს ანიჭებენ, და ქალაქის ცენტრში სავაჭრო მოლის მდებარეობას. დანარჩენი ორგანიზაციები - „სითი მოლი“, „ქარვასლა“ -ადგილმდებარეობისა და პროდუქტის თვალსაზრისით, შესაძლოა, არა -კონკურენტებად, არამედ ,,პარტნიორებად“ მოვიაზროთ“, - ნათქვამია მომზადებულ დოკუმენტში.

 


„ლილო მოლი“  (შპს „ელსავაკო“) 1995 წლის 21 დეკემბერს დარეგისტრირდა. 2011 წლის მაისში კი სახელწოდება შეიცვალა და შპს „ლილო მოლი“ გახდა.



რაც შეეხება მფლობელებს, კომპანიის 0.5% - ილია ბადრიაშვილს ეკუთვნის; 1%-1%-იან წილებს - ლევან გაგუა, ნიკოლოზ უსანეთაშვილი და ბაჩო კაპანაძე ფლობენ. 2%-იანი წილს დავითი გაგუა და მარიკა გავაშელი ფლობენ. 2.285%-იან წილს დავით გავაშელი; 3,760% დავით კაპანაძეს ეკუთვნის; კონსტანტინე კაპანაძეს 8.525% ეკუთვნის; 11% - თენგიზ გავაშელს; 11.285% - გიორგი გაგუას; 13.285% - ვაჟა უსანეთაშვილს; 13.79% - ილია შონიას ეკუთვნის.14.285% - 14.285% გია ანდღულაძესა და იოსებ საყვარელიძეს.


ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up