საუდის არაბეთმა რუსეთთან  მოლაპარაკებებზე  უარი თქვა

საუდის არაბეთმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა

access_time2020-03-11 20:00:06

„საუდის არაბეთი ვერ ხედავს მაისში და ივნისში ოპეკის ფარგლებში ახალი მოლაპარაკებების გამართვის აზრს“ - განაცხადა სამეფოს ენერგეტიკის მინისტრმა აბდულაზიზ ბენ სალმანმა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.


ეს იყო ერ-რიადის ოფიციალური პასუხი რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ მოსკოვი არ გამორიცხავს საუდის არაბეთთან კონსულტაციების გამართვას ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით.თუმცა, არაბული მხარე მიიჩნევს, რომ აზრი არა აქვს შეხვედრას, რომელიც კიდევ ერთხელ დაანახებს მთელს მსოფლიოს, რომ მხარეებს არ შეუძლიათ კრიზისზე პასუხის გაცემა. სწორედ ესაა ბენ სალმანის პასუხის ძირითადი შინაარსი.


„თავისუფალ ბაზარზე ნავთობის ნებისმიერმა მწარმოებელმა უნდა დაამტკიცოს თავისი კონკურენტუნარიანობა, შეინარჩუნოს და გაზარდოს თავისი წილი“ - მიიჩნევს მინისტრი.


„აპრილიდან საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco მოპოვებას 26%-ით გაზრდის. დღევანდელი 9,7-დან 12,3 მლნ. ბარელმდე დღე-ღამეში“ - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ამინ ნასერმა.


გარდა ამისა, გათვალისწინებულია რეკორდული ფასდაკლებები - აზიისთვის ნავთობი გაიყიდება არსებულ ფასზე 6 დოლარით, შტატებისთვის 7 და ევროპისთვის 8 დოლარით იაფად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფასდაკლებას ევროპისთვის, სადაც საუდის არაბეთი რუსეთთან პირდაპირ კონკურენციაში შედის. საუდის არაბეთში მოპოვებული ნავთობის ყველაზე პოპულარული ტიპი Arab Light -ის ფასი 10,25 დოლარით შემცირდება, ვიდრე რუსული Brent. ერ-რიადის როგორც მინიმუმ ორმა კლიენტმა უკვე მოითხოვა 30-50% მეტი ნავთობი გამოცხადებული ფასდაკლების გამო.


საუდის არაბეთის ნავთობის დამატებითი რაოდენობა მოდის ორი გიგანტური საბადოდან -Khafji და Wafrа, რომლებიც 2014-2015 წლებში „გაიყინა“.



შავი ოქროს ეს წყაროები მდებარეობს საუდის არაბეთის და ქუვეიტის საზღვარზე, 5700 კვადრატული კილომეტრის ფართზე. მათი ჯამური წარმადობაა 500 000 ბარელი დღე-ღამეში. მთელი ეს ნავთობი საექსპორტო ბაზრებზე წავა.


რამდენიმე წლის წინ ეს იყო სადაო ტერიტორია. კამათი მის ირგვლივ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, როდესაც ერ-რიადმა ამერიკულ გიგანტ Chevron-თან ა ხელშეკრულება განაახლა და მას ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების უფლება 2039 წლამდე მისცა.


მაშინ ქუვეიტმა განაცხდა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მასთან შეთანხმებული.მოლაპარაკებები ამ საკითხზე 2018 წელს გაიმართა. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, შესაბამისად, დღეს უკვე ამ საბადოების ამუშავებას წინ არაფერი უდგას.


„რუსეთის შესაძლებლობები „მოცულობების ომში“ შეუდარებლად მცირეა. რუს მენავთობეებს შეუძლიათ მოპოვების გაზრდა 200-300 ათასი ბარელით დღე-ღამეში“ - განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა.


როგორც ცნობილია, ვენაში გამართულ ოპეკის მოლაპარაკებებში რუსეთმა უარი განაცხადა საუდის არაბეთის წინადადებაზე ნავთობმოპოვების შემცირების თაობაზე.


მაშინ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განმარტა, რომ საუდის არაბეთს უდეფიციტო ბიუჯეტისთვის სჭირდება ნავთობის ფასი 80 დოლარის ფარგლებში, ხოლო რუსეთისთვის საკმარისია 40 დოლარი .მისი თქმით, მოსკოვს გააჩნია ფინანსური რეზერვები, რომელთა წყალობით ქვეყანა იაფ ნავთობს რამდენიმე წელი გაუძლებს.


რუსეთმა უხეში ფორმით უარი უთხრა საუდის არაბეთს ნავთობის ფასების შენარჩუნების საქმეში დახმარებაზე და ამით გაწყვიტა სანავთობო კავშირი ერ-რიადთან, რომლის წყალობითაც მოსკოვმა 2017-2019 წლებში დამატებითი 10 ტრლნ. დოლარი მიიღო.


„ამ ნაბიჯის კიდევ ერთი შესაძლო მიზანია ამერიკის ფიკალის ნავთობის ინდუსტრიის დანგრევა“ - მიიჩნევს ACI Russia-ს პრეზიდენტი სერგეი რომანჩუკი. „იმედია კრემლმა გათვალა ის ფასიც, რომლიც გადახდაც ამის გამო ქვეყანას მოუწევს, წინაამღდეგ შემთხვევაში ეს იქნება წარმოუდგენელი, გაუგონარი არაკომპეტენტურობა“ - თვლის ის.


წყარო: finanz.ru

თენგიზ აბლოთია





დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up