მარიამ ქვრივიშვილი – საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal“ საქართველოში ოპერირებით დაინტერესდა

მარიამ ქვრივიშვილი – საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal“ საქართველოში ოპერირებით დაინტერესდა

access_time2022-05-16 17:00:00

საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal“ - ის შემოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს - დღეს არაბული ავიაკომპანიის ხელმძღვანელ გუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, სადაც განხილულ იქნა საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის დეტალები.


საქართველოს უსაფრთხოების მაღალი დონე, სწორი პოზიციონირება, ოთხ სეზონურობა და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტები - სწორედ ამ მიზეზების გამო ინტერესდება ავიაკომპანია საქართველოში ოპერირებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რამდენიმე დღეში საუდის არაბეთის ავიაკომპანიის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან პირდაპირი ფრენები დაინიშნება.


„აქტიურად ვაწარმოებთ მოსამზადებელ სამუშაოებს ზაფხულის ტურისტული სეზონის სათანადო დონეზე წარმართვისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე გვყავდეს მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი, მათ შორის, ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან მნიშვნელოვან მოლაპარაკებას საუდის არაბეთის ავიაკომპანია „Flyadeal“ - თან, რათა მათ დაიწყონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. საუდის არაბეთი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, საიდანაც წლების განმავლობაში მრავალი მხარჯველუნარიანი ტურისტი ჩამოდის,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



მისი თქმით, საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, საუდის ბაზარზე პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო, სტუმართმოყვარე და ოთხსეზონიანი ქვეყანა.


„იმედს გამოვთქვამ, რომ ყოველივე ხელს შეგვიწყობს მიმდინარე მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში და საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთ საერთაშორისო ავიაკომპანიას ვიხილავთ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე უკვე ოპერირებს ერთი ავიაკომპანია FLYNAS საუდის არაბეთიდან, რომელიც ახორციელებს კვირაში 26 სიხშირით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.


საუდის არაბეთი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადები ზრდადი დინამიკით ხასიათდება. 2022 წელს, საქართველოში 62 პროცენტით მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა 2019 წელთან შედარებით, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ზრდამ 30,848 პროცენტი შეადგინა.


ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up