საუკეთესო ახალი ბრენდი, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო - „მტევინოს“  მორიგი წარმატება

საუკეთესო ახალი ბრენდი, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო - „მტევინოს“  მორიგი წარმატება

access_time2021-01-15 13:00:23

„მტევინო“ საუკეთესო ახალი ბრენდი, რომელმაც ოპერირება 2020 წელს ბაზარზე შექმნილი კრიზისული სიტუაციის მიუხედავად დაიწყო  ტურიზმის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია. მიღწეულ წარმატებაზე „კომერსანტთან“ „მტევნოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი ტურიზმისა და HoReCa მიმართულებით ნათია ჯიჯიაშვილი საუბრობს. მისი თქმით, რთული წლის მიუხედავად „მტევინო“ ერთ დღე არ გაჩერებულა. მთელი ამ დროის განმავლობაში სასტუმრო იღებდა სტუმრებს და მათ მაღალი ხარისხის მომსახურებას, მყუდრო და ოჯახურ გარემოს სთავაზობდნენ. შესაბამისად „მტევინოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი თვლის, რომ ამ გამარჯვებით კომპანიას შრომა დაუფასდა. მისივე განმარტებით, ჯილდო კომპანიას წარმატებას მოუტანს და ცნობადობის გაზრდაში კიდევ უფრო დაეხმარება.

 

 

 

„Welcome to Georgia- ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ტურიზმის მიმართულებით ყველაზე მაღალი ჯილდოა, მისი მოპოვება საქართველოში მოქმედი ბიზნესებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ამიტომ ძალიან გვინდოდა ამ კონკურსში მონაწილეობა. გავიარეთ შესაბამისი ეტაპები და საბედნიეროდ ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდით. „მტევნოს“ მომხმარებლებისთვის და სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ის ფაქტი, რომ გამარჯვებული კომპანიის პროდუქტით სარგებლობენ, ეს ჩვენთვის როგორც ბიზნესისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური კონკურსი და ვეცდებით, რომ მონაწილეობა ყოველ წელს სხვადასხვა ნომინაციაში მივიღოთ. ამ ყველაფერში ჩვენ  ძალიან დიდ  შრომას ვდებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბრენდი მოწინავე პოზიცაზე იყოს“, - აცხადებს ნათია ჯიჯიაშვილი.

 


 

 

რთველი, ქორწილები, კონფერენციები,კორპორატიული შეხვედრები „მტევინო“ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად, რეგულაციების სრული დაცვით აგრძელებდა მუშაობას. როგორც ნათია ჯიჯიაშვილი გვიყვება, სასტურმო 90 პროცენტიანი დატვირთვით მუშაობდა. მისი თქმით, მიუხედავად ბევრი სირთულისა რამდენიმე თვეში „მტევინო“ ბევრმა ადამიანმა გაიცნო და შეიყვარა.

 

 


„გასულ წელს ჩვენ გეგმაში რამდენიმე მიმართულების განვითარება გვქონდა. ეს იყო სასტუმროს მიმართულება - კულინარიული მასტერკლასების სივრცის ამუშავება და კონფერენციების მასპინძლობა. შემოდგომაზე ამ მიმართულებამ არაჩვეულებრივად იმუშავა, საკმაოდ დიდ ჯგუფებს ვუმასპინძლეთ. ესენი იყვნენ სკოლის მოსწავლეები, კოლეგები, უბრალოდ მეგობრები, ოჯახები. ოქტომბერში, როდესაც რთველი დავიწყეთ, სტუმრები ჩვენ ვენახებში ყურძენს კრეფდნენ, შემდეგ კულინარიულ სივრცეში მიდიოდნენ და კერძებს თვითონ ამზადებდნენ. სასტუმრო დატვირთული იყო სტუმრებით, ვუმასპინძლეთ კონფერენციებს და ასევე გვქონდა არაჩვეულებრივი ქორწილიც. ვფიქრობ, რომ ერთგული მომხმარებლები ძალიან მალე მოვიპოვეთ, ამას კი ჩვენი სტუმრების შეფასებები ადასტურებს. როდესაც 8 თვეში სტუმარი სასტუმროში მესამედ და მეოთხედ ბრუნდება ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგია“, - განაცხადა ნათია ჯიჯიაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up