საუკუნის ძარცვა ანტვერპენში - ერთ-ერთი ქართველი ბრალდებული რამდენიმესაათიანი გათავისუფლების შემდეგ, ისევ დააკავეს

საუკუნის ძარცვა ანტვერპენში - ერთ-ერთი ქართველი ბრალდებული რამდენიმესაათიანი გათავისუფლების შემდეგ, ისევ დააკავეს

access_time2019-02-08 23:32:23

არშემდგარი საუკუნის ძარცვა - ანტვერპენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე ბანკ "პარიბას" ძარცვის ბრალდებით დაკავებული საქართველო მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებით გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ. ერთ-ერთი დაკავებული 27 წლის ახალგაზრდა ციხეში დღეს რამდენიმესაათიანი თავისუფლების შემდეგ დააბრუნეს. მოსამართლის გადაწყვეტილების მიუხედავად პროკურატურამ ეჭვმიტანილისთვის თავიდან მოითხოვა ორკვირიანი პატიმრობა და ის ციხეში დატოვეს.



ძარცვა, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე დღეა ევროპის ყველა მედიასაშუალება ლაპარაკობს, კვირას ანტვერპენის ცენტრალურ უბანში მოხდა. დამნაშავეებს, რომლებიც ბანკის საცავში მიწის ქვეშ გათხრილი გვირაბით შევიდნენ ყველა დეტალი გათვლილი ჰქონდათ. მათ ერთ-ერთი ყველაზე დაცული ბანკის საცავიდან 30 სადეპოზიტო ყუთი გაიტაცეს, რომლებიც სამართალდამცველებმა ცარიელი იპოვეს. რა ზარალი მიადგათ ბანკს და მის კლიენტებს, ჯერჯერობით უცნობია.



დაკავებული ქართველის ახლობელი ამბობს, რომ თავადაც მომხდარზე მედიიდან გაიგეს. ბადრი ფეტელავას ინფორმაციით დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მომხდართან კავშირს უარყოფს.




„ეს ამბავი გავიგე პრესით, ძალიან გაოცებული და გაოგნებული ვიყავი. ვერ წარმოვიდგენდი და არც არის დასაჯერებელია რომ ამ ბიჭს შეეძლო გვირაბები ეთხარა და ბანკები ეძარცვა. ოჯახი არის შოკირებული. ოჯახმაც ესე იცის რომ ის არაფერ შუაში არ არის და ფაქტიურად ეს დამტკიცდა კიდევაც. იმიტომ, რომ მოსამართლე ესეთ გადაწყვეტილებას თუ რაღაცა საეჭვოა არასდროს არ მიიღებს. როდესაც პროკურატურას არაფერი არ აქვს ხელმოსაჭიდი, აქ კოჭლამაზაშვილები მოსამართლეებად არ მუშაობენ. არანაირ დამნაშავედ ის თავს არ ცნობს,“-განაცხადა ბადრი ფეტელავამ.



ძარცვა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ის მთლიანად ბელგიის სამეფოსთვის მითქმა-მოთქმის საგანი გახდა. ადგილობრივები რამდენიმე დღეა აქტიურად ადევნებენ თვალს მოვლენების განვითარებას.



“კინოს სცენარია. რაც მოხდა რა თქმა უნდა დანაშაულია, მაგრამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე. როგორც გავიგე ვიღაცეები დააკავეს და ერთ-ერთი მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. ამ საქმის მიმართ ყველა დაინტერესებულია და თვალს ადევნებს. გვაინტერესებს ვინ არიან მძარცველები,“-ამბობენ ანტვერპენში.



ადგილობრივმა სამართალდამცავებმა თავდაპირველად 27 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აყვანილია კიდევ ერთი დამნაშავე, რომელიც ასევე ქართველია.



rustavi2.ge





მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up