საუდის არაბეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 50 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, - ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ჯვეყანაში 51 980 ადამიანია ინფიცირებული.
გასული კვირის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის დადასტურების საშუალო დღიური მაჩვენებელი 1 500 იყო. ქვეყანაში ვირუსს 302 ადამიანი ემსხვერპლა.
საუდის არაბეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 1 მარტს გამოვლინდა.
Imedinews