„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ ნომინანტები ცნობილია“

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ ნომინანტები ცნობილია“

access_time2019-12-11 16:41:23

კომპანიების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია წელს პირველად გაიმართება. შერჩეული 16 ნომინანტიდან გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში 17 დეკემბერს გამოვლინდებიან.გამარჯვებული კომპანია რამდენიმე საფეხურიანი შეფასების საფუძველზე გამოვლინდა, რომელიც თავდაპირველ ფილტრაციას და შერჩეული კომპანიების დეტალურ შეფასებას მოიცავდა.


ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის გადაწყვეტილებით სამ საპრიზო კატეგორიაში ნომინანტები არიან:


ფინანსური ორგანიზაციები

∙ სს „თიბისი ბანკი"
∙ სს „საქართველოს ბანკი"
∙ სს „ლიბერთი ბანკი"
∙ სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია"
∙ სს„კრისტალი“


მსხვილი არა-ფინანსური ორგანიზაციები (500-ზე მეტი თანამშრომლით)

∙ სს "სილქნეტი"
∙ სს "თელასი"
∙ შპს "თეგეტა მოტორსი“


მცირე არა-ფინანსური ორგანიზაციები (500-მდე თანამშრომლით)



∙ სს „ქართული ლუდის კომპანია“
∙ სს "ნინო"
∙ სს "ბამბის ნართი"
∙ შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია"
∙ სს "თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა"
∙ სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“
∙ სს "ისანი-ქართუ"
∙ შპს "მ2 კომერციული ქონებები“


„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო “საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სისტემაში დაშვებულ კომპანიებს შორის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით წარმოებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების წარმდგენ კომპანიებს გადაეცემათ.


კომპანიების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის მიერ.


„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ წლიური ანგარიშგების ახალი კულტურის მხარდამჭერი პირველი ჯილდოა. საქართველოს ეკონომიკის განვითარება დიდ წილად დამოკიდებულია კერძო სექტორის უნარზე, მოიზიდოს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე - გარე ინვესტიციები. საქართველო მსოფლიო ბანკის გლობალურ „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში მეშვიდე ადგილს იკავებს, თუმცა მისი კაპიტალის ბაზარი, საჭიროებს ზრდისა და განვითარების მეტ სტიმულს. აღნიშნული ჯილდოს მიზანია, სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარების, საინვესტიციო გარემოს და სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობა, ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების გაუმჯობესების გზით.


გამჭვირვალე ფინანსური და მმართველობის ინფორმაცია ბიზნესს, ბანკს, სახელმწიფოს და ინვესტორს უადვილებს სანდო პარტნიორის შერჩევას, მომხმარებელს კი აძლევს საშუალებას თვალი ადევნოს კომპანიის განვითარებას და გადაწყვიტოს შეიძინოს თუ არა მისი აქციები ბირჟაზე.


ღონისძიების პარტნიორები არიან: მსოფლიო ბანკი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი, საქართველოს საფონდო ბირჟა, საქართველოს ეროვნული ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საქართველოს პარლამენტი, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, საპენსიო ფონდი, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა თბილისში, და სხვ.


https://sites.google.com/view/rsf-award/home







მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს

მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს
access_time2020-07-15 12:19:11
კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება.   „ჩვენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up