საუკუნის გარიგება - აზერბაიჯანული კომპანია მთელი აბრეშუმის გზის ინტერნეტს გააკონტროლებს

საუკუნის გარიგება - აზერბაიჯანული კომპანია მთელი აბრეშუმის გზის ინტერნეტს გააკონტროლებს

access_time2021-03-26 19:00:43

კომპანიათა საერთაშორისო ჯგუფმა NEQSOL Holding-მა რეგიონში საუკუნის გარიგების თაობაზე განცხადება გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსხვილმა ჰოლდინგმა, რომლის თანამფლობელიცაა აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ გასანოვი, 2019 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ქართული ინტერნეტ-პროვაიდერი Caucasus Online იყიდა.


ჰოლდინგის განცხადების თანახმად, NEQSOL Holding-მა Caucasus Online-ის 100%-იანი წილი იყიდა. ამავე დროს თავად პროვაიდერის კაპიტალის სტრუქტურა არ შეცვლილა.


Caucasus Online -ს შეძენა NEQSOL Holding-ის უფრო მსხვილი, საერთაშორისო პროექტის ნაწილია, რომელიც 2018 წელს დაუწყო და Digital Silk Way-ს სახელითაა ცნობილი. პროექტის მიზანია თანამედოვე სატრანზიტო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ევროპას საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით, ცენტრალურ და სამხრეთ აზიას უკავშირდება.


Caucasus Online ფლობს შავი ზღვის ფსკერზე გამავალ ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენს, რომელიც ინტერნეტის მიწოდებას ევროპიდან სამხრეთ კავკასიაში და კასპის ზღვის რეგიონში უზრუნველყოფს.


აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, კომპანიის შეძენა საერთაშორისო პრაქტიკის და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მოხდა. მესაკუთრის შეცვლას Caucasus Online-ის მუშაობაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია და კომპანია კლიენტებს, პარტნიორების და თანამშრომლების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ჩვეულებრივად აგრძელებს.



Digital Silk Way-ს პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია კასპიის ზღვაზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანს ყაზახეთთან დააკავშირებს. ასევე მიღწეულია ანალოგიური შეთანხმება 2019 წელს თურქმენეთთან იქნა მიღწეული.


პროექტის რეალიზება მოგებას რეგიონის ყველა ქვეყანას მოუტანს. Digital Silk Way საქართველოში და აზერბაიჯანში მონაცემთა თანამედროვე ცენტრების და ინტერნეტ-ტრაფიკის გაცვლის წერტილების მშენებლობას ითვალისწინებს, რაც სამხრეთ კავკასიაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.


NEQSOL Holding-ის ინფორმაციით, პროექტი ასევე ცენტრალურ და სამხრეთ აზიას, სადაც 1,8 მლრდ. ადამიანი ცხოვრობს, ციფრულ მომსახურეობასთან წვდომას გაუუმჯობესებს.


2020 წელს პროექტი შტატებში ჩატარებული სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ფორუმზე Global Strategic Infrastructure Leadership Forum საუკეთესო გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის დასახელდა.


NEQSOL Holding საქმიანობის ძირითადი სფეროებია ნავთობ-გაზის მოპოვება-გადამუშავება, ტელეკომუნიკაციები, მაღალტექნოლოგიური და სამშენებლო ბიზნესი ისეთ ქვეყნებში, როგორცაა აშშ, ბრიტანეთი, თურქეთის, აზერბაიჯანი, უკრაინა, საქართველო, ყაზახეთი, საემიროები და ა.შ.


Haqqin.az

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
Caucasus Online



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up