სად  მივირთვათ კარგი ბურგერი თბილისში?

სად მივირთვათ კარგი ბურგერი თბილისში?

access_time2020-05-06 19:30:37

სწრაფი კვების ობიექტების პოპულარობასთან ერთად საქართველოში მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის, ფასისა და ხარისხის ბურგერის დაგემოვნება შეუძლია. ბაზარზე არაერთი საბურგერე გამოჩნდა, რომელთა შორის მომხმარებლის მხრიდან რამდენიმე განსაკუთრებული მოწონებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილ გურმანებს ურჩევნიათ ბურგერი საკუთარი გემოვნებით სახლებში დაამზადონ, ცნობილი საბურგერეები, როგორებიცაა - PIPES, BURGER BAR, BURGER CLUB და BURGER KING-ი, კრაფტ-ბურგერის კატეგორიაში მოწინავე ადგილს იკავებენ.




„კომერსანტი“ დაინტერესდა სად და რატომ მიირთმევენ ბურგერს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რა უნდა იყოს ბურგერის დამზადებისას ყველაზე მნიშვნელოვანი?


მუსიკოს დათო ფორჩხიძის ოჯახი BURGER BAR-ის ხშირი სტუმარია, თუმცა, მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში პანდემიის შედეგადმ მისი მომზადება სახლის პირობებში ურჩევნია.


მომღერალი ლაშა ღლონტი კი BURGER KING-სა და BURGER CLUB-ს ანიჭებს უპირატესობას, რადგან მიიჩნევს, რომ აქ ხარისხი და მომსახურება, ფასთან ერთად ყველაზე მისაღებია.




მსახიობ გიორგი ცხადაძისთვის, რეჟიმიდან გამომდინარე რთულია მუდმივად სახლში მომზადებული საკვების მიღება, შესაბამისად სწრაფი კვების ობიექტები ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ამ კუთხით ბურგერებში მისთვის პირველობას, Burger Club-ის პროდუქციის ხარისხი, არჩევანი და მომსახურება იკავებს. 

 

რადგანაც სულ გადარბენაზე ვარ, ძალიან რთულია ჩემთვის კვება იმიტომ, რომ არასდროს არ არის იმის დრო,  რომ ან სახლში ან რესტორანში ვისადილო. ამიტომ იდეალური ვარიანტია სწრაფი კვების ობიექტები, ამასთან  ვცდილობ აქცენტი ჯანსაღ პროდუქტზე გავაკეთო, Burger Club-ის ხშირი სტუმარიც სწორედ ამიტომ ვარ. აქ განსაკუთრებული გარემოა, მომსახურება იდეალური, ხორცის ხარისხი კი არაჯანსაღი პროდუქტის სტერეოტიპს ანგრევს. მომწონს ინტერიერიც, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამო ვეღარ ვსტუმრობთ, მიუხედავად ამისა Burger Club-ის ბურგერების დაგემოვნებას მიტანის სერვისის მეშვეობით ხშირად ვახერხებ — ამბობს მსახიობი.

 

„კომერსანტმა“  სწრაფი კვების ობიექტების შეფასება პლასტიკურ ქირურგსა და ცნობილ გურმანს კოტე მათითაიშვილსაც სთხოვა.

 

„საქართველოში უბრალოდ კარგი საბურგერეს პოვნა ძნელია, ძირითადად ხორცის ნაჭრი ჩადებულია გაურკვეველი წარმომავლობის პურში. თუ სწრაფი კვების ობიექტის გამოყენება გადავწყვიტე, საბოლოოდ მივდივარ  Mcdonalds-ში. იმას, ვისაც გაუსინჯავს ნამდვილი ბურგერი რა არის, ყველამ იცის როგორი უნდა იყოს, ასეთი არ გამისინჯავს საქართველოში“- ამბობს ქირურგი.

 



მსახიობ და ტელეწამყვან ნიკა ქავთარაძეს კი მიაჩნია, რომ Burger Club-ი ერთ-ერთ საუკეთესო მოსახურებასა და არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს, პროდუქტის ხარისხი კი ფასთან შესაბამისობაშია.„Burger Club-ს პროდუქციაში ხორცი არის გემრიელი, არჩევანი კარგი, მომსახურება კი სასიამოვნო, ზოგადად სხვა საბურგერეს არ ვსტუმრობ“ - ამბობს ნიკა ქავთარაძე.

 

„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელ ზაზა შენგელიას კი მიაჩნია, რომ ხარისხიანი სტეიკითა და სწორი რეცეპტით ბურგერი Pipes-ში მზადდება.“მე Pipes Burger-ის ხშირი სტუმარი ვარ, რადგან მათ პროდუქციაში ხარისხი ,სტეიკის წვნიანობა და რეცეპტი ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ბურგერი“ - ამბობს შენგელია.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up