სადგურის მოედანზე დამწვარი სავაჭრო ცენტრის ადგილზე ისევ „ბავშვთა სამყარო“ აშენდება

სადგურის მოედანზე დამწვარი სავაჭრო ცენტრის ადგილზე ისევ „ბავშვთა სამყარო“ აშენდება

access_time2019-01-16 14:00:39

„ბავშვთა სამყაროს“ დაწვიდან ორი წლის შემდეგ, მისი დამფუძნებელი გიორგი მაჭავარიანი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურის მხრიდან გამოძიების დასრულების შემდგომ, სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები თბილისს განახლებულ „ბავშვთა სამყაროს“ დაუბრუნებენ.  ბიზნესმენის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საგამოძიებო პროცესები ორი წლის განმავლობაში გრძელდება, თუმცა დამნაშავეების ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია. სწორედ ამიტომ, ბიზნესმენს გამოძიების იმედი უკვე აღარ აქვს.

 

რაც შეეხება ტერიტორიაზე ადგილობრივი, ან უცხოელი ინვესტორის შემოყვანას გიორგი მაჭავარიანის თქმით, ადგილმდებარეობის დასაკუთრებაზე ამ დრომდე ინტერესი არავის გამოუთქვამს, ამიტომ ბავშვთა სამყაროს აქციონერები თავად ააშენებენ.

 

„აქციონერები უკვე ორი წელია გამოძიების დასრულებას ველდოებით. ჯერ გამოძიების დასრულება არ ხდება, ზუსტი მიზეზები არ ვიცი. დამნაშავეების ვინაობის დადგენის შემდგომ პროცესებიც დაიძვრება. მე მოქმედებას კვლავ გავაგრძელებ და „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები ხელახლა ავაშენებთ ახალ ბავშვთა სამყაროს.


დღეს გაკოტრებულები და დაზარალებულები ვართ, რადგან ამ ეტაპზე არანაირი ფულადი რესურსი არ გაგვაჩნია, თუმცა იმედია სამართლიანობა აღდგება.


როდესაც დასრულდება გამოძიება და პროექტის დამტკიცების უფლება მოგვეცემა და კვლავ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ სახელწოდებით ავაშენებთ,“ - განუცხადა „კომერსანტს“ გიორგი მაჭავარიანმა.

 

დამნაშავეების ვინაობასთან დაკავშირებით ბიზნესმენს საკუთარი ვარაუდი აქვს. მისი აზრით, სავაჭრო ცენტრის პოლიტიკური მიზნებისთვის დაწვეს. გიორგი მაჭავარიანი ოპოზიციას კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მისივე ვარაუდით, პარტიამ დაზარალებული საზოგადოება საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.

 

„ის მოვაჭრეები ვინც „ბავშვთა სამყაროში“ ბიზნესს აწარმოებდა, ამჟამად სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე დადიან და სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. ამ ადამიანებს ოპოზიცია იყენებს,“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.



დაზარალებულების ადვოკატის მარიკა არევაძის განცხადებით, სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  პროტესტის გამოხატვა არ ნიშნავს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულები არიან და ეს დაზარალებულების დისკრედიტაციის მცდელობაა. ეს ყველაფერი კი სავარაუდოდ ხდება იმიტომ, რომ სავაჭრო ცენტრს სურს თავი აარიდოს დაზარალებულების წინაშე პასუხისმგებლობას და არ აუნაზღაუროს მათ ზიანი.


„დაზარალებულებს დღემდე აქვთ მოთხოვნა ხელისუფლებასთან, რის გამოც სხვადასხვა კანონიერი ფორმით პროტესტს გამოხატავენ. ისინი ითხოვენ დროულ და ეფექტურ გამოძიებას.

გარდა ამისა, თუ რომელიმე დაზარალებული ასევე მოქმედებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების - აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და პროტესტს გამოხატავს სხვა საკითხზეც - ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულები მართულნი არიან რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ. როგორც ვხედავთ ადგილი აქვს დაზარალებულების დისკრედიტაციის მცდელობას, რაც ყოვლად მიუღებელია,“ - განაცხადა მარიკა არევაძემ.

