სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“  97% გაქირავებულია

სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ 97% გაქირავებულია

access_time2020-02-06 15:55:19

სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი „ქარვასლა“ „კომერსანტში“ გასულ მასალასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც ცნობილია, რამდნეიმე დღის წინ მედიაჰოლდინგი წერდა, რომ სავაჭრო ცენტრებს, მათ შორის კი „ქარვასლს“ გაყიდვები შეუმცირდა.


დღეს „ქარვასლაში“ განმარტავენ, რომ ობიექტი წარმოადგენს 8 სართულიან შენობას, რომლიდანაც 2 სართული დათმობილი არის სავაჭრო ნაწილად და 4 სართული ბიზნეს ცენტრად.


სავაჭრო ცენტრის ფართობი 8550 კვადრატული მეტრია, საიდანაც დატვირთული ფართების ოდენობა 97%-ს წარმოადგენს, ხოლო ბიზნეს ცენტრის კვადრატულობა შეადგენს 11 470 კვადრატულ მეტრს, საიდანაც დატვირთული ფართების ოდენობა 90%-ს შეადგენს.


რაც შეეხება მინუს პირველ სართულს, შენობაში განთავსებულია სასაწყობე ფართები, რომლის კვადრატულობა წარმოადგენს 3200 კვადრატულ მეტრს, საიდანაც დატვირთულია ფართების 95%-ი. მინუს მეორე სართულზე არის 300 და მეტ ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი.



„სავაჭრო ცენტრის მიმართულებით კომპანიის კონცეფცია არის აუთლეტ ცენტრის მიმართულება, რის ფარგლებში სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები როგორიც არის Waikiki, Koton, ევრობრენდ აუთლეტი, პარფოისი, ბრენდ აუთლეტ შოფი, აი სი არ ტრეიდის ბრენდის ქვეშ არსებული ფეხსაცმელების ბრენდების მულტიბრენდული აუთლეტი, „ბებე+“ აუთლეტი, ამორეს აუთლეტი.


გარდა ამისა სავაჭრო ცენტრში წარმოდგებილია ეკოს, ჯეოქსის, ბატას, კორსო იტალიას, თრეიდლაინის ჯგუფში შემავალი „ჯინსის გალერეა“, მინიმენის, ლეოლას და სხვა არაბრენდული მაღაზიები. აღნიშნულის გარდა სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში წარმოდგენილია კარფურის მარკეტი, სათამაშოების მაღაზია ჭიტა, წიგნის მაღაზია ლატერნა, პსპ-ს აფთიაქი, თიბისი ბანკის სერვის ცენტრი, სილამაზის და ესთეტიკის სალონები, კაფეები და სხვა ძალიან ბევრი ღია სავაჭრო სივრცეები“-აცხადებენ „ქარვასლაში“



რაც შეეხება ფასებს,დღეის მონაცემებით სავაჭრო ცენტრის გასაქირავებელი ფართების კვადრატული მეტრის ფასი იწყება მინუმუმ 15 აშშ დოლარიდან და მერყეობს 30 აშშ დოლარმდე.
ღია სავაჭრო სივრცეების კვადრატული მეტრის გაქირავების ფასები იწყება 100 აშშ დოლარიდან 300 აშშ დოლარამდე.



რაც შეეხება საოფისე ფართებს, ბიზნეს ცენტრ „ქარვასლაში“ წარმოდგენილია ისეთი ბრენდების მსხვილი ოფისები, როგორიც არის სს ნიკორა თრეიდი, ტურისტული კომპანია ლაქი ვეი, მარველ ჯორჯიას სათაო ოფისი და სხვა ჯამში 200 ზე მეტი კომპანია.



„ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია განაგრძობს განვითარებას და სავაჭრო ცენტის ნაწილში ცდილობს მოიზიდოს ცნობილი ბრენდების აუთლეტ მაღაზიები იმისთვის რომ მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ძვირადღირებული ბრენდების შეძენა ხელსაყრელ ფასად.



ბიზნეს ცენტრის ნაწილში კომპანიის მიზანს წარმოადგენს მინიმუმამდე დავიყვანოთ გასაქირავებელი ფართების პროცენტული წილი“-განმარტავენ „ქარვასლაში“.




თეგები:
ქარვასლა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up