საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდმა ფინანსური ანგარიშგება პირველად გამოაქვეყნა

საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდმა ფინანსური ანგარიშგება პირველად გამოაქვეყნა

access_time2022-10-04 18:30:00

საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა, რომელიც $600 მილიარდის აქტივებს ფლობს, ფინანსური ანგარიშგება პირველად გამოაქვეყნა, რითაც ფონდის მიერ გამოსაშვები ბონდებით დაინტერესებულ ინვესტორებს მისი შიდა სამზარეულოს შესწავლის საშუალება მისცა, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.


როგორც ირკვევა, აღნიშნული ბონდების გამოშვებით სახელმწიფო ფონდს ინვესტიციის მოზიდვა სურს, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროებში და სხვა მწვანე პროექტებში დააბანდებს. მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე ინვესტიციის კონკრეტული მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საუბარია მილიარდობით ამერიკული დოლარის ბონდების გამოშვებაზე. საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაზე სხვა ბანკებთან ერთად Citigroup-მა და JPMorgan Chase-მა იმუშავეს.


სუვერენული სიმდიდრის ფონდის ფინანსური ანგარიშგებიდან ვიგებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2017 წლის სექტემბერში ფონდის ხელმძღვანელად საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი დაინიშნა, ფონდის აქტივები საშუალოდ 12%-იანი წლიური ზრდა აფიქსირებენ. საინტერესოა, რომ ამავე პერიოდში, S&P 500-ის ინდექსის მაჩვენებელმა დაახლოებით 60%-ით იმატა, ხოლო საუდის არაბეთის საფონდო ბირჟის ინდექსი, რომელზეც სუვერენული სიმდიდრის ფონდის პორტფოლიოს დიდი წილი მოდის, 52%-ით გაიზარდა. საინტერესოა, რომ მანამ, სანამ პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ფონდის ხელმძღვანელი გახდებოდა, ის ინვესტორებს საშუალოდ 3%-იან წლიურ სალდოს სთავაზობდა.



აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ხუთი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფო ინვესტორად იქცა, რომელმაც ფული დააბანდა, როგორც SoftBank Group-ის Vision Fund-ში, ასევე Uber-სა და ელექტრომანქანების მწარმოებელ Lucid-ში. საინტერესოა, რომ Vision Fund-ში დაბანდებული $45 მილიარდი დღემდე რჩება სუვერენული ფონდის უდიდეს ინვესტიციად, რომელმაც მის ინვესტორებს, ყოველწლიურად, საშუალოდ 8%-იან სარგებელს სთავაზობს. რაც შეეხება Lucid-ს, ამ აქტივის ღირებულებამ გასულ წელს 128%-ით იმატა.


forbes.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up