 

ადვოკატი საქმეში „ბავშვთა სამყაროს“ დამფუძნებლის და მერიის ბრალეულობაზეც საუბრობს.


„გამოძიების შედეგად გამოვლენილია, რომ ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში არ იყო ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები დაცული, რის გამოც აქვს წაყენებული ბრალი სავაჭრო ცენტრის დირექტორს და საქმის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. იმ შემთხვევაში თუ სავაჭრო ცენტრის დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს ბრალი დაუმტკიცდება ჩვენ უკვე წავალთ სამოქალაქო წესით, ზიანის ანაზღაურების მიზნით.

ასევე, მოცემულ საქმეზე ჩვენ გვაქვს დავა თბილისის მერიასა და საკრებულოსთან, რომელიც სრულად მოვიგეთ პირველ ინსტანციაში; დაზარალებულებისათვის აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევის გამო კი იძულებულნი გავხდით მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ველოდებით სახალხო დამცველის დასკვნას და რაც მთავარია სასამართლოს. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, ასევე რომ მიწა, სადაც იყო შენობა განთავსებული ამჟამად დაყადაღებულია,“ - აღნიშნა არევაძემ.


„ბავშვთა სამყაროს“ დამფუძნებელი საუბრის ბოლოს სახელმწიფოს მიმართავს და ბიზნესის მეტი ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.

 

„ჩვენი ბიზნესი სახელმწიფოსთვის მომგებიანი იყო, რადგან წელიწადში კომპანიის მხრიდან ბიუჯეტში მილიონი ლარი შედიოდა. „ბავშვთა სამაყროს“ დაწვამ სახელმწიფოსაც მოუტანა ზარალი. სახელმწიფომ ქვეყანაში ბიზნესს ხელი უნდა შეუწყოს.  სწორედ სახელმწიფომ სამართლის აღდგენით უნდა მოგვცეს საშუალება და ბავშვთა სამყარო ხელახლა შევქმნათ.

 

შეგახსენებთ, 2017 წელს სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა. ამ საქმეზე ორი წელია მიმდინარეობს გამოძიება.  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით აღიძრარაც  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობსრამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიაგამოკითხული 849 პირიდან  დაზარალებულად ცნობილია 695 მათგან. თუმცა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი  კვლავ უცნობია. 


 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე





„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა

„გალფს“ ზესტაფონის ავტოგასამართი სადგური ჩამოერთმევა - კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ვერ შეთანხმდა
access_time2020-10-28 18:45:59
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1476.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე მდგომ შენობა-ნაგებობას იძულებით ჩამოართმევს.   ეკონომიკის მინისტრმა გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება უკვე მიანიჭა. ბრძანება "საკანონმდებლო მაცნეზე" გამოქვეყნდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ „დასახელებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე დეპარტამენტსა და მესაკუთრეს...

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-28 21:00:16
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის TOP 20 ნეგატიური შედეგი „კომერსანტმა“ გადაწყვიტა შემოგთავაზოთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური საქმიანობის ნეგატიური შედეგები, რომლებმაც ქვეყანის განვითარება  შეაფერხა   2. საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0...

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს

ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში საავადმყოფოები ინფიცირებულთა მზარდ რაოდენობას ვეღარ იტევს
access_time2020-10-28 20:00:37
გასულ დღე-ღამეში ცხინვალის არაღიარებულ რესპუბლიკაში კიდევ 64 ადამიანი დაინფიცირდა - ეს ძალიან ბევრია ცხინვალისთვის, სადაც 30 000 ადამიანი ცხოვრობს.   15 სექტემბერს რუსეთს და ე.წ. სამხრეთს ოსეთს შორის საზღვარი გაიხსნა და ამის შემდეგ რესპუბლიკაში ინფიცირების...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...


მსგავსი სიახლეები

up