სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

access_time2019-07-21 12:37:11

საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის თქმით კი, ეს რიცხვი 5-6-ზე მეტს შეადგენს. 

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბაში მოიჯარეებს განვადებებით გაყიდვები 30%-დან 99%-მდე შეუმცირდათ. მათი განცხადებით, მიუხედავად ამისა, ისინი ავეჯზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე ფასს ვერ აძვირებენ, რადგან ეს მომხმარებლის კიდევ უფრო მეტად კლებას გამოიწვევს.
 
მოიჯარეების თქმით, რამდენიმე მათგანმა შიდა განვადებების სისტემაზე გადასვლა სცადა, თუმცა ამის გამო ფულადი ზარალი ნახა, რადგან იქ სადაც სასესხო ვალდებულებების ნაწილში ბანკი არ არის ჩართული, მომხმაებელი გადახდის პროცესს თავს არიდებს.

საქართველოში წარმოებული ავეჯის კომპანიის მოიჯარე ლილი ბერაძეს განვადებებით გაყიდვები 99%-ით შეუმცირდა, ხოლო ხელზე გაყიდვები – 40%-ით. ლილი ბერაძე იჯარაში თვის განმავლობაში დოლარის ექვივალენტში საშუალოდ 1350 ლარს იხდის და ლარის გაუფასურება მის კომპანიაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. მოიჯარე ეროვნულ ბანკს განვადებების სისტემის ძველი ფორმით დაბრუნების თხოვნით მიმართავს.
 
საერთოდ აღარ კეთდება განვადება და ქვეყანაში რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო მომხმარებელი ზოგადად შემცირებულია.

მომხმარებელი განვადებას როდესაც აკეთებდა, მას პროდუქცია მიჰქონდა. ახლა ესეც აღარ არის. ჩვენ ფაქტობრივად მომხმარებელი არ გვყავს და ვინც არის, ისინი შედარებით შეღავათიან ფასებში ითხოვენ პროდუქციას.

უნდა დაუშვან განვადებები, რადგან 80% ჩვენ განვადებით გავცემდით ავეჯს. ეს ფაქტობრივად კატასტროფაა ჩვენს საქმეში.

გუშინ, დღის განმავლობაში 3 ადამიანი მოვიდა, რომელმაც მხოლოდ ფასები დააკონკრეტა და წავიდა. ადრე კი დღის განმავლობაში დაახლოებით 10-დან 7 მყიდველი შემოდიოდა. შიდა განვადებას ვერ გავაკეთებთ, რადგან მომხარებელს გადახდა გაუჭირდება. ჩვენ იმხელა ბერკეტები არ გვაქვს, როგორიც აქვს ბანკს, - განმარტა ლილი ბერაძემ.

ცნობისთვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან სესხების გაცემაზე ახალი პირობები ამოქმედდა. ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული, ფიზიკურ პირებზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების დებულება, რომლის თანახმადაც, ამ რეგულაციით სესხის გამცემს ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა).



თეგები:
საბა



რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up