საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა კერძო თვითმფრინავში ადგილების დაჯავშნის სერვისში 26 მილიონი დოლარი ჩადო

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა კერძო თვითმფრინავში ადგილების დაჯავშნის სერვისში 26 მილიონი დოლარი ჩადო

person access_time2016-02-28 18:13:12

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა 26,1 მილიონი დოლარი ჩადო Uber–ის საავიაციო ანალოგში – კომპანია JetSmarter–ში, რომელიც წარმოშობით რუსმა სერგეი პეტროსოვმა დააარსა. ამის შესახებ Bloomberg–ი წერს. სერვისი სმარტფონის საშუალებით კერძო თვითმფრინავში ადგილის დაჯავშნის საშუალებას იძლევა. პეტროსოვის განცხადებით, რომელიც ამჟამად ფლორიდაში ცხოვრობს, ჯეტების პოტენციალის სრული გამოყენება არ ხდება: ისინი ან მოლოდინის რეჟიმში დგანან აეროპორტებში ან ცარიელები დაფრინავენ, რათა კლიენტები გარკვეული ადგილიდან აიყვანონ. რითიც მათი მფლობელები თანხებს კარგავენ.

 

JetSmarter–ის გამოყენებით კი შესაძლებელია კერძო თვითმფრინავში თავისუფალი ადგილების დაჯავშნა იმაზე გაცილებით ნაკლებ ფასად, ვიდრე მთელი თვითმფრინავის არენდა ღირს. მგზავრს ბილეთის შეძენა იმდენივე დაუჯდება, რამდენსაც ნებისმიერი ავიაკომპანიის ლაინერის ბიზნეს–კლასის ბილეთში გადაიხდიდა. მაგალითად, Learjet 45–ში, რომელიც ნიუ–იორკიდან მაიამიში დაფრინავს, ადგილის ღირებულება 1990 დოლარიდან იწყება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ამ ოფციას რიგითი ავიახაზების ბიზნეს–კლასის მგზავრებს შევთავაზებთ, ეს ძალიან მოთხოვნადი სერვისი იქნება,“ – განაცხადა პეტროსოვმა. ახალი ინვესტიციების წყალობით, კომპანია გეგმავს საკუთარი ოპერაციების გაფართოებას ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და ევროპაში. კერძოდ, პეტროსოვი აპრილიდან გეგმავს ლონდონი–პარიზისა და პარიზი–ჟენევის რეისების დამატებას. კომპანია ასევე აპირებს 2017 წლის დასაწყისიდან ფრენების რუქაში მოსკოვი ჩართოს.


 

JetSmarter–ი 2012 წელს დაფუძნდა. მისი ერთერთი ინვესტორი არის Jay-Z. ამჟამად კომპანიის ბაზაში 3,1 ათასი თვითმფრინავია დარეგისტრირებული. 2015 წელს მისი მომსახურებით 35 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.




გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი 8.5 პროცენტამდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 1 პროცენტიანი განაკვეთი  8.5 პროცენტამდე გაზარდა
access_time2019-10-23 14:04:46
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ...

ირაკლი ბურდილაძე-„იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები დღესდღეობით საკმაოდ მკაცრია და მათ შერბილებას ველოდებით“

ირაკლი ბურდილაძე-„იპოთეკური სესხების კუთხით რეგულაციები დღესდღეობით საკმაოდ მკაცრია და  მათ შერბილებას ველოდებით“
access_time2019-10-23 13:30:53
...


მსგავსი სიახლეები

up