საუდის არაბეთმა გააფრთხილა დონალდ ტრამპი არ ჩააყენოს რისკის ქვეშ ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღე

საუდის არაბეთმა გააფრთხილა დონალდ ტრამპი არ ჩააყენოს რისკის ქვეშ ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღე

access_time2016-11-16 15:00:00

საუდის არაბეთმა გააფრთხილა დონალდ ტრამპი არ ჩააყენოს რისკის ქვეშ ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღე თუკი იგი - ახლადარჩეული პრეზიდენტი შეასრულებს საპრეზიდენტო კამპანიისას გაცემულ დაპირებას და ამერიკაში ნავთობის იმპორტს შეაჩერებს. ამის შესახებ სწერს გაზეთი "ფაინენშალ თაიმსი". კერძოდ, სტატიაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობაში დონალდ ტრამპი ხშირად ლაპარაკობდა ამერიკის სრულ ენერგოდამოუკიდებლობაზე, რათა ქვეყანამ ამ მხრივ თავი დააღწიოს მეტოქეებსა და ნავთობის კარტელებზე დამოკიდებულებას.

 

 

ცხადია, ამ დაპირების შესრულება არ იქნება ადვილი პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომელსაც საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა საჯაროდ გამოსვლისას შეახსენა, რომ სწორედ შეერთებული შტატებია მსოფლიოში ყველაზე დიდი მოსარგებლე თავისუფალი ვაჭრობისა და რომ ენერგომატარებლები სისხლმოძრაობის ფუნქციას ასრულებს გლობალური ეკონომიკისთვის.

 

 

"ფაინენშალ თაიმსი" სწერს რომ ეს განცხადებები ეკუთვნის საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრს ჰალიდ-ალ-ფალიჰს, რომელიც ასევე სახელმწიფო ნავთობსარეწი კომაპნიის "არამკოს" ხელმძღვანელია, რომლის თქმით, თავისუფალმა ვაჭრობამ ხელი შეუწყო ნავთობგადამუშავების ინდუსტრიის დინამიკას, ხოლო ფიქალის რევოლუციამ მრავალი სამუშაო ადგილი და ღირებულება შემატა ეკონომიკას.

 

 


საუდელმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კაპიტალიზმისა და თავისუფალი ბაზრების ფლაგმანის როლშია. მას ეკისრება მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია გლობალური ინდუსტრიისთვის ურთიერთ-დაკავშირებული რომ არის და ამგვარად, ზოგადად გათანასწორება თავისუფალი ბაზრის მეოხებით- სიჯანსაღის მომტანია გლობალური ნავთობისთვის.

 

 


საუდის არაბეთი მოლოდინშია თუ რა იქნება დონალდ ტრამპის პირველი ნაბიჯები როცა ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება. უჩვეულო არაფერი იქნება იმაში რომ ახალი ადმინისტრაცია ბევრ საკითხს გადახედავს და ამიტომაც გარკვეული მოცდაა საჭირო. საინტერესო იქნება იმის ყურება თუ როგორ აპირებს შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილების თაობაზე პარიზში მიღწეული შეთანხმების შესრულებას. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი ყველას პირდება რომ როგორც პრეზიდენტი, იგი აუცილებლად გააუქმებს ზემოხსენებულ შეთანხმებას, რომელსაც მსოფლიოს თითქმის 200-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი გასული წლის დეკემბერში. დონალდ ტრამპის თანახმად, ამ შეთანხმების მიღმა ჩინეთის ინტერესები იკვეთება, რომელიც ცდილობს ზიანი მიაყენოს ამერიკის მრეწველობას.

 

 



საუდის არაბეთი იმ ქვეყნების რიცხვს ეკუთვნის რომელიც მოუწოდებს შეერთებულ შტატებს- გამართული არჩვენების შედეგების მიუხედავად, კვლავინდებურად შეასრულოს პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული ე.წ.- "სათბურის გაზის" ატმოსფეროში გამოყოფის შეკვეცა. უნდა ითქვას, რომ საუდის არაბეთი მაღალ შეფასებას აძლევს ამ შეთანხმებას, რომლის განხორციელება დაყოვნების გარეშეა საჭირო.

 

 


ამავე დროს, საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრი აცხადებს რომ გლობალური ტემპერატურის გაზრდის აღკვეთასთან ერთად, დაუშვებელია ეკონომიკური წინსვლის დამუხრუჭება განვითარებად ქვეყნებში, სადაც ხალხი ცდილობს სიღარიბის დაძლევას" - ნატქვამია გაზეთის სტატიაში.

 

 

სტატიის თანახმად, საუდელები უფრთხიან ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებას რომ იგი ბოლოს მოუღებს ნავთობის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულებას. მასალაში ამასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ დროთა განმავლობაში მსოფლიოში იკლებს ნავთობისა და გაზის მოხმარება განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიური დანერგვის გაიაფებასთან ერთად. მიუხედავად ამისა, როგორც საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრი აღნიშნავს, ნავთობისა და გაზის როლის მნიშვნელობა მსოფლიო ეკონომიკისთვის კიდევ დიდხანს იქნება შენარჩუნებული.

 

 


„პარიზის შეთანხმების ძალით, მასში მონაწილე ყველა ქვეყანას ფართო უფლება მიეცა, თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ძალისხმევა არ მოეკლო კლიმატური ცვლილების აღსაკვეთად. ამგვარად, არავინ აპირებს შეერთებულ შტატებს ცალმხრივად, ასე ვთქვათ, "ხელები შეუბოჭოს" და თავს მოახვიოს პირიზში მიღწეული საერთაშორისო კონსესუსი - დასძენს საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრი ჰალიდ-ალ-ფალიჰი, რომლის თქმით, შეერთებული შტატებისთვის, გამომდინარე მისი ინდუსტრიული ძლევამოსილებიდან, ბევრად ადვილია პარიზის შეთანხმების შესრულება ვიდრე ესაა შესაძლებელი ღარიბი და გავითარებადი ქვეყნებისთვის.

 

 


საუდელი მინისტრის თანახმად, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი- ინტენსიურ ენერგომახმარებაზე რომ არიან დამოკიდებულნი, ამერიკასთან შედარებით, ნაკლები მანევრირების სივრცე გააჩნიათ ენერგო-პოლიტიკაში. ისე რომ შეერთებულ შტატებს ეკონომიკაში ბევრად ნაკლების დათმობა მოუწევს.

 

 


ამასობაში, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც მოუწოდებს ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს- ერთგულება არ მოაკლოს პარიზის შეთანხმებას. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის ლიდერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყანაა და ცხადია მის წილად მოდის წარმოებიდან დიდი რაოდენობით გამომუშავებული გაზების გამოყოფა. ისე რომ ვაშინგტონმა პატივი უნდა სცეს პარიზში ნაკისრ ვალდებულებებს, რამეთუ ეს პირველ რიგში, ამერიკის ინტერესებს პასუხობს.

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტს არც გაეროს გენერალური მდივანი ბან-კი-მუნი ჩამორჩება, როცა იმედს გამოთქვამს რომ ტრამპი მხედველობაში მიიღებს გლობალურ დათმობასთან ბრძოლის გადაუდებლობას. მისი სიტყვით, ამერიკის ახალი პრეზიდენტი ალბათ კარგად გაიაზრებს შექმნილ ვითარებას, მოუსმენს განსხვავებულ მოსაზრებებს და ახლებურად შეაფასებს საარჩევნო კამპანიისას გაცემულ დაპირებებს" - ნათქვამია გაზეთ "ფაინენშალ თაიმსის" სტატიაში.

 

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up